საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

GE

რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება

რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმების პროგრამა, მიზნად ისახავს ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების დროულად გამოვლენას. გინეკოლოგიურ დაავადებებს, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე, ყოველთვის არ ახლავს მკაფიო კლინიკური სურათი. თუმცა, მკურნალობის გარეშე, შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. გინეკოლოგის მიერ დანიშნული რეგულარული პროფილაქტიკური გამოკვლევები, საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ: უნაყოფობა, ორსულობის პრობლემები, მწვავე ანთებითი დაავადებების გადასვლა ქრონიკულ ფორმაში. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლებთ დროულად გამოავლინოთ ავთვისებიანი დაავადებები.

მინიმალური პროგრამა

განკუთვნილია ყველა ქალისთვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ აქვს არანაირი ჩივილები.

პროგრამის შემადგენლობა:

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
  3. სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა;
  4. PAP ტესტი;
  5. საშოს ნაცხის გამოკვლევა;
  6. განმეორებითი კონსულტაცია მეან-გინეკოლოგთან, (კლინიკაში ან ონლაინ) შედეგების განსახილველად.

ღირებულება: 350 ლარი.

სტანდარტული პროგრამა

განკუთვნილია ქალებისთვის, რომელთაც:

  • სურთ უფრო დეტალურად გამოიკვლიონ საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
  • სურთ გამორიცხონ პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას;
  • დარღვეული აქვთ მენსტრუალური ციკლი;
  • უჩივიან დისკომფორტს ან ტკივილს მუცლის ქვედა არეში;
  • უჩივიან ვაგინალური გამონადენს;
  • აწუხებთ არტერიული წნევის ცვლილება (მომატება ან დაქვეითება), წონაში კლება ან მატება აშკარა მიზეზის გარეშე, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, შფოთვა და გაღიზიანება, ჭარბი ოფლიანობა.

პროგრამის შემადგენლობა:

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
  3. სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა;
  4. PAP ტესტი;
  5. ფემოფლორი - PCR კვლევა;
  6. HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) ტესტი (ტიპი 21);
  7. თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის კვლევა;
  8. განმეორებითი კონსულტაცია მეან-გინეკოლოგთან, (კლინიკაში ან ონლაინ) შედეგების განსახილველად.

ღირებულება: 740 ლარი.

VIP პროგრამა

განკუთვნილია ქალებისთვის, რომელთაც:

  • სურთ საფუძვლიანად გამოიკვლიონ საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
  • დარღვეული აქვთ მენსტრუალური ციკლი;
  • უჩივიან დისკომფორტს ან ტკივილს მუცლის ქვედა არეში;
  • უჩივიან ვაგინალური გამონადენს;
  • აწუხებთ არტერიული წნევის ცვლილება (მომატება ან დაქვეითება), წონაში კლება ან მატება აშკარა მიზეზის გარეშე, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, შფოთვა და გაღიზიანება, ჭარბი ოფლიანობა;
  • აწუხებთ ქოშინი, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი;
  • სურთ გამორიცხონ პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას. (ან, წარსულში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადასტურდა  HPV-ინფექცია);
  • წარსულში აწუხებდათ სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებები.

პროგრამის შემადგენლობა:

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
  3. სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა;
  4. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
  5. კოლპოსკოპია;
  6. სისხლის საერთო ანალიზი;
  7. PAP ტესტი;
  8. ფემოფლორი - PCR კვლევა;
  9. HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) ტესტი (ტიპი 21);
  10. თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის კვლევა;
  11. ვიტამინი D;
  12. ვიტამინი B12;
  13. ფერიტინი;
  14. განმეორებითი კონსულტაცია მეან-გინეკოლოგთან, (კლინიკაში ან ონლაინ) შედეგების განსახილველად.

ღირებულება: 950 ლარი.
icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?
 

Back to the list

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge