Doctor: მარიამ გუგუშვილი, რეპროდუქტოლოგი
მარიამ გუგუშვილს, რეპროდუქტოლოგს, მივმართეთ , სხვა კლინიკაში ორი წარუმატებელი IVF პროტოკოლის შემდეგ .პირველი ვიზიტიდანვე იგრძნობოდა სისტემური მიდგომა: ექიმმა არა მხოლოდ ჩვენი ისტორია შეისწავლა, არამედ დამატებითი გენეტიკური ანალიზები დანიშნა და დასვა კითხვები, რის მიმართაც ადრე სხვა ექიმებს არასოდეს ჰქონიათ ინტერესი. ნამდვილად იგრძნობოდა, რომ მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნებოდა ჩემი დაბალი ოვარიული რეზერვის გათვალისწინებით. მარიამმა დეტალურად ახსნა ყველა ეტაპი და შესაძლო რისკები. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ სტიმულაციის სქემას დინამიურად არეგულირებდა. შედეგად მივიღეთ - მეორე გადატანის შემდეგ წარმატებული ორსულობა. მარიამი კავშირზე იყო პროცედურის შემდეგაც, რაც დაეხმარა ორსულობის ადრეული პერიოდის მშვიდად გავლას , რადგან ამ პერიოდში აღელვება მხოლოდ მატულობს . დიდი მადლობას ექიმს და, რა თქმა უნდა, გულწრფელად გირჩევთ!!