საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

GE

ზრდის თუ არა ინვიტრო განაყოფიერება ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს?

26.04.2024
logo
ზრდის თუ არა ინვიტრო განაყოფიერება ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს?

რა იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს?

ავთვისებიანი სიმსივნე წარმოიქმნება უჯრედების გენეტიკური მასალის ცვლილების შედეგად. ეს ცვლილებები, შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის ზეგავლენით:

  • მემკვიდრეობა (მუტაციური გენების გადაცემა შთამომავლობაზე);
  • ქიმიკატების, ულტრაიისფერი გამოსხივების, რადიაციის ზემოქმედება;
  • დაინფიცირება გარკვეული ვირუსებით (მაგ: HPV);
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • მავნე ჩვევები (განსაკუთრებით თამბაქოს მოხმარება);
  • ქსოვილის ტრავმა (თუ დაზიანება ზედმეტად ხანგრძლივია).

უმეტეს შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადები, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედებით ვითარდება. 

ზოგიერთ შემთხვევაში, სიმსივნის აქტიური ზრდა დაკავშირებულია სიმსივნური უჯრედების მომატებულ მგრძნობელობასთან, გარკვეული ჰორმონების მიმართ. რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნური უჯრედები უკავშირდებიან ჰორმონებს, მათ ზედაპირზე მდებარე რეცეპტორების (სპეციალური ცილების) მეშვეობით.

სად ვითარდება სიმსივნე?

ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები:

  • საკვერცხის კიბო-რომელიც ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება ხანდაზმულ პაციენტებში მენოპაუზის დროს;
  • სარძევე ჯირკვლების კიბო- (სტატისტიკის მიხედვით, ჰორმონდამოკიდებული კარცინომა ვლინდება შემთხვევების საშუალოდ 45%-ში);
  • საშვილოსნოს ყელის კიბო-რომელიც ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, თუ ქალი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ჰორმონალურ მედიკამენტებს სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. ესტროგენების გავლენის ქვეშ,ლორწოვანი გარსის უჯრედები აქტიურად მრავლდება და შეიძლება გაჩნდეს პათოლოგიური კერები. ატიპიური ჰიპერპლაზია კი ხშირად სიმსივნედ გარდაიქმნება.

დაკავშირებულია თუ არა ინვიტრო განაყოფიერება საკვერცხის კიბოსთან?

IVF პროგრამის საწყის ეტაპზე, ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენება,ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფების საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსებს. თუმცა, ბევრ პაციენტს ეშინია, რომ ოვულაციის სტიმულაციამ შესაძლოა საკვერცხის კიბოს განვითარება გამოიწვიოს.

ბოლო კვლევის გათვალისწინებით, რომლის საშუალებითაც IVF პროგრამებში ჩართული 5 მილიონი ქალის მონაცემები გაანალიზდა, დადასტურდა, რომ მსგავსი შიშები უსაფუძვლოა და ინვიტრო განაყოფიერებასა და საკვერცხის კიბოს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

ინვიტრო განაყოფიერება და ძუძუს კიბო

გასული საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ IVF პროცედურა მნიშვნელოვნად ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ბუნებრივია, ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ქალებში, რომლებიც გეგმავენ ინვიტრო განაყოფიერებას. თუმცა, შემდგომში არაერთხელ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევები აბსოლუტურად  უარყოფს ამ მტკიცებას. 

მაგალითად, ორი ათწლეულის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი ქალის მონაცემების ანალიზმა, მიგვიყვანა მკაფიო დასკვნამდე: არ არსებობს კავშირი IVF-სა და ძუძუს კიბოს შორის. 

კიბოს გაზრდილი რისკი გამოწვეულია ქალების ასაკით და არა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

არის თუ არა კავშირი IVF-სა და კიბოს შორის?

ინვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესი არ არის დაკავშირებული ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებასთან.  კიბოს გაზრდილი რისკი შეიძლება დაკავშირებული იყოს:

  • ასაკთან-სტატისტიკური მონაცემებით,ზემოთ ჩამოთვლილი სიმსივნეების განვითარების რისკი იზრდება 40 წლის შემდეგ.
  • სიმსივნის განვითარების ალბათობა იზრდება ასაკთან და არა ინვიტრო განაყოფიერებასთან ერთად.
  • მემკვიდრეობასთან - ცნობილია, რომ ქალის რეპროდუქციული ორგანოების (განსაკუთრებით საკვერცხეებისა და ძუძუს) სიმსივნე შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური დეფექტებით. ყველაზე ხშირად, BRCA გენებში მუტაციებით, რომლებიც იცავენ ორგანიზმს სიმსივნური ოჯრედებისგან. ჩვეულებრივ,  ეს გენები აკოდირებენ ცილას, რომელიც არეგულირებს უჯრედების ზრდას და ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენას, რაც უზრუნველყოფს გენეტიკურ სტაბილურობას. BRCA1 და BRCA2 გენებში დეფექტების გამოსავლენად საჭიროა სპეციალური ტესტის ჩატარება.
  • ასევე, დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ჰორმონალური დისბალანსი და სხვადასხვა ტოქსინების ზემოქმედება, ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.

სიმსივნური პროცესები, IVF-ის უკუჩვენებას წარმოადგენს, რადგან ჰორმონის ზემოქმედებამ შესაძლოა არსებული სიმსივნის აქტიური ზრდა გამოიწვიოს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, პაციენტები პროცედურისთვის მომზადების დროს გადიან საფუძვლიან შემოწმებას.
ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად სწორედ IVF-მდე ვლინდება.

IVF უკუნაჩვენებია მაშინაც კი, თუ კიბოს მკურნალობა წარმატებული იყო და პაციენტი იმყოფება სტაბილური რემისიის ფაზაში.

ასეთ დროს, იშვიათ შემთხვევებში, დაშვებულია პროცედურის ჩატარება, თუმცა, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ყველა რისკი, რამაც  შეიძლება დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

Back to the list

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge