საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ხელოვნური ინსემინაცია

Artificial insemination

თუ ოვულაცია არ გაქვთ ან ექიმმა საშვილოსნოს ყელით გამოწვეული უნაყოფობის დიაგნოზი დაგისვათ, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია დაგეხმარებათ ორსულობის ტესტზე ნანატრი ორი ხაზი გამოისახოს. საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არის დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ბუნებრივი გზით ჩასახვის პროცესთან.

ჩვენებები ინსემინაციისთვის პაციენტი ქალის შემთხვევაში

  • საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა; 
  • ვაგინიზმი; 
  • კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევა;
  • ოვულაციის დარღვევა; 
  • იდიოპათიური უნაყოფობა

ჩვენებები ინსემინაციისთვის პაციენტი კაცის შემთხვევაში

  • სქესობრივი და ეაკულაციის დარღვევები;
  • ნაყოფიერების უმნიშვნელო დაქვეითება
როგორც წესი, საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება ხდება ქმრის სპერმის გამოყენებით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პროცედურის დროს გამოიყენება დონორის სპერმა. დონორის სპერმით საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება რეკომენდებულია თუ:
  • მამაკაცს აღენიშნება ნაყოფიერების მნიშვნელოვანი დაქვეითება, როგორიცაა, ნეკროსპერმია. 
  • არასახარბიელო სამედიცინო და გენეტიკური პროგნოზი, მაგალითად, მემკვიდრეობით დაავადებების გადაცემის მაღალი რისკი. 

თუ ქალს არ ჰყავს პარტნიორი

  • ფაქტები ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებსაშვილოსნოსშიდა განაყოფიერების ეფექტურობა15-18%-ია
  • სპერმის სიცოცხლისუნარიანობა ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში 3-7 დღეა
  • კვერცხუჯრედამდე მიღწევის დროს 2-3 საათია

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის უკუჩვენებები

ფალოპის მილების გამტარობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ტექნოლოგიას არ ვიყენებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება ჩასახვის ბუნებრივ პროცესთან ყველაზე ახლოსმდგომი მეთოდია. ექიმები მხოლოდ ამუშავებენ სპერმას (რათა გაიზარდოს სპერმის ნაყოფიერების მაჩვენებელი და შემცირდეს ქალის სხეულის ალერგიული რეაქციის რისკი კონკრეტული სახის ცილაზე) და შეჰყავთ დამუშავებული სპერმა საშვილოსნოს ღრუში. 

ამის შემდეგ სპერმატოზოიდები აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოძრაობენ  ფალოპის მილებში, სადაც ოვულაციის შედეგად მომწიფებული კვერცხუჯრედი ხვდება, სპერმატოზოიდი კი კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. ამის შემდეგ, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მოძრაობს მილში, საიდანაც გადადის საშვილოსნოში და მის კედელს ემაგრება.

როგორ ტარდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროცედურა?

პროცედურა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. პაციენტი მიაკითხავს კლინიკას, სადაც ექიმის სპეციალურად დამუშავებულ სპერმას  მცირე ზომის კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ღრუში ათავსებს. მანიპულაციიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ, პაციენტს შეუძლია სახლში წავიდეს. წარმატების შანსების გასაზრდელად, ექიმი პაციენტს ურჩევს თავი შეიკავოს სქესობრივი აქტისგან ორსულობის დადასტურებამდე. როგორც წესი, ერთ მენსტრუალურ ციკლში 1-3 პროცედურა ტარდება. მანიპულაციის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ეფექტურობა

ამ კონკრეტული დამხმარე მეთოდის გამოყენების დროს წარმატების შანსი საშუალოდ 15-20%-ია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ასაკი და გამოყენებული სპერმის ხარისხი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის მცდელობის ოდენობა საშუალოდ 6-ია, თუმცა საქართველოში ეს მონაცემი 3-4-ს არ აჭარბებს. თუ დროის ამ პერიოდში ორსულობა არ დადგა, ექიმი სხვა სახის დამხმარე მეთოდის გამოყენებას გირჩევთ, მაგალითად, ინ ვიტრო განაყოფიერებას. სტატისტიკის მიხედვით, თუ პროცედურის შემდეგ ორსულობა დგება, თითქმის შემთხვევების  90% -ში ეს არის პირველი სამი მცდელობის შედეგი. 3 წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში,  მომავალი წარმატებული ჩასახვის შანსი მნიშვნელოვნად იკლებს და ამ მეთოდით მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი აღარაა. 
icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?


ხელოვნური ინსემინაცია

თუ ოვულაცია არ გაქვთ ან ექიმმა საშვილოსნოს ყელით გამოწვეული უნაყოფობის დიაგნოზი დაგისვათ, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია დაგეხმარებათ ორსულობის ტესტზე ნანატრი ორი ხაზი გამოისახოს. საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არის დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ბუნებრივი გზით ჩასახვის პროცესთან. ჩვენებები ინსემინაციისთვის პაციენტი ქალის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა;  ვაგინიზმი;  კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევა; ოვულაციის დარღვევა;  იდიოპათიური უნაყოფობა ჩვენებები ინსემინაციისთვის პაციენტი კაცის შემთხვევაში სქესობრივი და ეაკულაციის დარღვევები; ნაყოფიერების უმნიშვნელო დაქვეითება როგორც წესი, საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება ხდება ქმრის სპერმის გამოყენებით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პროცედურის დროს გამოიყენება დონორის სპერმა. დონორის სპერმით საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება რეკომენდებულია თუ: მამაკაცს აღენიშნება ნაყოფიერების მნიშვნელოვანი დაქვეითება, როგორიცაა, ნეკროსპერმია.  არასახარბიელო სამედიცინო და გენეტიკური პროგნოზი, მაგალითად, მემკვიდრეობით დაავადებების გადაცემის მაღალი რისკი.  თუ ქალს არ ჰყავს პარტნიორი ფაქტები ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებსაშვილოსნოსშიდა განაყოფიერების ეფექტურობა15-18%-ია სპერმის სიცოცხლისუნარიანობა ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში 3-7 დღეა კვერცხუჯრედამდე მიღწევის დროს 2-3 საათია საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის უკუჩვენებები ფალოპის მილების გამტარობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ტექნოლოგიას არ ვიყენებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება ჩასახვის ბუნებრივ პროცესთან ყველაზე ახლოსმდგომი მეთოდია. ექიმები მხოლოდ ამუშავებენ სპერმას (რათა გაიზარდოს სპერმის ნაყოფიერების მაჩვენებელი და შემცირდეს ქალის სხეულის ალერგიული რეაქციის რისკი კონკრეტული სახის ცილაზე) და შეჰყავთ დამუშავებული სპერმა საშვილოსნოს ღრუში.  ამის შემდეგ სპერმატოზოიდები აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოძრაობენ  ფალოპის მილებში, სადაც ოვულაციის შედეგად მომწიფებული კვერცხუჯრედი ხვდება, სპერმატოზოიდი კი კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. ამის შემდეგ, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მოძრაობს მილში, საიდანაც გადადის საშვილოსნოში და მის კედელს ემაგრება. როგორ ტარდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროცედურა? პროცედურა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. პაციენტი მიაკითხავს კლინიკას, სადაც ექიმის სპეციალურად დამუშავებულ სპერმას  მცირე ზომის კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ღრუში ათავსებს. მანიპულაციიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ, პაციენტს შეუძლია სახლში წავიდეს. წარმატების შანსების გასაზრდელად, ექიმი პაციენტს ურჩევს თავი შეიკავოს სქესობრივი აქტისგან ორსულობის დადასტურებამდე. როგორც წესი, ერთ მენსტრუალურ ციკლში 1-3 პროცედურა ტარდება. მანიპულაციის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა. საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ეფექტურობა ამ კონკრეტული დამხმარე მეთოდის გამოყენების დროს წარმატების შანსი საშუალოდ 15-20%-ია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ასაკი და გამოყენებული სპერმის ხარისხი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის მცდელობის ოდენობა საშუალოდ 6-ია, თუმცა საქართველოში ეს მონაცემი 3-4-ს არ აჭარბებს. თუ დროის ამ პერიოდში ორსულობა არ დადგა, ექიმი სხვა სახის დამხმარე მეთოდის გამოყენებას გირჩევთ, მაგალითად, ინ ვიტრო განაყოფიერებას. სტატისტიკის მიხედვით, თუ პროცედურის შემდეგ ორსულობა დგება, თითქმის შემთხვევების  90% -ში ეს არის პირველი სამი მცდელობის შედეგი. 3 წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში,  მომავალი წარმატებული ჩასახვის შანსი მნიშვნელოვნად იკლებს და ამ მეთოდით მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი აღარაა.  ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2023-11-27T12:10:56+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge