საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

რა არის სპერმოგრამა

სპერმოგრამა არის ეაკულატის (სპერმის) ანალიზი, რომელიც აჩვენებს:
  • ფიზიკურ თვისებებს (მოცულობა, ფერი, მჟავიანობა, სიბლანტე, გათხევადების დრო), რომელიც შეიძლება შეფასდეს ვიზუალურად;
  • მიკროსკოპიას (მაგალითად, სპერმის მთლიანი რაოდენობა, სიცოცხლისუნარიანობა, მოძრაობა და სტრუქტურა). ამისათვის სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ მიღებული ბიომასალა მიკროსკოპის ქვეშ მაღალი გადიდებით.

კვლევის აღწერა

სპეციალურ ჭურჭელში შეგროვებული სპერმა რამდენიმე წუთში გადაეცემა ლაბორატორიას, სადაც ტარდება კვლევა.აუცილებელია დაცული და შენარჩუნებული  იყოს გარკვეული ტემპერატურის რეჟიმი, რაც პირდაპირ მოქმედებს შედეგების სიზუსტეზე.
ბიოლოგიური მასალის თვისებების შესასწავლად EFC სპეციალისტები იყენებენ მაღალტექნოლოგიურ აპარატურას, რომ გააუმჯობესონ შედეგების სანდოობა და სიზუსტე.
კვლევის შემდეგ პაციენტს ეძლევა დასკვნა, რომელშიც ასახულია ყველა მაჩვენებელი და აღმოჩენილი დარღვევა. შედეგების ინტერპრეტაციას აკეთებს უროლოგ-ანდროლოგი.

ჩვენი უპირატესობები

  • მასალის სწრაფად გადაეცემა სპეციალისტს კვლევისთვის
  • კომფორტული პირობები ჩასაბარებლათ
  • სანდო კვლევის შედეგი

მომზადება კვლევისთვის

სპერმოგრამის აღებამდე აუცილებელია სწორად მოემზადოთ ანალიზისთვის. ეს მიდგომა თავიდან აგაცილებთ არასწორი შედეგების მიღებას.
საჭიროა  2-7 დღის განმავლობაში (უმჯობრსია 3-5) ინტიმური კონტაქტებისგან თავის შეკავება. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ უნდა:
  • შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება (გარდა აუცილებელისა, რომელიც წინასწარ განიხილება ექიმთან);
  • შეიკავეთ თავი საუნაში და აბანოში წასვლისგან, არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და არ გადახურდეთ მზეზე;
  • არ დაესწროთ ფიზიოთერაპულ პროცედურებს;
  • შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა მინიმუმამდე, თუ მამაკაცი ეწევა;
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, მათ შორის ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებს;
  • შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები, იძინოთ საკმარისად;
  • აარიდეთ თავი მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვას.
  • კლინიკაში ვიზიტის წინ საჭიროა თბილი შხაპის მიღება. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

როგორ ჩააბაროთ სპერმოგრამა

სპერმოგრამის ჩასაბარებლად პაციენტს ელოდება სპეციალურად მომზადებული ოთახი, სადაც ის შეძლებს დაისვენოს და თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.
ბიომასალის შესაგროვებლად მამაკაცს აძლევენ სპეციალურ სტერილურ კონტეინერს , მის შიდა კედლებს არ უნდა შეეხოთ. შეაგროვეთ ეაკულატი მასტურბაციით. ანალიზისთვის საჭიროა ყველა გამოყოფილი სათესლე სითხე.
გენეტიკური მასალა იმავე მომენტში გადაეცემა ჩვენს სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიას.
სპერმოგრამის შედეგების მიღება შეგიძლიათ 1-2 დღეში.

ჩვენებები სპერმოგრამის დასანიშნად

ექიმს შეუძლია დანიშნოს სპერმოგრამა შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ დადგინდა უნაყოფობა, ანუ ორსულობა არ ხდება ერთი წლის განმავლობაში (იმ პირობით, რომ მეუღლეები არიან სექსუალურად აქტიური და არ გამოიყენებენ რაიმე კონტრაცეფციას);
  • ხელოვნური განაყოპიერების პროგრამის მომზადების ეტაპზე;
  • მამაკაცის გენეტიკური მასალის კრიოკონსერვაციისთვის მომზადების ეტაპზე;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგის მიზნით;
  • თუ მამაკაცს აქვს დაავადებები, რომლებმაც  შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, პროსტატიტი ან ვარიკოცელე);
  • სათესლე პარკის დაზიანების შემთხვევაში;
  • ვაზექტომიის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ ოპერაციის შედეგი დადებითია;
  • თუ მამაკაცი გეგმავს გახდეს სპერმის დონორი;
  • მამაკაცის სურვილით.

უკუჩვენებები სპერმოგრამის ჩასატარებლად

იმისათვის ,რომ  კვლევის ზუსტი შედეგები  მივიღოთ, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს თავისი ცხოვრების წესის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ

სპერმოგრამის ნორმები

ნორმალური მაჩვენებლებია:
  • ეაკულატის საერთო რაოდენობა: არანაკლებ 1,5 მლ;
  • სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობა ეაკულატში: 39 მილიონზე მეტი;
  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია 1 მლ ეაკულატში: 15 მილიონზე მეტი;
  • სასქესო უჯრედების მოძრაობა: აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების მინიმუმ 32% ან მოძრავი სპერმატოზოიდების მინიმუმ 40% და უძრავების 60%-მდე;
  • მორფოლოგია: სამაგალითო სტრუქტურა უნდა ჰქონდეს სპერმატოზოიდების 4% ან მეტი;
  • ცოცხალი სასქესო უჯრედების შემცველობა ეაკულატში: 50%-ზე მეტი;
  • ბაქტერიები: არ არსებობს.
გარდა ამისა, სპეციალისტი ადგენს არის თუ არა ლეიკოციტები ნიმუშში. დასაშვებია  ეაკულატში ლეიკოციტების არსებობა 1 მილიონ/მლ-ზე ნაკლები.

ეაკულატი უნდა იყოს თავისუფალი წითელი სისხლის უჯრედებისგან და ჩირქისგან.

ასევე, მოწმდება ისეთი ინდიკატორი, როგორიცაა სასქესო უჯრედების აგლუტინაცია, რაც გულისხმობს მოძრავი გამეტების ერთმანეთთან დამაგრებას. წებოვანი სპერმა უნდა იყოს 3-5%-ზე ნაკლები, ნორმის ფარგლებში საერთოდ არ უნდა იყოს.

შედეგების ინტერპრეტაცია

არ არის რეკომენდებული კვლევის შედეგების საკუთარი ინტერპრეტაცია. ზოგჯერ ცუდი სპერმოგრამა იწვევს სერიოზულ სტრესს, რაც ყოველთვის არ არის გამართლებული.

ხშირად მონაჩვენების დაქვეითება დროებითია. ექიმი დანიშნავს მეორე ანალიზს და კიდევ ერთხელ აგიხსნით დეტალურად რა შეცდომები უნდა იქნას აცილებული თავიდან  მოსამზადებელ ეტაპზე. სპერმოგრამის ჩაბარება დაგჭირდებათ 2 კვირის შემდეგ და 2 თვის შემდეგ. მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასებისას მიღებული შედეგებიდან მხედველობაში მიიღება საუკეთესო.

გარდა ამისა, უროლოგ-ანდროლოგმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევა, რომელიც დაადგენს ნაყოფიერების შემცირების მიზეზებს (მაგალითად, ჰორმონალური და გენეტიკური დარღვევების, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების, ვარიკოცელეს, ჰიდროცელეს დიაგნოსტიკა).

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

რა არის სპერმოგრამა

სპერმოგრამა არის ეაკულატის (სპერმის) ანალიზი, რომელიც აჩვენებს: ფიზიკურ თვისებებს (მოცულობა, ფერი, მჟავიანობა, სიბლანტე, გათხევადების დრო), რომელიც შეიძლება შეფასდეს ვიზუალურად; მიკროსკოპიას (მაგალითად, სპერმის მთლიანი რაოდენობა, სიცოცხლისუნარიანობა, მოძრაობა და სტრუქტურა). ამისათვის სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ მიღებული ბიომასალა მიკროსკოპის ქვეშ მაღალი გადიდებით. კვლევის აღწერა სპეციალურ ჭურჭელში შეგროვებული სპერმა რამდენიმე წუთში გადაეცემა ლაბორატორიას, სადაც ტარდება კვლევა.აუცილებელია დაცული და შენარჩუნებული  იყოს გარკვეული ტემპერატურის რეჟიმი, რაც პირდაპირ მოქმედებს შედეგების სიზუსტეზე. ბიოლოგიური მასალის თვისებების შესასწავლად EFC სპეციალისტები იყენებენ მაღალტექნოლოგიურ აპარატურას, რომ გააუმჯობესონ შედეგების სანდოობა და სიზუსტე. კვლევის შემდეგ პაციენტს ეძლევა დასკვნა, რომელშიც ასახულია ყველა მაჩვენებელი და აღმოჩენილი დარღვევა. შედეგების ინტერპრეტაციას აკეთებს უროლოგ-ანდროლოგი. ჩვენი უპირატესობები მასალის სწრაფად გადაეცემა სპეციალისტს კვლევისთვის კომფორტული პირობები ჩასაბარებლათ სანდო კვლევის შედეგი მომზადება კვლევისთვის სპერმოგრამის აღებამდე აუცილებელია სწორად მოემზადოთ ანალიზისთვის. ეს მიდგომა თავიდან აგაცილებთ არასწორი შედეგების მიღებას. საჭიროა  2-7 დღის განმავლობაში (უმჯობრსია 3-5) ინტიმური კონტაქტებისგან თავის შეკავება. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ უნდა: შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება (გარდა აუცილებელისა, რომელიც წინასწარ განიხილება ექიმთან); შეიკავეთ თავი საუნაში და აბანოში წასვლისგან, არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და არ გადახურდეთ მზეზე; არ დაესწროთ ფიზიოთერაპულ პროცედურებს; შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა მინიმუმამდე, თუ მამაკაცი ეწევა; მოერიდეთ ალკოჰოლს, მათ შორის ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებს; შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები, იძინოთ საკმარისად; აარიდეთ თავი მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვას. კლინიკაში ვიზიტის წინ საჭიროა თბილი შხაპის მიღება. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. როგორ ჩააბაროთ სპერმოგრამა სპერმოგრამის ჩასაბარებლად პაციენტს ელოდება სპეციალურად მომზადებული ოთახი, სადაც ის შეძლებს დაისვენოს და თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. ბიომასალის შესაგროვებლად მამაკაცს აძლევენ სპეციალურ სტერილურ კონტეინერს , მის შიდა კედლებს არ უნდა შეეხოთ. შეაგროვეთ ეაკულატი მასტურბაციით. ანალიზისთვის საჭიროა ყველა გამოყოფილი სათესლე სითხე. გენეტიკური მასალა იმავე მომენტში გადაეცემა ჩვენს სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიას. სპერმოგრამის შედეგების მიღება შეგიძლიათ 1-2 დღეში. ჩვენებები სპერმოგრამის დასანიშნად ექიმს შეუძლია დანიშნოს სპერმოგრამა შემდეგ შემთხვევებში: თუ დადგინდა უნაყოფობა, ანუ ორსულობა არ ხდება ერთი წლის განმავლობაში (იმ პირობით, რომ მეუღლეები არიან სექსუალურად აქტიური და არ გამოიყენებენ რაიმე კონტრაცეფციას); ხელოვნური განაყოპიერების პროგრამის მომზადების ეტაპზე; მამაკაცის გენეტიკური მასალის კრიოკონსერვაციისთვის მომზადების ეტაპზე; მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგის მიზნით; თუ მამაკაცს აქვს დაავადებები, რომლებმაც  შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, პროსტატიტი ან ვარიკოცელე); სათესლე პარკის დაზიანების შემთხვევაში; ვაზექტომიის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ ოპერაციის შედეგი დადებითია; თუ მამაკაცი გეგმავს გახდეს სპერმის დონორი; მამაკაცის სურვილით. უკუჩვენებები სპერმოგრამის ჩასატარებლად იმისათვის ,რომ  კვლევის ზუსტი შედეგები  მივიღოთ, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს თავისი ცხოვრების წესის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ სპერმოგრამის ნორმები ნორმალური მაჩვენებლებია: ეაკულატის საერთო რაოდენობა: არანაკლებ 1,5 მლ; სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობა ეაკულატში: 39 მილიონზე მეტი; სპერმატოზოიდების კონცენტრაცია 1 მლ ეაკულატში: 15 მილიონზე მეტი; სასქესო უჯრედების მოძრაობა: აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების მინიმუმ 32% ან მოძრავი სპერმატოზოიდების მინიმუმ 40% და უძრავების 60%-მდე; მორფოლოგია: სამაგალითო სტრუქტურა უნდა ჰქონდეს სპერმატოზოიდების 4% ან მეტი; ცოცხალი სასქესო უჯრედების შემცველობა ეაკულატში: 50%-ზე მეტი; ბაქტერიები: არ არსებობს. გარდა ამისა, სპეციალისტი ადგენს არის თუ არა ლეიკოციტები ნიმუშში. დასაშვებია  ეაკულატში ლეიკოციტების არსებობა 1 მილიონ/მლ-ზე ნაკლები. ეაკულატი უნდა იყოს თავისუფალი წითელი სისხლის უჯრედებისგან და ჩირქისგან. ასევე, მოწმდება ისეთი ინდიკატორი, როგორიცაა სასქესო უჯრედების აგლუტინაცია, რაც გულისხმობს მოძრავი გამეტების ერთმანეთთან დამაგრებას. წებოვანი სპერმა უნდა იყოს 3-5%-ზე ნაკლები, ნორმის ფარგლებში საერთოდ არ უნდა იყოს. შედეგების ინტერპრეტაცია არ არის რეკომენდებული კვლევის შედეგების საკუთარი ინტერპრეტაცია. ზოგჯერ ცუდი სპერმოგრამა იწვევს სერიოზულ სტრესს, რაც ყოველთვის არ არის გამართლებული. ხშირად მონაჩვენების დაქვეითება დროებითია. ექიმი დანიშნავს მეორე ანალიზს და კიდევ ერთხელ აგიხსნით დეტალურად რა შეცდომები უნდა იქნას აცილებული თავიდან  მოსამზადებელ ეტაპზე. სპერმოგრამის ჩაბარება დაგჭირდებათ 2 კვირის შემდეგ და 2 თვის შემდეგ. მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასებისას მიღებული შედეგებიდან მხედველობაში მიიღება საუკეთესო. გარდა ამისა, უროლოგ-ანდროლოგმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევა, რომელიც დაადგენს ნაყოფიერების შემცირების მიზეზებს (მაგალითად, ჰორმონალური და გენეტიკური დარღვევების, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების, ვარიკოცელეს, ჰიდროცელეს დიაგნოსტიკა). ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2023-12-06T16:18:37+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge