საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აქ განვიხილავთ სუროგაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობას სხვადასხვა ქვეყანაში. 

სუროგაცია ნორვეგიაში, შვედეთსა და საფრანგეთში აკრძალულია. სუროგაცია ასევე აკრძალულია გერმანიაში. კანონის დამრღვევებს მნიშვნელოვანი ოდენობის ჯარიმა და სამი წლის ვადამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

სუროგაცია აკრძალულია იტალიაშიც. იტალიაში გასულ წელს მიღებული კანონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული კანონია ევროპის მასშტაბით. ის კრძალავს კვერცხუჯრედის და სპერმის დონაციას, კრიოკონსერვაციას და სუროგატ დედობას. რომის კათოლიკური ეკლესია ეწინააღმდეგება ყველა სახის დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას. უნაყოფო იტალიელი წყვილები ერთვებიან იმ ქვეყნის სუროგაციის პროგრამებში, სადაც სუროგაცია კანონიერია. 

პოლონეთში სუროგაცია, როგორც უნაყოფობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, აკრძალულია. ერთის მხრივ პოლონური საზოგადოება მხარს უჭერს სუროგაციას, როცა მშობლებთან გენეტიკურად დაკავშირებული ბავშვის სუროგატი დედის გამოყენებით გაჩენას ეხება საქმე. ამ შემთხვევაში სუროგაცია დაქორწინებულ წყვილებს შორის  უნაყოფობის დაძლევის გზად განიხილება. მეორეს მხრივ,  პოლონეთის კათოლიკური ეკლესია ეწინააღმდეგება სუროგატ დედობას. პოლონეთის მთავრობას და პარლამენტს არაცალსახა პოზიცია აქვს და ცდილობენ რომის ეკლესიის ოფიციალურ პოზიციასა და საზოგადოებრივ აზრს შორის ბალანსი იპოვონ, რის გამოც სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება ჭიანურდება.  

2002 წლიდან სუროგაცია აკრძალულია ესტონეთში. ესტონეთის კანონმდებლობა სჯის როგორც სუროგატ დედას, ისე ექიმს, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებას ატარებს. 

სუროგაცია ბელგიაში, საბერძნეთში, ირლანდიაში, ჩეხეთში არ რეგულირდება კანონით.

ფინეთში ხელმისაწვდომია სუროგატი დედის მომსახურება. სუროგაცია არ არის აკრძალული და ამავდროულად არ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

სუროგაცია გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, ისრაელში კანონიერია, მაგრამ სუროგატ დედასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ნებართვა უნდა გასცეს სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც მოიაზრებს სოციალურ მუშაკებს, ექიმებს და სასულიერო პირებს. სუროგატ დედას უნდა ჰქონდეს მარტოხელა დედის სტატუსი.

სუროგაცია ნიდერლანდებში, ესპანეთსა და კანადაში ნებადართულია.

სხვადასხვა სახის ART მეთოდი გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, სუროგაცია უნაყოფობის მკურნალობის პოპულარული მეთოდია ინდოეთსა და უკრაინაში. სუროგაცია საქართველოშიც არანაკლებ პოპულარულია. ჩვენი უპირატესობაა თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ხარისხი და მომსახურების ღირებულება.

სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აქ განვიხილავთ სუროგაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობას სხვადასხვა ქვეყანაში.  სუროგაცია ნორვეგიაში, შვედეთსა და საფრანგეთში აკრძალულია. სუროგაცია ასევე აკრძალულია გერმანიაში. კანონის დამრღვევებს მნიშვნელოვანი ოდენობის ჯარიმა და სამი წლის ვადამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  სუროგაცია აკრძალულია იტალიაშიც. იტალიაში გასულ წელს მიღებული კანონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული კანონია ევროპის მასშტაბით. ის კრძალავს კვერცხუჯრედის და სპერმის დონაციას, კრიოკონსერვაციას და სუროგატ დედობას. რომის კათოლიკური ეკლესია ეწინააღმდეგება ყველა სახის დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას. უნაყოფო იტალიელი წყვილები ერთვებიან იმ ქვეყნის სუროგაციის პროგრამებში, სადაც სუროგაცია კანონიერია.  პოლონეთში სუროგაცია, როგორც უნაყოფობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, აკრძალულია. ერთის მხრივ პოლონური საზოგადოება მხარს უჭერს სუროგაციას, როცა მშობლებთან გენეტიკურად დაკავშირებული ბავშვის სუროგატი დედის გამოყენებით გაჩენას ეხება საქმე. ამ შემთხვევაში სუროგაცია დაქორწინებულ წყვილებს შორის  უნაყოფობის დაძლევის გზად განიხილება. მეორეს მხრივ,  პოლონეთის კათოლიკური ეკლესია ეწინააღმდეგება სუროგატ დედობას. პოლონეთის მთავრობას და პარლამენტს არაცალსახა პოზიცია აქვს და ცდილობენ რომის ეკლესიის ოფიციალურ პოზიციასა და საზოგადოებრივ აზრს შორის ბალანსი იპოვონ, რის გამოც სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება ჭიანურდება.   2002 წლიდან სუროგაცია აკრძალულია ესტონეთში. ესტონეთის კანონმდებლობა სჯის როგორც სუროგატ დედას, ისე ექიმს, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებას ატარებს.  სუროგაცია ბელგიაში, საბერძნეთში, ირლანდიაში, ჩეხეთში არ რეგულირდება კანონით. ფინეთში ხელმისაწვდომია სუროგატი დედის მომსახურება. სუროგაცია არ არის აკრძალული და ამავდროულად არ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. სუროგაცია გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, ისრაელში კანონიერია, მაგრამ სუროგატ დედასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ნებართვა უნდა გასცეს სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც მოიაზრებს სოციალურ მუშაკებს, ექიმებს და სასულიერო პირებს. სუროგატ დედას უნდა ჰქონდეს მარტოხელა დედის სტატუსი. სუროგაცია ნიდერლანდებში, ესპანეთსა და კანადაში ნებადართულია. სხვადასხვა სახის ART მეთოდი გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, სუროგაცია უნაყოფობის მკურნალობის პოპულარული მეთოდია ინდოეთსა და უკრაინაში. სუროგაცია საქართველოშიც არანაკლებ პოპულარულია. ჩვენი უპირატესობაა თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ხარისხი და მომსახურების ღირებულება.

2023-12-22T11:19:16+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge