სტატისტიკის მიხედვით, ქრონიკული ენდომეტრიტი წარმოადგენს საკმაოდ ხშირ გინეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიოში ყოველ მეშვიდე ქალზე. ამ პათოლოგიას ახასიათებს საშვილოსნოს ღრუში გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც დაავადების მწვავე ფორმის დროს მკურნალობის დროული კურსი არ ტარდება. ქრონიკული ენდომეტრიტის გართულებები მოიცავს უნაყოფობასა და ორსულობის შენარჩუნების პრობლემებს.
ქრონიკული ენდომეტრიტი შესაძლოა გამოიწვიოს როგორც პათოგენურმა ფლორამ, ასევე ოპორტუნისტულმა მიკროორგანიზმებმა, რომლებიც მცირე რაოდენობით ჯანმრთელი ინდივიდის სხეულშიც გვხვდება, თუმცა შეიძლება დაიწყოს უკონტროლოდ გამრავლება უარყოფითი ფაქტორების გავლენის ქვეშ.
ენდომეტრიტის მიზეზები
საშვილოსნოში ანთებითი პროცესების განვითარებას იწვევს შემდეგი მიზეზები:
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- ანთებითი გინეკოლოგიური მდგომარეობი (მაგალითად - ინფექცია, რომელიც შესაძლოა საშვილოსნოში მოხვდეს ფალოპის მილებიდან);
- ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, რომელიც მოიცავს ჩარევას საშვილოსნოს ღრუში (მაგალითად - ჰისტეროსკოპია);
- ინტიმური ჰიგიენის წესების უგულებელყოფა;
- საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩასმა;
- იმუნური სისტემის აქტივობის დაქვეითება.
სიმპტომები
- ცხელება
- სისუსტე
- გულისრევა და ღებინება
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- ვაგინალურ გამონადენში სისხლისა და ჩირქის არსებობა.
სიმპტომების სიმძიმე, მკურნალობის გარეშე თანდათან მცირდება, რასაც ხშირად ქალბატონები შეცდომაში შეყავს. სიმპტომების შემცირება სულაც არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში. (ძირითადად 7-14 დღეში)
ქრონიკული ენდომეტრიტის ნიშნებია:
- ლაქები მენსტრუაციამდე და მის შემდეგ, ასევე მენსტრუაციის პერიოდებს შორის;
- უსიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში;
- დაორსულებისა და ორსულობის შენარჩუნების სირთულე.
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, ხანგრძლივი დროით.
ყველა ზემოთჩამოთვლილი ნიშანი არასპეციფიურია, ამიტომ ქრონიკული ენდომეტრიტის დიაგნოზი მოითხოვს საფუძვლიან გამოკვლევას.
ქრონიკული ენდომეტრიტი და რეპროდუქციული ფუნქცია
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ენდომეტრიტი პირდაპირ ზეგავლენას არ ახდენს სპერმის უნარზე, გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, დაავადება უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე, შემდეგი მიზეზების გამო:
- ქრონიკული ენდომეტრიტის დროს, ენდომეტრიუმში პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც აფერხებს ემბრიონის ნორმალურ მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე;
- საშვილოსნოს ლორწოვან გარსში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია;
- ენდომეტრიუმი ნაკლებად რეაგირებს ჰორმონალურ ზემოქმედებაზე;
- ქრონიკული ენდომეტრიტი იწვევს ცვლილებებს იმუნურ სისტემაში, რის შედეგადაც ემბრიონი აღიქმება როგორც უცხო სხეული,ორგანიზმი კი მის განადგურებას ცდილობს.
ქრონიკული ენდომეტრიტი და ორსულობა
წარმატებული დაფეხმძიმებისა და ორსულობის შენარჩუნების შესაძლებლობა დამოკიდებულია:
- პაციენტის ავადმყოფობის ხანგრძლივობაზე;
- საშვილოსნოს ენდომეტრიუმისა და კუნთოვანი შრეების ქსოვილის ჩართულობის ხარისხზე;
- პათოლოგიური პროცესის ინტენსივობაზე;
- ქალის იმუნური სისტემის მახასიათებლებსა და ჰორმონალურ მდგომარეობაზე.
დაავადების საწყის ეტაპზე ქალს შეუძლია ორსულობის შენარჩუნება, თუმცა, როდესაც პათოლოგიური პროცესი მწვავდება, ჩნდება შემდეგი რისკები:
- სპონტანური აბორტი;
- ნაადრევი მშობიარობის რისკი.
შესაძლო სამეანო გართულებები
ქრონიკული ენდომეტრიტის პირობებში, შემდეგი პათოლოგიური პროცესების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება:
- ქორიოამნიონიტი;
- პოლიჰიდრამნიოზი-ამნიონური სითხის ჭარბად დაგროვება;
- ოლიგოჰიდრამნიოზი-ამნიონური სითხის რაოდენობის შემცირება;
- გარსების რღვევა და ამნიონური სითხის გაჟონვა მშობიარობის დაწყებამდე;
- პლაცენტის არასწორი პოზიციონირება (პლაცენტა პრევია), ამ დროს საშვილოსნოს ყელი ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარულია ნაყოფის პლაცენტით;
- ნაყოფის ინფექციური დაავადებები, ნაყოფის განვითარების შეფერხება და ქრონიკული ჰიპოქსიის განვითარება;
- მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების განვითარება (მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი).
ეს გართულებები წარმოიქმნება შემდეგი მიზეზების გამო:
- პათოგენური მიკროორგანიზმები (ქრონიკული ენდომეტრიტის გამომწვევი აგენტები) გამოყოფენ ტოქსინებს;
- საშვილოსნოს პათოლოგიურად შეცვლილი ენდომეტრიუმის ლორწოვანი გარსი, ხელს უშლის ნაყოფის ნორმალურ კვებას;
- ნაყოფის გარსების მყიფე კედლები, რაც მათ მიდრეკილს ხდის რღვევისკენ.
ორსულობა ქრონიკული ენდომეტრიტის მკურნალობის შემდეგ
ორსულობის დაგეგმვამდე, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და სწორი მკურნალობა, რომლის მიზანია:
- დაავადების გამომწვევი პათოგენების განადგურება;
- სხეულის იმუნური სისტემის გაძლიერება;
- ფაქტორების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობდნენ დაავადების განვითარებას (მაგალითად, საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოღება, ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა).
ანტიბიოტიკებისა და იმუნომოდულატორების მიღების გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩართვაც.
ასევე, შესაძლოა დაინიშნოს ჰორმონალური მედიკამენტები-ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად დარეპროდუქციული ფუნქციის აღსადგენად.
ორსულობის მართვა ადრეული სტადიებიდან გულისხმობს ქალის მდგომარეობის სრულყოფილ მონიტორინგს.
ინვიტრო განაყოფიერება ქრონიკული ენდომეტრიტის მკურნალობის შემდეგ
როგორც წესი, ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურა რეკომენდირებულია პათოლოგიურ პროცესში მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოების ჩართვისას, როდესაც კონსერვატიული თერაპიისა და ქირურგიული მეთოდების მიუხედავად ორსულობა არ დადგა.
ინვიტრო განაყოფიერებამდე, აუცილებელია ქრონიკული ენდომეტრიტის მკურნალობა. ამას გარდა, ინიშნება თერაპია, რომელიც მიმართულია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
European Fertility Clinic-ში ყველაზე ხშირად ლაზერულ ჰეთჩინგს იყენებენ, თუმცა საბოლოო არჩევანი დამოკიდებული ინდივიდუალურ შემთხვევაზე, რომელზეც გადაწყვეტილებას ემბრიოლოგი იღებს.