საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

გახდე სუროგატი დედა

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ სუროგატი დედა გახდეთ 

European Fertility Clinic სუროგაციის პროცედურის დროს  ყოვლისმომცველი მხარდაჭერით უზრუნველგყოფთ. თუ გსურთ სუროგატი დედა გახდეთ და უნაყოფო წყვილებს ოცნების ასრულებაში დაეხმაროთ, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. კლინიკა უზრუნველგყოფთ იურიდიული მხარდაჭერით პროგრამის ყველა ეტაპზე და ასევე მიიღებთ სამართლიან ანაზღაურებას. 

სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც უნაყოფობის დაძლევას ყველაზე რთულ შემთხვევებში უზრუნველყოფს (მაგალითად, თუ პაციენტს აღარ აქვს საშვილოსნო ან დეფორმირებული საშვილოსნო აქვს)

ფაქტები სუროგაციის შესახებ

  1. უნაყოფობის 100 000 შემთხვევიდან 3.5 ბავშვი იბადება სუროგაციის გზით
  2. სუროგატი დედების 40% კიდევ ერთხელ ხდება სუროგატი დედა
  3. სუროგაციის არსებობის 36 წლის მანძილზე ამ მეთოდით 5 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა

საქართველოში პროცედურა რეგულირებულია სხვადასხვა კანონით და საკანონმდებლო აქტით. სუროგაციის სამედიცინო ასპექტი რეგულირდება სპეციალური ბრძანებით, რომელიც მოიცავს მეთოდის გამოყენების ჩვენების და უკუჩვენების სრულ ჩამონათვალს. ბრძანება ასევე მოიცავს ბიოლოგიური მშობლების და სუროგატი დედის მიერ ჩასატარებელი გამოკვლევების ჩამონათვალს.

 სუროგატი დედობისთვის აუცილებელი მოთხოვნები

ქალი, რომელიც აპირებს სუროგატი დედა გახდეს, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის:

  • უნდა იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, რაც პროფესიონალისგან უნდა დადასტურდეს; 
  • არ უნდა ჰქონდეს მავნე ჩვევები;
  • უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი ბიოლოგიური შვილი (გამოირიცხება საკეისრო კვეთით გაჩენის შემთხვევები, თუ საკეისრო კვეთიდან გასული არ არის 3 წელი)ინფორმაცია, რომელსაც სუროგატი დედა უზიარებს კლინიკას, ასევე გულისხმობს შემდეგი სახის ინფორმაციის გაზიარებასაც: 
  • ყველაზე პატარა შვილის დაბადების თარიღი და ძუძუთი კვების ხანგრძლივობა; 
  • საშვილოსნოს გარე ორსულობის ისტორია;
  • სპონტანური და მიზანმიმართული აბორტი;
  • სუროგაციის და დონაციის პროგრამებში მონაწილეობის ისტორია; 
  • სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი
სუროგაციის პროცედურის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია  ქალის მოტივაცია და დამოკიდებულება, შესაბამისად, კანდიდატები წინასწარ გადიან გასაუბრებას პროფესიონალ ფსიქოლოგებთან.

სუროგაციის პროგრამაში თქვენი მონაწილეობა იწყება ფრაზით: "მე მინდა, რომ სუროგატი დედა გავხდე". მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ პროგრამა არამხოლოდ ბავშვის ტარებას, მოსამზადებელ პერიოდსაც მოიაზრებს. კერძოდ, თქვე ჩაგიტარდებათ ყოვლისმომცველი გამოკვლევები, რაც, როგორც წესი, ერთიდან ორ თვემდე პერიოდს მოიცავს. შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, სუროგაცია უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც უკიდურესად რთულ ვითარებაში არიან. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ოცნების ასრულებაში.

სუროგატი დედების კომპენსაცია

ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გულდასმით შედგენილი ხელშეკრულება უზრუნველყოფს სუროგატი დედის ინტერესების დაცვას და მასში გათვალისწინებულია პროგრამის თითოეული ნიუანსი. დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს შეთანხმების დეტალებს, მათ შორის სრულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ კომპენსაციას. კომპენსაციის ოდენობა ფიქსირებულია და შეცვლას აღარ ექვემდებარება კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ. 

ჩვენ უზრუნველგყოფთ კომფორტული საცხოვრებელი პირობებით და სრულფასოვანი ზრუნვით. კურატორი, რომელსაც სუროგატი დედა ჩვენს კლინიკაში პირველი ვიზიტის დროს შეხვდება, ყოველთვის უპასუხებს სუროგატი დედის ყველა შეკითხვას და გაუწევს საჭირო დახმარებას პროგრამის მიმდინარეობისას. 

პირველადი გამოკვლევების, ისევე როგორც შემდგომი კვლევების, ექიმთან კონსულტაციების, ორსულობის მართვის და სუროგატი დედის სამშობიაროში ყოფნის ხარჯები არ არის სუროგატი დედის პასუხისმგებლობა, როგორც ეს ხელშეკრულებაშიც წერია.

სუროგატ დედას ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ჩვენს კლინიკაში აკვირდებიან გამოცდილი ექიმები, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია თბილისში.

მშობიარობა ტარდება ჩვენს კონტრაქტორთან, რომელიც საუკეთესოა. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებთ და ბავშვისა და სუროგატი დედის ჯანმრთელობა საუკეთესო მდგომარეობაში იქნება. 

