ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF) წინასწარ მომზადებას მოითხოვს. პირველ ეტაპზე მთავარი საკითხია საკვერცხის რეზერვის შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტი აფასებს, როგორი რეაქცია ექნება საკვერცხეებს ოვულაციის სტიმულირებისას.
საკვერცხის რეზერვის შეფასება ხდება შემდეგი გზებით:
FSH-ის და ინჰიბინ B შემცველობის დადგენა სისხლში;
ანტრალური ფოლიკულების შეფასება მენსტრუალური ციკლის დასაწყისში.
ორსულობის დადგენის შანსი მცირდება, თუ FSH დონე ნორმაზე მაღალია.
ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადება ასევე გულისხმობს საშვილოსნოს პათოლოგიების მკურნალობას, როგორიცაა პოლიპების და სინექიის მკურნალობა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს IVF-ის წარმატების შანსზე, არის ჰიდროსალპინქსი, იგივე სითხე, რომელიც გროვდება ფალოპის მილებში ანთებითი პროცესის გამო. სითხე ემბრიოტოქსიურია და ხელს უშლის დაორსულებას. ასეთ შემთხვევაში მილი უნდა ამოიღოთ.
ინ ვიტრო პროცედურის დაწყებამდე კაცმა უნდა ჩაიტაროს სპერმოგრამა, იგივე სპერმის ანალიზი. თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არაა, უნდა განიხილოთ სპეციალისტთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს შედეგების გასაუმჯობესებლად. ზოგიერთ შემთხვევაში რეპროდუქტოლოგები გენეტიკურ გამოკვლევას გირჩევენ.
რაც შეეხება აუცილებელ გამოკვლევებს და ანალიზებს, ესენია: აივ ინფექციაზე გამოკვლევა, B და C ჰეპატიტებზე ანალიზი, სიფილისი, წითელას ანტისხეულები და ნაცხის ანალიზი. ზოგ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ჰორმონალური ფონის განმსაზღვრელი ანალიზები. მხოლოდ ყოვლისმომცველი გამოკვლევებით შეიძლება დადგინდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, რაც ეფექტური და წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების საწინდარი გახდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ IVF-ის ჩატარებამდე?
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თამბაქოს მოწევის შეწყვეტა. სიგარეტის კვამლი, მისი ტოქსიკურობის გამო გავლენას ახდენს კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების მორფოლოგიურ თვისებებზე.
უნდა შეწყვიტოთ იმ მედიკამენტების მიღება, რომლებიც ექიმს არ გამოუწერია. ზოგმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს IVF პროცედურის შედეგზე.
არანაირი ნარკოტიკი! ნარკოტიკი ხელს უშლის ორსულობის დადგომას, რადგან გავლენას ახდენენ ქალისა და მამაკაცის ნაყოფიერებაზე. ორსულობის დროს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ძალიან საშიშია თქვენი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
ჭარბი წონა გავლენას ახდენს ჩასახვაზე. წონა ანელებს საკვერცხის რეაქციას ოვულაციის სტიმულირებაზე. სწორი კვება დაგეხმარებათ წონის რეგულირებაში.
ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სპერმატოზოიდების რაოდენობასა და მოძრაობაზე. ალკოჰოლი კიდევ უფრო საზიანოა ქალის ჯანმრთელობისთვის: ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია ნაყოფისთვის. თუ ქალი ორსულობის ადრეულ პერიოდში მოიხმარს ალკოჰოლს, არსებობს ნაყოფზე პათოლოგიების განვითარების რისკი. IVF პროცედურის დროს წყვილს კატეგორიულად ურჩევენ თავი შეიკავონ ალკოჰოლის მოხმარებისგან.
რეკომენდაციები
ფოლიუმის მჟავა ამცირებს ნერვული მილის მალფორმაციების რისკს. ამიტომ 400 გრ. ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღოთ ყოველდღე სამი თვის განმავლობაში ჩასახვამდე და მის შემდეგ.
აიცერით წითურას საწინააღმდეგო ვაქცინით, თუ მის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ გაქვთ. თუ ქალს ფეხმძიმობისას წითურას ინფექცია დაემართება, შესაძლოა ამან ნაყოფის პათოლოგიები გამოიწვიოს.
ივარჯიშეთ ყოველდღიურად 20-30 წუთის მანძილზე და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.
აცნობეთ ექიმს ქრონიკული დაავადებების შესახებ, რათა შეძლოს, IVF პროცედურა თქვენს ჯანმრთელობას მიუსადაგოს.

##$universal_information_block?
&IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg`
&TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?`
&BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი`
&BTN_LINK=`record_appointment`
&BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##