ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ჩატარებული პუნქციის შემდეგ, თუ ემბრიოლოგი ფოლიკულურ სითხეში კვერცხუჯრედს ვერ აღმოაჩენს, ცარიელი ფოლიკულის სინდრომის დიაგნოზი სახეზეა.
კლასიფიკაცია
ცარიელი ფოლიკულის სინდრომის რამდენიმე ტიპს განასხვავებენ:
- რეალური ცარიელი ფოლიკულის სინდრომის შემთხვევაში, სახეზეა ფოლიკულურ სითხეში კვერცხუჯრედის არარსებობა, მაშინ როცა ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის კონცენტრაცია სისხლში პუნქციის დღეს ნორმალურ დონეზეა
- ცრუ ცარიელი ფოლიკულის სინდრომის შემთხვევაში, hCG-ის დონე ფოლიკულური სითხის მიღებისას საგრძნობლად შემცირებულია.
სტატისტიკა
ცარიელი ფოლიკულის სინდრომი იშვიათი გართულებაა, თუმცა მონაცემები სხვადასხვა წყაროების მიხედვით განსხვავდება და 0.3-დან 7%-მდე მერყეობს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პაციენტებს, ვინც საკვერცხის სტიმულირებაზე სუსტად რეაგირებს ან ნაადრევი ოვულაცია აღენიშნებათ.
ცარიელი ფოლიკული სინდრომის მიზეზები
ეს პათოლოგია პირველად 1980-იან წლებში აღწერეს, თუმცა ექიმები დღემდე ვერ ასახელებენ ამ მდგომარეობის გამომწვევ ზუსტ მიზეზს. თუმცა გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირადაა ამ სინდრომთან ასოცირებული და მისი პროვოცირება შეუძლია.
მედიკამენტების მიღებისას დაშვებული შეცდომები
კვერცხუჯრედის საბოლოო მომწიფებამდე პაციენტი იღებს ოვულაციის მაპროვოცირებელ მედიკამენტებს პუნქციამდე 36 საათით ადრე.
ასეთ დროს ცარიელი საკვერცხის სინდრომი შესაძლოა გამოიწვიოს:მედიკამენტის გვიან შეყვანამ, მაგალითად, როცა 20 საათია პუნქციამდე დარჩენილი და, შესაბამისად, კვერცხუჯრედს არ აქვს საკმარისი დრო მომწიფებისთვის.
- მედიკამენტის შეყვანისას დაშვებული იქნა შეცდომა, რამაც არასაკმარისი დოზის მიღება გამოიწვია. უმნიშვნელო შეცდომასაც კი შეუძლია შედეგზე გავლენა იქონიოს.
- დაირღვა მედიკამენტის შენახვის პირობები, რამაც მედიკამენტის ხარისხი დააზიანა.
- გამოყენებული წამალი ვადაგასული იყო.
საკვერცხის ფუნქციის დარღვევა
ცარიელის ფოლიკულის სინდრომი უფრო ხშირად ვლინდება პაციენტებში, ვისაც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი აღენიშნებათ.
ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედები მხოლოდ ზოგიერთ ფოლიკულში არ გვხვდება. არსებობს ალბათობა იმისა, რომ ულტრაბგერით კვლევისას საკვერცხის ცისტები შეცდომით დომინანტ ფოლიკულად მიიჩნიოს ექიმმა, რადგან ექოზე მათ მსგავსი მახასიათებლები აქვთ.
საკვერცხეები დაქვეითება სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. საკვერცხის რეზერვის შემცირებას განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ (განსაკუთრებით რეზექციის დროს), თუმცა რეზერვის შემცირებაზე გავლენა აქვს გენეტიკურ ფაქტორებსაც. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ კვერცხუჯრედის მარაგი 35 წლის შემდეგ მკვეთრად მცირდება. პოტენციალის შესაფასებლად ტარდება ანალიზი ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) განსასაზღვრად. რაც უფრო დაბალია შედეგი, მით მაღალია ცარიელი ფოლიკულის სინდრომის განვითარების რისკი.
გენეტიკური ფაქტორები
ცარიელი ფოლიკულის სინდრომის გამოწვევა შეუძლია გენეტიკურ ფაქტორსაც. ეს კავშირშია ზოგიერთ ქრომოსომურ დარღვევასთან ან LH რეცეპტორების გენში არსებულ პოლიმორფიზმებთან. ინ ვიტრო განაყოფიერების მომზადების ეტაპზე პაციენტების კარიოტიპის შესწავლა საშუალებას მოგცემთ დარღვევა დროულად აღმოაჩინოთ და მას მკურნალობის გეგმა მოარგოთ.
ჰორმონალურ თერაპიაზე საკვერცხის რეაქცია
ზოგ შემთხვევაში საკვერცხეები ატიპიურად რეაგირებს ჰორმონალურ თერაპიაზე, რაც გამოწვეულია ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის მეტაბოლური სპეციფიკით.
ასეთ შემთხვევებში ექიმმა შეიძლება შემდეგი შესაძლებლობები განიხილოს:
- მოარგოს ინ ვიტრო განაყოფიერების პროტოკოლი პაციენტის თავისებურებებს;
- ერთად გამოიყენოს hCG და GnRH აგონისტი;
- ჩაანაცვლოს hCG სხვა მედიკამენტით;
- თუ მედიკამენტი შეცვლა არ გამოიწვევს პოზიტიურ შედეგს, ექიმმა შესაძლოა ინ ვიტრო განაყოფიერება ოვულაციის ბუნებრივ ციკლში, საკვერცხის ოვულაციის გარეშე, სცადოს.
უარყოფითი გარე ფაქტორები
საკვერცხეებში ფოლიკულები ფორმირებას იწყებს ათეულობით დღით ადრე, ვიდრე ისე გაიზრდება, რომ ულტრაბგერით კვლევაზე აღქმადი გახდება.
ცარიელი ფოლიკულის სინდრომი შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმგვარი დაზიანებებით, რომელიც ფოლიკულის ფორმირების ადრეულ ეტაპზე ხდება, ასეთია მაგალითად ინფექციური დაავადებები და მავნე დასხივება.
ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის რამდენიმე თვით გადადება.
ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის კონცენტრაცია ასპირაციის დღეს
რამდენიმე კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ არსებობს კორელაცია სინდრომის განვითარების რისკსა და ასპირაციის დღეს სისხლში hCG-ის კონცენტრაციას შორის. თუ ჰორმონის დონე გარკვეულ ზღვარს ჩამოსცდება, ექიმმა შესაძლოა, სხვა ჯგუფის მედიკამენტის განმეორებითი ინიექცია გადაწყვიტოს. მეცნიერები აქტიურად სწავლობენ სინდრომის განვითარების მექანიზმს, თუმცა, მიზეზებთან დაკავშირებით კონსენსუსს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.
კერძოდ კი, აქამდე შეგროვებული მონაცემები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რაც ახსნის, რატომ შეიძლება სინდრომი განუვითარდეთ ახალგაზრდა პაციენტებს, რომლებსაც საკვერცხეები კარგი რეზერვი აქვთ და არც ჰორმონალური დისბალანსი აღენიშნებათ.
თუ ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის ფარგლებში პაციენტის კვერცხუჯრედის მიღება ვერ ხერხდება, ექიმმა გასცემს დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით პროცედურის ჩატარების რეკომენდაციას.