თუ სუროგატ დედობას გეგმავთ, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი და დაგვიტოვოთ მოთხოვნა თქვენთან დაკავშირების შესახებ. European Fertility Clinic-ის სპეციალისტების მალე დაგიკავშირდებიან. 

icon
საქართველოში სუროგაციის პროგრამების შესახებ მიიღეთ დეტალური ინფორმაცია და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე


გახდე სუროგატი დედა

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ სუროგატი დედა გახდეთ  European Fertility Clinic სუროგაციის პროცედურის დროს  ყოვლისმომცველი მხარდაჭერით უზრუნველგყოფთ. თუ გსურთ სუროგატი დედა გახდეთ და უნაყოფო წყვილებს ოცნების ასრულებაში დაეხმაროთ, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. კლინიკა უზრუნველგყოფთ იურიდიული მხარდაჭერით პროგრამის ყველა ეტაპზე და ასევე მიიღებთ სამართლიან ანაზღაურებას.  სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც უნაყოფობის დაძლევას ყველაზე რთულ შემთხვევებში უზრუნველყოფს (მაგალითად, თუ პაციენტს აღარ აქვს საშვილოსნო ან დეფორმირებული საშვილოსნო აქვს) ფაქტები სუროგაციის შესახებ უნაყოფობის 100 000 შემთხვევიდან 3.5 ბავშვი იბადება სუროგაციის გზით სუროგატი დედების 40% კიდევ ერთხელ ხდება სუროგატი დედა სუროგაციის არსებობის 36 წლის მანძილზე ამ მეთოდით 5 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა საქართველოში პროცედურა რეგულირებულია სხვადასხვა კანონით და საკანონმდებლო აქტით. სუროგაციის სამედიცინო ასპექტი რეგულირდება სპეციალური ბრძანებით, რომელიც მოიცავს მეთოდის გამოყენების ჩვენების და უკუჩვენების სრულ ჩამონათვალს. ბრძანება ასევე მოიცავს ბიოლოგიური მშობლების და სუროგატი დედის მიერ ჩასატარებელი გამოკვლევების ჩამონათვალს.  სუროგატი დედობისთვის აუცილებელი მოთხოვნები ქალი, რომელიც აპირებს სუროგატი დედა გახდეს, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის: უნდა იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, რაც პროფესიონალისგან უნდა დადასტურდეს;  არ უნდა ჰქონდეს მავნე ჩვევები; უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი ბიოლოგიური შვილი (გამოირიცხება საკეისრო კვეთით გაჩენის შემთხვევები, თუ საკეისრო კვეთიდან გასული არ არის 3 წელი)ინფორმაცია, რომელსაც სუროგატი დედა უზიარებს კლინიკას, ასევე გულისხმობს შემდეგი სახის ინფორმაციის გაზიარებასაც:  ყველაზე პატარა შვილის დაბადების თარიღი და ძუძუთი კვების ხანგრძლივობა;  საშვილოსნოს გარე ორსულობის ისტორია; სპონტანური და მიზანმიმართული აბორტი; სუროგაციის და დონაციის პროგრამებში მონაწილეობის ისტორია;  სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი სუროგაციის პროცედურის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია  ქალის მოტივაცია და დამოკიდებულება, შესაბამისად, კანდიდატები წინასწარ გადიან გასაუბრებას პროფესიონალ ფსიქოლოგებთან. სუროგაციის პროგრამაში თქვენი მონაწილეობა იწყება ფრაზით: "მე მინდა, რომ სუროგატი დედა გავხდე". მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ პროგრამა არამხოლოდ ბავშვის ტარებას, მოსამზადებელ პერიოდსაც მოიაზრებს. კერძოდ, თქვე ჩაგიტარდებათ ყოვლისმომცველი გამოკვლევები, რაც, როგორც წესი, ერთიდან ორ თვემდე პერიოდს მოიცავს. შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, სუროგაცია უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც უკიდურესად რთულ ვითარებაში არიან. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ოცნების ასრულებაში. სუროგატი დედების კომპენსაცია ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გულდასმით შედგენილი ხელშეკრულება უზრუნველყოფს სუროგატი დედის ინტერესების დაცვას და მასში გათვალისწინებულია პროგრამის თითოეული ნიუანსი. დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს შეთანხმების დეტალებს, მათ შორის სრულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ კომპენსაციას. კომპენსაციის ოდენობა ფიქსირებულია და შეცვლას აღარ ექვემდებარება კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.  ჩვენ უზრუნველგყოფთ კომფორტული საცხოვრებელი პირობებით და სრულფასოვანი ზრუნვით. კურატორი, რომელსაც სუროგატი დედა ჩვენს კლინიკაში პირველი ვიზიტის დროს შეხვდება, ყოველთვის უპასუხებს სუროგატი დედის ყველა შეკითხვას და გაუწევს საჭირო დახმარებას პროგრამის მიმდინარეობისას.  პირველადი გამოკვლევების, ისევე როგორც შემდგომი კვლევების, ექიმთან კონსულტაციების, ორსულობის მართვის და სუროგატი დედის სამშობიაროში ყოფნის ხარჯები არ არის სუროგატი დედის პასუხისმგებლობა, როგორც ეს ხელშეკრულებაშიც წერია. სუროგატ დედას ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ჩვენს კლინიკაში აკვირდებიან გამოცდილი ექიმები, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია თბილისში. მშობიარობა ტარდება ჩვენს კონტრაქტორთან, რომელიც საუკეთესოა. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებთ და ბავშვისა და სუროგატი დედის ჯანმრთელობა საუკეთესო მდგომარეობაში იქნება.  თუ სუროგატ დედობას გეგმავთ, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი და დაგვიტოვოთ მოთხოვნა თქვენთან დაკავშირების შესახებ. European Fertility Clinic-ის სპეციალისტების მალე დაგიკავშირდებიან.  ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`საქართველოში სუროგაციის პროგრამების შესახებ მიიღეთ დეტალური ინფორმაცია და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე` &BTN_TEXT=`ზარის დაჯავშნა` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2024-04-09T14:57:29+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge