საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

GE

ინვიტრო განაყოფიერება ანტიმიულერის ჰორმონის დაბალი დონის დროს

10.04.2024
logo
ინვიტრო განაყოფიერება ანტიმიულერის ჰორმონის დაბალი დონის დროს

AMH-ის ფუნქციები ქალის სხეულში

ანტიმიულერის ჰორმონი (AMH) ქალის სხეულში გამოიყოფა საკვერცხეების (პრეანტრალური და მცირე ანტრალური) გრანულოზური უჯრედების მიერ, რომლებიც გამოდიან „მიძინებული“ მდგომარეობიდან და იწყებენ ზრდას. AMH პასუხისმგებელია არა მხოლოდ მათ ზრდაზე, არამედ დომინანტური ფოლიკულის შერჩევაზეც.

ჰორმონის კონცენტრაცია,ასახავს ქალის საკვერცხეების რეზერვს: რაც უფრო ნაკლები კვერცხუჯრედი რჩება, მით უფრო დაბალია AMH-ის დონე.

ანტიმიულერის ჰორმონის დონე: ნორმა

ანტიმიულერის ჰორმონი (AMH) ქალის სხეულში გამომუშავდება მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი. პუბერტატის დროს მისი დონე იზრდება. დაახლოებით 26-30 წლის ასაკიდან, AMH-ის კონცენტრაცია საგრძნობლად მაღალია და შემდეგ,მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად, თანდათან მცირდება. პოსტმენოპაუზის დროს ჰორმონის დონე ნულის ტოლია.

ჩვენს კლინიკაში, ანტიმიულერის ჰორმონის დონის განსაზღვრა შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დღეს. არ არის საჭირო ადგილის წინასწარ დაჯავშნა.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში, AMH დონე შესაძლოა არ იყოს ერთნაირი. ნორმალურ კონცენტრაციად ითვლება 1–2,5 ნგ/მლ.

ასაკი
დიაპაზონი ნორმის ფარგლებში
18-26 0,96-13,34 ნგ/მლ
26-31 0,17-7,37 ნგ/მლ
31-36 0,07-7,35 ნგ/მლ
36-41 0,03-7,15 ნგ/მლ
41-46 0-3,27 ნგ/მლ
> 46 0-1,15 ნგ/მლ

შესაძლებელია თუ არა დაორსულება AMH დაბალი დონით?

AMH დონე დაბალია, როდესაც ტესტის შედეგი 1.0 ნგ/მლ-ზე ნაკლებია. 0,65 ნგ/მლ-მდე - AMH-ის დონის დაქეითებული მაჩვენებელი; 0,3 ნგ/მლ-მდე - AMH-ის დონის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი.

თუ კვერცხუჯრედის რეზერვი დაბალია, დაორსულების პროცესი საკმაოდ რთულდება, თუმცა შანსი რა თქმა უნდა არსებობს. დაბალი AMH-ის მქონე პაციენტებს, სავარაუდოდ, აქვთ საკვერცხის სუსტი პასუხი ჰორმონალურ სტიმულაციაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობისთვის ოპტიმალური პროტოკოლის შერჩევა.

პროტოკოლები

თუ AMH-ის კონცენტრაცია შემცირებულია 1 ნგ/მლ-მდე და ქვემოთ, ნაჩვენებია შემდეგი პროტოკოლები:

  • ბუნებრივი ციკლი: ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ჰორმონალური მედიკამენტები.
  • მინიმალური სტიმულაცია: გამოიყენება ჰორმონების დაბალი დოზები.
  • მოკლე პროტოკოლი.

ბუნებრივი ციკლი

ეს პროგრამა არ მოიცავს ოვულაციის სტიმულაციის ფაზას. ექიმის მიზანია პუნქციის  დროს, ბუნებრივ მენსტრუალურ ციკლში მომწიფებული კვერცხუჯრედის პოვნა. მომდევნო ეტაპზე, ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება. შედეგად მიღებული ემბრიონი იმავე ციკლში გადადის ან ვიტრიფიცირებულია (გაყინული) მომავალი გამოყენებისთვის.

IVF ბუნებრივ ციკლში უნდა ჩატარდეს მხოლოდ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ. წარმატების მისაღწევად, აუცილებელია ქალის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი და დომინანტური ფოლიკულის ზრდის კონტროლი. პუნქციის სწორი თარიღის შერჩევა კი, გადამწყვეტ როლს ასრულებს.

მინიმალური სტიმულაცია

ეს პროტოკოლი  რეკომენდებულია თუ ტესტის შედეგებში აისახება:

  • AMH-ის დაბალი დონე
  • FSH-ის მაღალი დონე (თუმცა FSH-ის კონცენტრაცია. არ უნდა აღემატებოდეს 15 mIU/mL-ს)

ჰორმონალური მედიკამენტების დაბალი დოზების გამოყენება, საშუალებას გაძლევთ თითოეულ ციკლში მიიღოთ მცირე რაოდენობით, თუმცა მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედები (ჩვეულებრივ, ერთი ან ორი). მომდევნო ეტაპზე, ხდება კვერცხუჯრედების განაყოფიერება და გადატანა საშვილოსნოს ღრუში.

მოკლე პროტოკოლი

ინვიტრო განაყოფიერების (IVF) დაგეგმვის პროცესში, რეპროდუქტოლოგი ითვალისწინებს არა მხოლოდ AMH-ის ტესტის შედეგებს, არამედ:

  • ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) კონცენტრაციას;
  • ქალის ასაკს;
  • ანტრალური ფოლიკულების რაოდენობას;
  • რეპროდუქციული ფუნქციის შემცირების მიზეზებს.

ამ პროტოკოლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუ:
ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) კონცენტრაცია არის მინიმუმ 0,5 ნგ/მლ;
რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სხვა მარკერები ნორმის ფარგლებშია.

მომზადება

პროგრამისთვის მომზადების პროცესში, ყველა პაციენტი (მათ შორის, ანტიმიულერის ჰორმონის დაბალი დონის მქონე პაციენტები) ვალდებულია:

  • ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები: ინსტრუმენტული კვლევები - სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკგ, გულმკერდის რენტგენი; ლაბორატორიული ანალიზები - კოაგულოგრამა, ჰორმონალური კვლევები, ციტოლოგიური ნაცხის ანალიზი ონკოლოგიური დაავადებების გამოსარიცხად, ვაგინალური ნაცხის ანალიზი მიკროფლორის დასადგენად). კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ყველა პათოლოგია, რამაც შეიძლება შეამციროს ჩასახვისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსები.
  • აუცილებლად დაიწყეთ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის მიერ დანიშნული ვიტამინებისა და მინერალების მიღება.
  • თავი შეიკავეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან.
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და გაითვალისწინეთ რეპროდუქტოლოგის ყველა რეკომენდაცია.

როგორ მუშაობს პროცედურა?

  • ოვულაციის სტიმულაცია: ეს ეტაპი მოიცავს ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენებას ფოლიკულების ზრდის სტიმულირებისთვის და ოვულაციის პროცესში გამოყოფილი კვერცხუჯრედების რაოდენობის გაზრდისთვის. ბუნებრივი ციკლის პროგრამისგან განსხვავებით, ეს ეტაპი შედის ინვიტრო განაყოფიერების სხვა პროგრამებში.
  • ფოლიკულის პუნქცია: ამ პროცედურის დროს, ექიმი სპეციალური ნემსის გამოყენებით საკვერცხეებიდან იღებს ოვულაციური კვერცხუჯრედების შემცველ ფოლიკულურ სითხეს.
  • ინვიტრო განაყოფიერება (IVF): მოპოვებული კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება ლაბორატორიულ პირობებში პარტნიორის ან დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით.
  • ემბრიონის კულტივაცია: განაყოფიერებული ემბრიონები კულტივირებულია სპეციალიზირებულ ინკუბატორებში,სადაც მათი განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
  • ემბრიონის გადატანა: თუ ემბრიონების გადატანას ექიმი იმავე ციკლში გადაწყვეტს, ისინი პირდაპირ საშვილოსნოში გადადიან.
  • ემბრიონის გაყინვა: რიგ შემთხვევებში საჭიროა ემბრიონების გაყინვა და მათი კრიოკონსერვირება მომდევნო გამოყენებისთვის. 

რეკომენდაციები ემბრიონის გადატანის შემდეგ

ინვიტრო განაყოფიერებისას,  დაორსულების შანსების გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, ქალებმა 100%-ით დაიცვან მკურნალი ექიმის რეკომენდაციები:

  • აუცილებლად დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი, დაისვენეთ სათანადო დროით და მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას.
  • დაიცავით დაბალანსებული დიეტა: ნუტრიენტებით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუჯობესებას და ზრდის დაორსულების შანსებს. 
  • მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს: სტრესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნაყოფიერებასა და ზოგად ჯანმრთელობაზე.
  • შეზღუდეთ ჭარბი დატვირთვა: ზომიერი ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს დაორსულობის პროცესზე, თუმცა აუცილებლად მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ ვარჯიშს, პოტენციური გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  • მოერიდეთ საუნასა და ცხელ აბაზანებს: ორსულობის ადრეულ პერიოდში მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება შესაძლოა ნაყოფისათვის საზიანო აღმოჩნდეს.
  • მოერიდეთ ცურვას: რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ ცურვისგან, ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

ემბრიონის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ, ტარდება ტესტი სისხლის შრატში ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონის განსასაზღვრად, რომლის მეშვეობითაც დაადგენთ იყო თუ არა განაყოფიერების პროცესი წარმატებული.

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

Back to the list

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge