საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა

რას გულისხმობს ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა ?

ინ ვიტრო განაყოფიერება არის თერაპიული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნაყოფობის დაძლევას ისახავს მიზნად. პაციენტისთვის უფრო მოსახერხებელია, როცა სხვადასხვა პროცედურა ერთ, კომპლექსურ პროგრამაში ერთიანდება, შესაბამისად, ისინი უფრო კომფორტულად იღებენ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას და ასევე შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ აღნიშნული სამედიცინო სერვისის ღირებულება. 

სტანდარტული პროგრამა გულისხმობს ოვულაციის ინდუქციას,  ფოლიკულის პუნქციას, პაციენტის კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ქმრის ან დონორის სპერმით, მიღებული ემბრიონის კულტივაციას და მისი გადატანას საშვილოსნოს ღრუში, ასევე სისხლის ანალიზს  გონადოტროპული ჰორმონის  (hCG) დონის განსასაზღვრად. 

სტანდარტულ ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის გარდა European Fertility Clinic ახორციელებს სხვა პროგრამებსაც, როგორც დონორის გენეტიკური მასალით, ისე ბუნებრივი ციკლის ხელოვნური განაყოფიერებით. არჩევანი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და მას გინეკოლოგი ატარებს რეპროდუქტოლოგის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგების შეფასების საფუძველზე. ასევე გათვალისწინებულია პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები. 

უმეტეს შემთხვევაში პროგრამა არ მოიცავს მედიკამენტებს, რომელიც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დაინიშნოს. 

თუ პროგრამაში ჩამოთვლილი სერვისები პაციენტს არ გაუწიეს (მაგალითად პროგრამის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული) პაციენტს თანხა უბრუნდება. 

ბუნებრივი ციკლის ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამების უმეტესობა მოიცავს ოვულაციის სტიმულირებას ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენებით, რაც ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღებას ისახავს მიზნად. ბუნებრივი ციკლის ინ ვიტრო განაყოფიერება არ მოიცავს ამ ეტაპს. 

პროგრამის ფარგლებში სპეციალისტები აკვირდებიან  დომინანტური ფოლიკულის ზრდას, რაც ოვულაციის ნორმალურ ციკლში ხდება. პუნქციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება ქმრის ან დონორის სპერმით და მისი კულტივირება ხდება სპეციალურ ინკუბატორში რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ემბრიონი გადააქვთ დედის საშვილოსნოში. 

უმეტეს შემთხვევებში საკვერცხეებში  ბუნებრივად მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება. უფრო იშვიათად ექიმები ახერხებენ ორი კვერცხუჯრედის მიღებას. შედეგად, ასეთი პროგრამის ეფექტურობის შანსი ნაკლებია, ხოლო როცა ოვულაციის ციკლი დამატებით სტიმულირებულია, შანსი უფრო მაღალია. 

თუ კვერცხუჯრედის მიღება ვერ მოხერხდა, თუ ვერც განაყოფიერება შედგა და ვერც ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა, იმ პროცედურების თანხა, რომელიც არ ჩატარებულა, პაციენტს დაუბრუნდება. 

ინ ვიტრო განაყოფიერება სტიმულაციით (სტანდარტული პროგრამა)

ინ ვიტრო განაყოფიერების სტანდარტული, ტიპური პროგრამა ოვულაციის სტიმულირებით ტარდება, რომელიც საკვერცხეში ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სტიმულაციის გეგმა ინდივიდუალურად დგება გინეკოლოგისა და რეპროდუქტოლოგის მიერ. 

ექიმები აკონტროლებენ ჰორმონალურ თერაპიაზე საკვერცხეების რეაქციას და ასევე აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას. გარკვეულ ეტაპზე ოვულაციის ტრიგერის ინიექცია ხდება, 34-36 საათში კი ფოლიკულის ფუნქციის პროცედურა ტარდება. 

კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები სპეციალურად მუშავდება და ლაბორატორიულ ჭურჭელში თავსდება (Petri dish), სადაც ფერტილიზაცია/განაყოფიერება ტარდება. 

მიღებული ემბრიონი 3-5 დღის განმავლობაში იზრდება ინკუბატორში, რის შემდეგაც მათი საშვილოსნოში გადატანა ხდება. 

გადატანის შემდგომი ეტაპი მოიცავს პროგესტერონის შემცველობის პრეპარატების მიღებას, რაც აუცილებელია ემბრიონის იმპლანტაციის წარმატების უზრუნველსაყოფად. გადატანიდან 14 დღეში გონადოტროპული ჰორმონის (hCG) ანალიზი ტარდება. 

ინ ვიტრო განაყოფიერება კრიოკონსერვირებული ემბრიონების გამოყენებით - კრიოპროტოკოლი

თუ ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ მაღალი ხარისხის ემბრიონები რჩება, შესაძლებელია მათი გაყინვა და სამომავლოდ, სხვა პროგრამის ფარგლებში მათი გამოყენება. 

გამთბარი ემბრიონის გადატანა ან ბუნებრივ ციკლში ხდება ან ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის (HRT) ფონზე, რა დროსაც ენდომეტრიუმის მომზადება ხდება. 

გამთბარი ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოში, რის შემდეგაც პაციენტს პროგესტერონის შემცველ პრეპარატს უნიშნავენ. 

დონაციის პროგრამა, დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით 

ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით რეკომენდებულია იმ ქალებისთვის, ვისაც საკუთარი სქესობრივი გამეტების გამომუშავება აღარ შეუძლიათ, ან გამომუშავებული გამეტები არ არის განაყოფიერებისთვის ადეკვატური. 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ადრე კრიოკონსერვირებული გენეტიკური მასალის გამოყენება, ისე ახალი კვერცხუჯრედების გამოყენება. თუ ახალი კვერცხუჯრედების გამოყენება ხდება,  საჭიროა ემბრიონის რეციპიენტის და დონორის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზება. 

როგორც წესი, ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედით ტარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი გვიანდელ რეპროდუქციულ ასაკშია ან მემკვიდრეობითი დაავადებების ბავშვზე გადაცემის მაღალი რისკი არსებობს. 

სპერმის დონაციის პროგრამა 

ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის სპერმით ტარდება იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის უნაყოფობის მწვავე ფაქტორია გამოხატული , თუ მაგალითად, კაცს ეაკულაციის დარღვევა აქვს, ან გენეტიკური დაავადებების ბავშვზე გადაცემის რისკი არსებობს. 

ამ პროგრამას ასევე მიმართავენ, თუ პაციენტს არ ჰყავს კაცი პარტნიორი, რომლის სპერმის გამოყენებასაც შეძლებდნენ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის. 

ინ ვიტრო განაყოფიერება ემბრიონის დონაციით 

ეს პროგრამა რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუ წყვილის არც კვერცხუჯრედი და არც სპერმა არ გამოდგება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის. ამ მეთოდის გამოყენება ასევე რეკომენდებულია, თუ არსებობს მემკვიდრეობითი პათოლოგიების გადაცემის რისკი; თუ სქესობრივი გამეტები ორივე პარტნიორის შემთხვევაში დაბალი ხარისხისაა და თუ არსებობს მრავალჯერადი წარუმატებელი ხელოვნური განაყოფიერების ისტორია. 

ინ ვიტრო განაყოფიერება სუროგატი დედის დახმარებით 

სუროგაცია კომპლექსური პროცედურაა, რომელიც სამედიცინო და სამართლებრივი ასპექტებისგან შედგება. ინ ვიტრო განაყოფიერება სუროგატი დედის გამოყენებით პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. 

ტარდება ინ ვიტრო განაყოფიერების სტანდარტული პროგრამა, რომლის დროსაც ოვულაციის სტიმულირება, კვერცხუჯრედის პუნქცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ქმრის ან დონორის სპერმით. 

მიღებული ემბრიონი კულტივირდება და შემდეგ სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ. 

ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის ღირებულება 

ინ ვიტრო პროგრამის ღირებულება მერყეობს და დამოკიდებულია იმ სამედიცინო სერვისებზე, რაც პაციენტს სჭირდება. 

დავუშვათ, რომ კრიოპროტოკოლი არ საჭიროებს ოვულაციის სტიმულირებას და კვერცხუჯრედის პუნქციას, შესაბამისად, პროგრამის ღირებულება სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის ღირებულებაზე ნაკლები იქნება. ამის საპირწონედ, თუ მაგალითად, დონორის გენეტიკური მასალა გჭირდებათ, მაშინ პროგრამის ღირებულება სტანდარტულზე მაღალი იქნება. 

ფაქტები ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ

ოვულაციის სტიმულირება არ ამცირებს კვერცხუჯრედების მარაგს საკვერცხეებში. ამ დროს ის ფოლიკულები იზრდება, რომლებიც ბუნებრივ ციკლში დაიღუპებოდნენ. 

ინ ვიტრო განაყოფიერება არ იწვევს კიბოს. ინ ვიტრო განაყოფიერებამდე ყველა პაციენტი გადის ყოვლისმომცველ შემოწმებას და თუ ეჭვი არსებობს კიბოზე, მათ პროგრამაში არ ჩართავენ. 

ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები არ განსხვავდებიან ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვებისგან. 

ინ ვიტრო განაყოფიერება არ გულისხმობს მრავალჯერად ორსულობას , რადგან პროცედურის დროს ერთი ემბრიონის გადატანა ხდება. 

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა

რას გულისხმობს ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა ? ინ ვიტრო განაყოფიერება არის თერაპიული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნაყოფობის დაძლევას ისახავს მიზნად. პაციენტისთვის უფრო მოსახერხებელია, როცა სხვადასხვა პროცედურა ერთ, კომპლექსურ პროგრამაში ერთიანდება, შესაბამისად, ისინი უფრო კომფორტულად იღებენ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას და ასევე შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ აღნიშნული სამედიცინო სერვისის ღირებულება.  სტანდარტული პროგრამა გულისხმობს ოვულაციის ინდუქციას,  ფოლიკულის პუნქციას, პაციენტის კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ქმრის ან დონორის სპერმით, მიღებული ემბრიონის კულტივაციას და მისი გადატანას საშვილოსნოს ღრუში, ასევე სისხლის ანალიზს  გონადოტროპული ჰორმონის  (hCG) დონის განსასაზღვრად.  სტანდარტულ ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის გარდა European Fertility Clinic ახორციელებს სხვა პროგრამებსაც, როგორც დონორის გენეტიკური მასალით, ისე ბუნებრივი ციკლის ხელოვნური განაყოფიერებით. არჩევანი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და მას გინეკოლოგი ატარებს რეპროდუქტოლოგის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგების შეფასების საფუძველზე. ასევე გათვალისწინებულია პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები.  უმეტეს შემთხვევაში პროგრამა არ მოიცავს მედიკამენტებს, რომელიც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დაინიშნოს.  თუ პროგრამაში ჩამოთვლილი სერვისები პაციენტს არ გაუწიეს (მაგალითად პროგრამის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული) პაციენტს თანხა უბრუნდება.  ბუნებრივი ციკლის ინ ვიტრო განაყოფიერება ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამების უმეტესობა მოიცავს ოვულაციის სტიმულირებას ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენებით, რაც ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღებას ისახავს მიზნად. ბუნებრივი ციკლის ინ ვიტრო განაყოფიერება არ მოიცავს ამ ეტაპს.  პროგრამის ფარგლებში სპეციალისტები აკვირდებიან  დომინანტური ფოლიკულის ზრდას, რაც ოვულაციის ნორმალურ ციკლში ხდება. პუნქციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება ქმრის ან დონორის სპერმით და მისი კულტივირება ხდება სპეციალურ ინკუბატორში რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ემბრიონი გადააქვთ დედის საშვილოსნოში.  უმეტეს შემთხვევებში საკვერცხეებში  ბუნებრივად მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება. უფრო იშვიათად ექიმები ახერხებენ ორი კვერცხუჯრედის მიღებას. შედეგად, ასეთი პროგრამის ეფექტურობის შანსი ნაკლებია, ხოლო როცა ოვულაციის ციკლი დამატებით სტიმულირებულია, შანსი უფრო მაღალია.  თუ კვერცხუჯრედის მიღება ვერ მოხერხდა, თუ ვერც განაყოფიერება შედგა და ვერც ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა, იმ პროცედურების თანხა, რომელიც არ ჩატარებულა, პაციენტს დაუბრუნდება.  ინ ვიტრო განაყოფიერება სტიმულაციით (სტანდარტული პროგრამა) ინ ვიტრო განაყოფიერების სტანდარტული, ტიპური პროგრამა ოვულაციის სტიმულირებით ტარდება, რომელიც საკვერცხეში ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სტიმულაციის გეგმა ინდივიდუალურად დგება გინეკოლოგისა და რეპროდუქტოლოგის მიერ.  ექიმები აკონტროლებენ ჰორმონალურ თერაპიაზე საკვერცხეების რეაქციას და ასევე აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას. გარკვეულ ეტაპზე ოვულაციის ტრიგერის ინიექცია ხდება, 34-36 საათში კი ფოლიკულის ფუნქციის პროცედურა ტარდება.  კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები სპეციალურად მუშავდება და ლაბორატორიულ ჭურჭელში თავსდება (Petri dish), სადაც ფერტილიზაცია/განაყოფიერება ტარდება.  მიღებული ემბრიონი 3-5 დღის განმავლობაში იზრდება ინკუბატორში, რის შემდეგაც მათი საშვილოსნოში გადატანა ხდება.  გადატანის შემდგომი ეტაპი მოიცავს პროგესტერონის შემცველობის პრეპარატების მიღებას, რაც აუცილებელია ემბრიონის იმპლანტაციის წარმატების უზრუნველსაყოფად. გადატანიდან 14 დღეში გონადოტროპული ჰორმონის (hCG) ანალიზი ტარდება.  ინ ვიტრო განაყოფიერება კრიოკონსერვირებული ემბრიონების გამოყენებით - კრიოპროტოკოლი თუ ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ მაღალი ხარისხის ემბრიონები რჩება, შესაძლებელია მათი გაყინვა და სამომავლოდ, სხვა პროგრამის ფარგლებში მათი გამოყენება.  გამთბარი ემბრიონის გადატანა ან ბუნებრივ ციკლში ხდება ან ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის (HRT) ფონზე, რა დროსაც ენდომეტრიუმის მომზადება ხდება.  გამთბარი ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოში, რის შემდეგაც პაციენტს პროგესტერონის შემცველ პრეპარატს უნიშნავენ.  დონაციის პროგრამა, დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით  ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით რეკომენდებულია იმ ქალებისთვის, ვისაც საკუთარი სქესობრივი გამეტების გამომუშავება აღარ შეუძლიათ, ან გამომუშავებული გამეტები არ არის განაყოფიერებისთვის ადეკვატური.  პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ადრე კრიოკონსერვირებული გენეტიკური მასალის გამოყენება, ისე ახალი კვერცხუჯრედების გამოყენება. თუ ახალი კვერცხუჯრედების გამოყენება ხდება,  საჭიროა ემბრიონის რეციპიენტის და დონორის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზება.  როგორც წესი, ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედით ტარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი გვიანდელ რეპროდუქციულ ასაკშია ან მემკვიდრეობითი დაავადებების ბავშვზე გადაცემის მაღალი რისკი არსებობს.  სპერმის დონაციის პროგრამა  ინ ვიტრო განაყოფიერება დონორის სპერმით ტარდება იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის უნაყოფობის მწვავე ფაქტორია გამოხატული , თუ მაგალითად, კაცს ეაკულაციის დარღვევა აქვს, ან გენეტიკური დაავადებების ბავშვზე გადაცემის რისკი არსებობს.  ამ პროგრამას ასევე მიმართავენ, თუ პაციენტს არ ჰყავს კაცი პარტნიორი, რომლის სპერმის გამოყენებასაც შეძლებდნენ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის.  ინ ვიტრო განაყოფიერება ემბრიონის დონაციით  ეს პროგრამა რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუ წყვილის არც კვერცხუჯრედი და არც სპერმა არ გამოდგება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის. ამ მეთოდის გამოყენება ასევე რეკომენდებულია, თუ არსებობს მემკვიდრეობითი პათოლოგიების გადაცემის რისკი; თუ სქესობრივი გამეტები ორივე პარტნიორის შემთხვევაში დაბალი ხარისხისაა და თუ არსებობს მრავალჯერადი წარუმატებელი ხელოვნური განაყოფიერების ისტორია.  ინ ვიტრო განაყოფიერება სუროგატი დედის დახმარებით  სუროგაცია კომპლექსური პროცედურაა, რომელიც სამედიცინო და სამართლებრივი ასპექტებისგან შედგება. ინ ვიტრო განაყოფიერება სუროგატი დედის გამოყენებით პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია.  ტარდება ინ ვიტრო განაყოფიერების სტანდარტული პროგრამა, რომლის დროსაც ოვულაციის სტიმულირება, კვერცხუჯრედის პუნქცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ქმრის ან დონორის სპერმით.  მიღებული ემბრიონი კულტივირდება და შემდეგ სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ.  ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის ღირებულება  ინ ვიტრო პროგრამის ღირებულება მერყეობს და დამოკიდებულია იმ სამედიცინო სერვისებზე, რაც პაციენტს სჭირდება.  დავუშვათ, რომ კრიოპროტოკოლი არ საჭიროებს ოვულაციის სტიმულირებას და კვერცხუჯრედის პუნქციას, შესაბამისად, პროგრამის ღირებულება სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის ღირებულებაზე ნაკლები იქნება. ამის საპირწონედ, თუ მაგალითად, დონორის გენეტიკური მასალა გჭირდებათ, მაშინ პროგრამის ღირებულება სტანდარტულზე მაღალი იქნება.  ფაქტები ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ ოვულაციის სტიმულირება არ ამცირებს კვერცხუჯრედების მარაგს საკვერცხეებში. ამ დროს ის ფოლიკულები იზრდება, რომლებიც ბუნებრივ ციკლში დაიღუპებოდნენ.  ინ ვიტრო განაყოფიერება არ იწვევს კიბოს. ინ ვიტრო განაყოფიერებამდე ყველა პაციენტი გადის ყოვლისმომცველ შემოწმებას და თუ ეჭვი არსებობს კიბოზე, მათ პროგრამაში არ ჩართავენ.  ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები არ განსხვავდებიან ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვებისგან.  ინ ვიტრო განაყოფიერება არ გულისხმობს მრავალჯერად ორსულობას , რადგან პროცედურის დროს ერთი ემბრიონის გადატანა ხდება.  ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2024-01-22T14:34:12+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge