საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ჯანმრთელობის მდგომარეობის სიღრმისეული შემოწმება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის

ზოგიერთი დაავადება, დიდი ხნის განმავლობაში ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რეგულარული პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება

პროგრამა განკუთვნილია სიღრმისეული დიაგნოსტიკისათვის და შესაძლებელს ხდის ინფორმაციის მიღებას: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, ჰემოსტაზის, გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო სისტემების შესახებ. ასევე გვაძლევს საშუალებას, გამოვრიცხოთ საშიში ინფექციები. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დანიშნავს მკურნალობას ან პაციენტს გადაამისამართებს სხვა სპეციალისტთან, რომელიც შეადგენს შემოდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის გეგმას.

განკუთვნილია:

  1. ყველა ადამიანისათვის, ვინც აკონტროლებს საკუთარ ჯანმრთელობას;
  2. პაციენტებისათვის, რომლებიც უჩივიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას

  • წონის კლება ან მატება აშკარა მიზეზის გარეშე,
  • მუშაობის უნარის დაქვეითება;
  • სისუსტე, ქოშინი, აჩქარებული გულისცემა;
  • არტერიული წნევის ცვლილება  (მომატება ან დაქვეითება);
  • პრობლემები შარდ-სასქესო და საჭმლის მომნელებელ სისტემაში;
  • შეშუპება;
  • კუნთების ტკივილი.

პროგრამის შემადგენლობა:

  1. სისხლის საერთო ანალიზი;
  2. შარდის საერთო ანალიზი;
  3. კრეატინინი;
  4. კოაგულოგრამა;
  5. ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
  6. საერთო ქოლესტერინი;
  7. თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის კვლევა;
  8. ეკგ;
  9. ფერიტინი;
  10. ვიტამინი D;
  11. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა;
  12. აივ ინფექციის, სიფილისის, B და C ჰეპატიტის ტესტირება;
  13. თერაპევტისა და კარდიოლოგის კონსულტაცია.

ღირებულება: 620 ლარი.
icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?
 

Back to the list

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge