საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

GE

ხელოვნური განაყოფიერება სპერმოგრამის არასასურველი შედეგების დროს

27.02.2024
logo
ხელოვნური განაყოფიერება სპერმოგრამის არასასურველი შედეგების დროს
საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება (IUI) გულისხმობს ადრე მიღებული და სპეციალურად დამუშავებული ეაკულატის შეყვანას საშვილოსნოს ღრუში. IUI-ის დროს, სპერმატოზოიდი დამოუკიდებლად მიემართება კვერცხუჯრედისაკენ და ანაყოფიერებს მას.

ჩვენებები

ექიმმა, IUI-ს ჩატარება შესაძლოა გირჩიოთ, მამაკაცის ან ქალის ორგნაიზმში მიმდინარე სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიური პროცესის არსებობის დროს. მაგალითად:

  • თუ სპერმის ანალიზის შედეგებმა გამოავლინა ეაკულატის სიბლანტის გაზრდა ან მისი ხარისხის უმნიშვნელო დაქვეითება
  • თუ პაციენტს აქვს საშვილოსნოს ყელის დაავადებები (ამ შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის შეცვლილი თვისებების გამო, სპერმატოზოიდი ვერ მოძრაობს სასქესო ტრაქტის გასწვრივ) ან ოვულაციის პრობლემები
  • სექსუალური ხასიათის დარღვევების არსებობისას (მაგალითად, თუ ქალს აწუხებს ვაგინიზმი, მამაკაცს კი ერექციული დისფუნქცია)
  • თუ ქალს არ ჰყავს პარტნიორი.

უკუჩვენებები

ზოგიერთ შემთხვევაში, IUI-ის ჩატარება შეუძლებელია. უკუჩვენებები:

  • ფალოპის მილის ბლოკირება
  • ნებისმიერი პათოლოგია, რომლის დროსაც უკუნაჩვენებია ორსულობა და მშობიარობა (მაგ: საშვილოსნოს ჰიპოპლაზია ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა)
  • ენდომეტრიოზის მძიმე ფორმები (მდგომარეობა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის უჯრედები ვრცელდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ)
  • სუბმუკოზური ფიბროიდები (კვანძები, რომლებიც მდებარეობს საშვილოსნოს ლორწოვანის ქვეშ და იზრდება მისი ღრუს მიმართულებით)
  • მწვავე ანთებითი პროცესები. ასეთ დროს, IUI შეიძლება ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ.

როდის არის რეკომენდებული IUI?

IUI რეკომენდირებულია, თუ სპერმის ანალიზის შედეგები აჩვენებს:

  • გამეტების რაოდენობის უმნიშვნელო კლებას. განაყოფიერება ეფექტურია, თუ სპერმის თითოეულ მილილიტრში, მინიმუმ 10 მილიონი სპერმატოზოიდია
  • გამეტების მოძრაობის უმნიშვნელო დაქვეითებას. მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში, უნდა იყოს მინიმუმ მეოთხედი, სპერმატოზოიდების მთლიანი რაოდენობისაю

დაორსულების შანსი ნაწილობრივ იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეაკულატი გადის წინასწარ დამუშავებას.
თუ გამოკვლევა გამოავლენს სპერმის ხარისხის უფრო მნიშვნელოვან დაქვეითებას ან ანტისპერმული ანტისხეულების არსებობას, ექიმმა შესაძლოა,  ART-ის სხვა მეთოდები გირჩიოთ.

როგორ მოვემზადოთ IUI-სთვის?

განაყოფიერებისთვის მომზადების დროს ტარდება სავალდებულო გამოკვლევები, პაციენტების რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესაფასებლად და ყველა შესაძლო უკუჩვენების გამოსარიცხად. გამოკვლევა მოიცავს როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. გამოკვლევების სრული ჩამონათვალი, ხელმისაწვდომია გვერდზე -„გამოკვლევები IVF-სთვის“.

როგორ ტარდება IUI

თავდაპირველად, სპეციალისტები წინასწარ მიღებულ ეაკულატს ასუფთავებენ. პროცედურის დროს, სპეციალური კათეტერის გამოყენებით, ექიმებს, სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის არხის გავლით საშვილოსნოს ღრუში. ამის შემდეგ, მამრობითმა გამეტებმა დამოუკიდებლად უნდა მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე და გაანაყოფიერონ იგი. IUI-ის ხანგრძლივობა როგორც წესი, არ აღემატება 10 წუთს. პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება სამედიცინო ცენტრში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ შეუძლია სახლში წასვლა. იმის დასადგენად, იყო თუ არა პროცედურა წარმატებული, სისხლში ქორიონული გონადოტროპინის (β- HCG) განსაზღვრა დაგეხმარებათ, თუმცა გაითვალისწინეთ,რომ ეს ტესტი, IUI-დან 2 კვირის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ.

პროცედურის ეფექტურობა

პროცედურის წარმატების მაჩვენებლები, სტატიკური მონაცემების გათვალისწინებით:

  • 20% - სპერმის ანალიზის ნორმალური პარამეტრებით;
  • არაუმეტეს 15% - სპერმის ანალიზის სხვადასხვა პარამეტრის შემცირების დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ IUI-ის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის პაციენტის ასაკი.
ექიმები გვირჩევენ IUI-ის ჩატარებას არაუმეტეს 3-ჯერ ან 4-ჯერ. თუ დადებითი შედეგი არ დადგა, მიზანშეწონილია განიხილოს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა მეთოდების გამოყენება.

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

Back to the list

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge