საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

სუროგაციის პროგრამის ღირებულება

European Fertility Clinic-ის სუროგაციის პროგრამა მრავალკომპონენტიანი პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა სახის  სამართლებრივი და სამედიცინო ასპექტებს მოიცავს. აგიხსნით პროგრამის ეტაპებს და იმას, თუ რა ხარჯებს აერთიანებს  სუროგაციის პროგრამის ღირებულება. 

  • სუროგატი დედის სერვისის ღირებულება

ცხადია, სუროგატი დედის სერვისის ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე სპეციალურ ცენტრში მთლიანი პროგრამის ღირებულება. ეს სხვაობა ბუნებრივია. პოტენციური სუროგატი დედა უბრალოდ ასახელებს იმ თანხას, რომელიც ბავშვის ტარებისთვის და დაბადებისთვის უშუალოდ მან უნდა მიიღოს, შესაბამისად, სხვა ნებისმიერი დამატებით ხარჯი ამ საფასურით გათვალისწინებული არ არის.

  • სუროგატი დედის გამოკვლევების ღირებულება

სუროგატმა დედამ და ბიოლოგიურმა მშობლებმა უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა, რათა შეფასდეს, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამ გამოკვლევების ღირებულებას, ცხადია, პაციენტი იხდის. იმ შემთხვევაში, თუ სუროგატი დედის ჯანმრთელობა არ აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც თავად აპლიკანტი აცხადებდა (ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია) ისევ პაციენტს მოუწევს სხვა პოტენციური სუროგატი დედის გამოკვლევის ანაზღაურება. სუროგაციის სააგენტო ან ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკის იურიდიული განყოფილება სუროგატი დედების პირველად შემოწმებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ბაზის გაცნობის შემდეგ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ქალები არამხოლოდ ფიზიკურად, ასევე მენტალურად ჯანმრთელები არიან და პროფესიონალ ფსიქოლოგთანაც გავლილი აქვთ გასაუბრება.

  • კონტრაქტის გაფორმება სუროგატ დედასთან

მას შემდეგ, რაც სუროგატ დედას შეარჩევთ და განისაზღვრება მისი სერვისის ღირებულება, აუცილებელია, რომ მასთან ხელშეკრულება გააფორმოთ, რომელიც მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს. ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს გადახდის მოცულობასა და გადახდის წესს. ჩვენ გირჩევთ, რომ ხელშეკრულების გაფორმება პროფესიონალ იურისტებს ანდოთ, რომელიც საოჯახო სამართალში სპეციალიზდებიან და სუროგაციის პროცედურების სამართლებრივ მხარეზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.

  • ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ

სუროგაციის სააგენტო ან ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკის იურიდიული განყოფილება პასუხისმგებლობას იღებს ყველა სამართლებრივ პროცედურაზე და სუროგაციის პროგრამის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაზე, სანამ ბავშვი ბიოლოგიური მშობლების  სახელზე გაცემულ დაბადების მოწმობას არ მიიღებს.

  • ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის ღირებულება

სუროგაციის პროგრამის ხარჯების გამოთვლისას არ უნდა დაგვავიწყდეს სამედიცინო კომპონენტისთვის გასათვალისწინებელი ხარჯები. სუროგაციის პროგრამა მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერების და ამ პროცედურისთვის მოსამზადებელ ხარჯებს.

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

სუროგაციის პროგრამის ღირებულება

European Fertility Clinic-ის სუროგაციის პროგრამა მრავალკომპონენტიანი პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა სახის  სამართლებრივი და სამედიცინო ასპექტებს მოიცავს. აგიხსნით პროგრამის ეტაპებს და იმას, თუ რა ხარჯებს აერთიანებს  სუროგაციის პროგრამის ღირებულება.  სუროგატი დედის სერვისის ღირებულება ცხადია, სუროგატი დედის სერვისის ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე სპეციალურ ცენტრში მთლიანი პროგრამის ღირებულება. ეს სხვაობა ბუნებრივია. პოტენციური სუროგატი დედა უბრალოდ ასახელებს იმ თანხას, რომელიც ბავშვის ტარებისთვის და დაბადებისთვის უშუალოდ მან უნდა მიიღოს, შესაბამისად, სხვა ნებისმიერი დამატებით ხარჯი ამ საფასურით გათვალისწინებული არ არის. სუროგატი დედის გამოკვლევების ღირებულება სუროგატმა დედამ და ბიოლოგიურმა მშობლებმა უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა, რათა შეფასდეს, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამ გამოკვლევების ღირებულებას, ცხადია, პაციენტი იხდის. იმ შემთხვევაში, თუ სუროგატი დედის ჯანმრთელობა არ აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც თავად აპლიკანტი აცხადებდა (ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია) ისევ პაციენტს მოუწევს სხვა პოტენციური სუროგატი დედის გამოკვლევის ანაზღაურება. სუროგაციის სააგენტო ან ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკის იურიდიული განყოფილება სუროგატი დედების პირველად შემოწმებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ბაზის გაცნობის შემდეგ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ქალები არამხოლოდ ფიზიკურად, ასევე მენტალურად ჯანმრთელები არიან და პროფესიონალ ფსიქოლოგთანაც გავლილი აქვთ გასაუბრება. კონტრაქტის გაფორმება სუროგატ დედასთან მას შემდეგ, რაც სუროგატ დედას შეარჩევთ და განისაზღვრება მისი სერვისის ღირებულება, აუცილებელია, რომ მასთან ხელშეკრულება გააფორმოთ, რომელიც მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს. ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს გადახდის მოცულობასა და გადახდის წესს. ჩვენ გირჩევთ, რომ ხელშეკრულების გაფორმება პროფესიონალ იურისტებს ანდოთ, რომელიც საოჯახო სამართალში სპეციალიზდებიან და სუროგაციის პროცედურების სამართლებრივ მხარეზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ სუროგაციის სააგენტო ან ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკის იურიდიული განყოფილება პასუხისმგებლობას იღებს ყველა სამართლებრივ პროცედურაზე და სუროგაციის პროგრამის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაზე, სანამ ბავშვი ბიოლოგიური მშობლების  სახელზე გაცემულ დაბადების მოწმობას არ მიიღებს. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის ღირებულება სუროგაციის პროგრამის ხარჯების გამოთვლისას არ უნდა დაგვავიწყდეს სამედიცინო კომპონენტისთვის გასათვალისწინებელი ხარჯები. სუროგაციის პროგრამა მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერების და ამ პროცედურისთვის მოსამზადებელ ხარჯებს. ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2024-03-29T11:28:27+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge