საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ჩვენი აღჭურვილობა

რადგან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება, ბევრი კომპანია აწარმოებს ფართო სპექტრის სპეციალურ აღჭურვილობას ინ ვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად. გაგაცნობთ რამდენიმე სახის მოწყობილობას, რომელიც ჩვენს ლაბორატორიაშია წარმოდგენილი. 

  • ინ ვიტრო განაყოფიერების მანიპულაციის ადგილი

კვერცხუჯრედსა და ემბრიონზე მანიპულაცია ტარდება  ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის შექმნილ სპეციალურ სამუშაო სადგურზე, რაც კვერცხუჯრედსა და ემბრიონს გარეგანი ზეგავლენისგან იცავს და სამუშაო ზედაპირზე ადეკვატურ ტემპერატურას ინარჩუნებს.  European Fertility Clinic იყენებს ჰოლანდიური მწარმოებლის K-Systems-ის აღჭურვილობას: 

მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტი უზრუნველყოფს ბიოლოგიური მასალის ადეკვატურ შენახვას. ასეთი სახის კაბინეტი მოიცავს დიდ სამუშაო სივრცეს, სკამს, მიკროსკოპს, რათა ემბრიოლოგმა კვერცხუჯრედსა და ემბრიონზე მანიპულაცია წარმატებით შეძლოს.  უსაფრთხოების კაბინეტში მუშაობისას ემბრიოლოგი ირჩევს კვერცხუჯრედს და მას "სატესტო მილში" სპერმატოზოიდით ანაყოფიერებს. იმის მიუხედავად, რომ ამ სივრცეში ბიოლოგიური მასალა დაცულია, სასურველია, რომ მანიპულაცია დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან კვერცხუჯრედი და ემბრიონი საუკეთესოდ მისთვის სპეციალურად შექმნილ გარემოში, ინკუბატორში, ინახება.

  • ინკუბატორი

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მიღებული ემბრიონის ხარისხი დამოკიდებულია ემბრიონის კულტივირებაზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ინკუბატორის მუშაობაზე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს. 

ინკუბატორი ქმნის ემბრიონისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც   დედის მუცელში მყოფი ნაყოფის გარემოს იდენტურია. ძალიან მნიშვნელოვანია, ინკუბატორის გარემოს სწორად შენარჩუნება, აირის პროცენტულობის ან ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი, შესაძლოა ემბრიონის განვითარება დააზიანოს. ინკუბატორში ჰაერი მუდმივად დატენიანებულია. შემომავალი ჰაერი კი რამდენიმე ეტაპად მუშავდება. აირის და ტემპერატურის გარდა ემბრიონის განვითარებაზე სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ინკუბატორში სათანადო პირობები უწყვეტად იყოს დაცული. რაც უფრო ხშირად ტარდება მანიპულაცია ემბრიონსა და ინკუბატორზე, ნაკლებად სტაბილურია გარემო კამერის შიგნით.  European Fertility Clinic-ის ლაბორატორია აღჭურვილია სპეციალური ინკუბატორით, რომელიც სწრაფად ახდენს ემბრიონისთვის ხელსაყრელი გარემოს აღდგენას, რაც ემბრიონის განვითარების პროცესს ხელს უწყობს. 

European Fertility Clinic ფლობს ყველა ფართოდ გამოყენებულ ინკუბატორს, რომელიც სხვადასხვა რეჟიმის დახმარებით აუცილებელ პირობებს ქმნის ემბრიონის განვითარებისთვის . ემბრიოლოგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა იმ ინსტრუმენტს ფლობდეს, რაც აუცილებელია ემბრიონის განვითარების თითოეულ ეტაპზე. 

  • მიკროსკოპი და სხვა ინსტრუმენტები

ფუნდამენტური და მთავარი ტექნიკა, რომელსაც რეპროდუქტოლოგები იყენებენ არის ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI) ამ პროცედურის ჩატარება მაშინაა რეკომენდებული, თუ სპერმის ნაყოფიერება შემცირებულია და ემბრიოლოგი დარწმუნებული არ არის, რომ კვერცხუჯრედები წარმატებით განაყოფიერდება. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის ტექნიკას შეუძლია, წარმატებული შედეგი უზრუნველყოს. პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად, აუცილებელია, გქონდეთ მაღალი კლასის მიკროსკოპი და მანიპულაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. დადებითი შედეგი დიდწილად დამოკიდებულია აღჭურვილობის ხარისხზე, რომლითაც მანიპულაცია მაღალი სიზუსტით და ეფექტურობით ტარდება. European Fertility Clinic იაპონური მწარმოებლის Narishige და Olympus-ის მიერ წარმოებულ სპეციალურ მიკროსკოპს იყენებს. მიკროსკოპი აღჭურვილია ყველა საჭირო დეტალით, რაც ინკუბატორის გარეთ მყოფი ემბრიონისთვის საჭირო პირობების შექმნას უზრუნველყოფს. მიკროსკოპი ასევე აღჭურვილია ლაზერით, რაც წარმატებულ "ჰეჩინგს" და პრენატალურ გენეტიკურ დიაგნოსტირებას უწყობს ხელს. 

  • კრიოკონსერვაციის სისტემები

რეპროდუქციული მედიცინის თანამედროვე ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკა ბიოლოგიური მასალის კრიოკონსერვაციაა. ეს ტექნიკა რეპროდუქტოლოგებს და ემბრიოლოგებს  საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის მანიპულაცია ჩაატარონ, მაგალითად,  თუ სამედიცინო გართულებებმა იჩინეს თავი, გადაავადონ ემბრიონის გადატანა, ან გაზარდონ ორსულობის შანსი ჰორმონალური თერაპიის შედეგად და შეინახონ დარჩენილი ემბრიონები მომავალი მცდელობისთვის. შესაძლებელია სპერმის კრიოკონსერვაცია ან ონკოლოგიური დაავადების მქონე პარტნიორების ბიოლოგიური მასალის კრიოკონსერვაცია ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებამდე. 

ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს შევთავაზოთ ეს სერვისები, რადგან ლაბორატორიას აქვს სპეციალური განყოფილება კრიოკონსერვაციისთვის. ეს განყოფილება აღჭურვილია ამერიკული კომპანიის TaylorWharton-ის კრიოკონსერვაციის სისტემით. სისტემა ივსება თხევადი აზოტით, სადაც მუდმივად კონტროლდება აზოტის დონე და გათვალისწინებულია კრიოკონსერვაციისთვის შერჩეული ბიოლოგიური მასალის ტიპი. ყველა სახის ბიოლოგიური მასალა არ გამოდგება კრიოკონსერვაციისთვის, როგორც წესი ემბრიოლოგები სპერმატოზოიდებს და ემბრიონებს ყინავენ. სამწუხაროდ, კვერცხუჯრედი ნაკლებად ექვემდებარება კრიოკონსერვაციას, ამიტომ უმჯობესია კვერცხუჯრედის განაყოფიერება და განაყოფიერებული ემბრიონის კრიოკონსერვაცია. 

არსებობს სხვადასხვა სახის კრიოკონსერვაცია. კრიოკონსერვაცია არის უჯრედული ქსოვილის ჩანაცვლება სპეციალური ქსოვილით, რომელსაც „კრიოპროტექტორები“ ეწოდება, რის შედეგადაც ემბრიონი და სპერმატოზოიდები იყინება. არსებობს კრიოკონსერვაციის სხვადასხვა ტექნიკა. ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული ტექნიკა არის პროგრამული კრიოკონსერვაცია. კომპიუტერულად კონტროლირებად სპეციალურ მილში კრიოკონსერვაციის პროცედურა რამდენიმე ეტაპად ტარდება. ვიტრიფიკაციის მეთოდის განვითარებით ბევრმა ემბრიოლოგმა მიაღწია კარგ შედეგს. ამ ტექნიკის ერთადერთი ნეგატიური ასპექტი, მისი ღირებულებაა. ამჟამად ჩვენს სამედიცინო ცენტრში კრიოკონსერვაციის ყველა პროცედურა ვიტრიფიკაციის ტექნიკის გამოყენებით ტარდება. ამ ტექნიკის და მასში გამოყენებული მასალების მაღალი ღირებულების გამო , ზოგიერთი კლინიკა თავად ქმნის მედიას კრიოკონსერვაციისთვის. თუმცა ჩვენი კლინიკის მიდგომა უცვლელია, ჩვენ მხოლოდ სერტიფიცირებულ საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც იაპონური კომპანია Kitazato აწარმოებს. კრიოკონსერვაციის გზით შენახულ უჯრედებს განაყოფიერებისთვის აუცილებელი ყველა უნარი შენარჩუნებული აქვთ. 

ჩვენი აღჭურვილობა

რადგან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება, ბევრი კომპანია აწარმოებს ფართო სპექტრის სპეციალურ აღჭურვილობას ინ ვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად. გაგაცნობთ რამდენიმე სახის მოწყობილობას, რომელიც ჩვენს ლაბორატორიაშია წარმოდგენილი.  ინ ვიტრო განაყოფიერების მანიპულაციის ადგილი კვერცხუჯრედსა და ემბრიონზე მანიპულაცია ტარდება  ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის შექმნილ სპეციალურ სამუშაო სადგურზე, რაც კვერცხუჯრედსა და ემბრიონს გარეგანი ზეგავლენისგან იცავს და სამუშაო ზედაპირზე ადეკვატურ ტემპერატურას ინარჩუნებს.  European Fertility Clinic იყენებს ჰოლანდიური მწარმოებლის K-Systems-ის აღჭურვილობას:  მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტი უზრუნველყოფს ბიოლოგიური მასალის ადეკვატურ შენახვას. ასეთი სახის კაბინეტი მოიცავს დიდ სამუშაო სივრცეს, სკამს, მიკროსკოპს, რათა ემბრიოლოგმა კვერცხუჯრედსა და ემბრიონზე მანიპულაცია წარმატებით შეძლოს.  უსაფრთხოების კაბინეტში მუშაობისას ემბრიოლოგი ირჩევს კვერცხუჯრედს და მას "სატესტო მილში" სპერმატოზოიდით ანაყოფიერებს. იმის მიუხედავად, რომ ამ სივრცეში ბიოლოგიური მასალა დაცულია, სასურველია, რომ მანიპულაცია დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან კვერცხუჯრედი და ემბრიონი საუკეთესოდ მისთვის სპეციალურად შექმნილ გარემოში, ინკუბატორში, ინახება. ინკუბატორი ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მიღებული ემბრიონის ხარისხი დამოკიდებულია ემბრიონის კულტივირებაზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ინკუბატორის მუშაობაზე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს.  ინკუბატორი ქმნის ემბრიონისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც   დედის მუცელში მყოფი ნაყოფის გარემოს იდენტურია. ძალიან მნიშვნელოვანია, ინკუბატორის გარემოს სწორად შენარჩუნება, აირის პროცენტულობის ან ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი, შესაძლოა ემბრიონის განვითარება დააზიანოს. ინკუბატორში ჰაერი მუდმივად დატენიანებულია. შემომავალი ჰაერი კი რამდენიმე ეტაპად მუშავდება. აირის და ტემპერატურის გარდა ემბრიონის განვითარებაზე სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ინკუბატორში სათანადო პირობები უწყვეტად იყოს დაცული. რაც უფრო ხშირად ტარდება მანიპულაცია ემბრიონსა და ინკუბატორზე, ნაკლებად სტაბილურია გარემო კამერის შიგნით.  European Fertility Clinic-ის ლაბორატორია აღჭურვილია სპეციალური ინკუბატორით, რომელიც სწრაფად ახდენს ემბრიონისთვის ხელსაყრელი გარემოს აღდგენას, რაც ემბრიონის განვითარების პროცესს ხელს უწყობს.  European Fertility Clinic ფლობს ყველა ფართოდ გამოყენებულ ინკუბატორს, რომელიც სხვადასხვა რეჟიმის დახმარებით აუცილებელ პირობებს ქმნის ემბრიონის განვითარებისთვის . ემბრიოლოგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა იმ ინსტრუმენტს ფლობდეს, რაც აუცილებელია ემბრიონის განვითარების თითოეულ ეტაპზე.  მიკროსკოპი და სხვა ინსტრუმენტები ფუნდამენტური და მთავარი ტექნიკა, რომელსაც რეპროდუქტოლოგები იყენებენ არის ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI) ამ პროცედურის ჩატარება მაშინაა რეკომენდებული, თუ სპერმის ნაყოფიერება შემცირებულია და ემბრიოლოგი დარწმუნებული არ არის, რომ კვერცხუჯრედები წარმატებით განაყოფიერდება. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის ტექნიკას შეუძლია, წარმატებული შედეგი უზრუნველყოს. პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად, აუცილებელია, გქონდეთ მაღალი კლასის მიკროსკოპი და მანიპულაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. დადებითი შედეგი დიდწილად დამოკიდებულია აღჭურვილობის ხარისხზე, რომლითაც მანიპულაცია მაღალი სიზუსტით და ეფექტურობით ტარდება. European Fertility Clinic იაპონური მწარმოებლის Narishige და Olympus-ის მიერ წარმოებულ სპეციალურ მიკროსკოპს იყენებს. მიკროსკოპი აღჭურვილია ყველა საჭირო დეტალით, რაც ინკუბატორის გარეთ მყოფი ემბრიონისთვის საჭირო პირობების შექმნას უზრუნველყოფს. მიკროსკოპი ასევე აღჭურვილია ლაზერით, რაც წარმატებულ "ჰეჩინგს" და პრენატალურ გენეტიკურ დიაგნოსტირებას უწყობს ხელს.  კრიოკონსერვაციის სისტემები რეპროდუქციული მედიცინის თანამედროვე ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკა ბიოლოგიური მასალის კრიოკონსერვაციაა. ეს ტექნიკა რეპროდუქტოლოგებს და ემბრიოლოგებს  საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის მანიპულაცია ჩაატარონ, მაგალითად,  თუ სამედიცინო გართულებებმა იჩინეს თავი, გადაავადონ ემბრიონის გადატანა, ან გაზარდონ ორსულობის შანსი ჰორმონალური თერაპიის შედეგად და შეინახონ დარჩენილი ემბრიონები მომავალი მცდელობისთვის. შესაძლებელია სპერმის კრიოკონსერვაცია ან ონკოლოგიური დაავადების მქონე პარტნიორების ბიოლოგიური მასალის კრიოკონსერვაცია ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებამდე.  ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს შევთავაზოთ ეს სერვისები, რადგან ლაბორატორიას აქვს სპეციალური განყოფილება კრიოკონსერვაციისთვის. ეს განყოფილება აღჭურვილია ამერიკული კომპანიის TaylorWharton-ის კრიოკონსერვაციის სისტემით. სისტემა ივსება თხევადი აზოტით, სადაც მუდმივად კონტროლდება აზოტის დონე და გათვალისწინებულია კრიოკონსერვაციისთვის შერჩეული ბიოლოგიური მასალის ტიპი. ყველა სახის ბიოლოგიური მასალა არ გამოდგება კრიოკონსერვაციისთვის, როგორც წესი ემბრიოლოგები სპერმატოზოიდებს და ემბრიონებს ყინავენ. სამწუხაროდ, კვერცხუჯრედი ნაკლებად ექვემდებარება კრიოკონსერვაციას, ამიტომ უმჯობესია კვერცხუჯრედის განაყოფიერება და განაყოფიერებული ემბრიონის კრიოკონსერვაცია.  არსებობს სხვადასხვა სახის კრიოკონსერვაცია. კრიოკონსერვაცია არის უჯრედული ქსოვილის ჩანაცვლება სპეციალური ქსოვილით, რომელსაც „კრიოპროტექტორები“ ეწოდება, რის შედეგადაც ემბრიონი და სპერმატოზოიდები იყინება. არსებობს კრიოკონსერვაციის სხვადასხვა ტექნიკა. ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული ტექნიკა არის პროგრამული კრიოკონსერვაცია. კომპიუტერულად კონტროლირებად სპეციალურ მილში კრიოკონსერვაციის პროცედურა რამდენიმე ეტაპად ტარდება. ვიტრიფიკაციის მეთოდის განვითარებით ბევრმა ემბრიოლოგმა მიაღწია კარგ შედეგს. ამ ტექნიკის ერთადერთი ნეგატიური ასპექტი, მისი ღირებულებაა. ამჟამად ჩვენს სამედიცინო ცენტრში კრიოკონსერვაციის ყველა პროცედურა ვიტრიფიკაციის ტექნიკის გამოყენებით ტარდება. ამ ტექნიკის და მასში გამოყენებული მასალების მაღალი ღირებულების გამო , ზოგიერთი კლინიკა თავად ქმნის მედიას კრიოკონსერვაციისთვის. თუმცა ჩვენი კლინიკის მიდგომა უცვლელია, ჩვენ მხოლოდ სერტიფიცირებულ საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც იაპონური კომპანია Kitazato აწარმოებს. კრიოკონსერვაციის გზით შენახულ უჯრედებს განაყოფიერებისთვის აუცილებელი ყველა უნარი შენარჩუნებული აქვთ. 

2023-12-22T11:51:35+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge