საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ქალის უნაყოფობის მკურნალობა

ქალის უნაყოფობის მკურნალობა

თუ შვილის ყოლაზე დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ ორსულობა არ დგება, გახსოვდეთ, უნაყოფობა არ არის გარდაუვალი მდგომარეობა. საბედნიეროდ, დღეს იმ ქალებსაც კი შეუძლიათ დედა გახდნენ, ვისაც საშვილოსნო ან საკვერცხეები არ აქვთ. იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ჩასახვის პროცესს უშლის ხელს, შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიით ან ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით. უფრო სერიოზული დარღვევების დროს პრობლემის მოგვარებაში ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია დაგეხმარებათ. სამედიცინო ცენტრი  European Fertility Clinic სწორედ ამგვარი სამედიცინო გამოწვევების დაძლევას უზრუნველყოფს.  

გაგაცნობთ ორსულობის ხელისშემშლელ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.

ორსულობის დადგომისთვის აუცილებელი ფაქტორები 

ახალი სიცოცხლის დაბადება კომპლექსური პროცესის შედეგია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი წყვილების შემთხვევაშიც კი ერთ მენსტრუალურ ციკლში ორსულობის დადგომის შანსი 25%-ს არ აღემატება. განაყოფიერებისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობა ერთდროულად იყოს დაცული. აუცილებელია, რომ მენსტრუალურ ციკლში დადგეს ოვულაცია და მომწიფებულმა კვერცხუჯრედმა დატოვოს ფოლიკული. ამის შემდეგ მომწიფებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილში ხვდება. ვინაიდან მენსტრუალური ციკლის რეგულირებაზე პასუხისმგებელია ჰიპოთალამური, ჰიპოფიზური და საკვერცხეების მთელი სისტემა, დაუშვებელია, რომ რომელიმე რგოლში დარღვევა შეინიშნებოდეს.

ფოლიკულის დატოვების შემდეგ კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანია 12 საათის განმავლობაში. ამ დროში აუცილებელია, კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდს შეხვდეს, რომელიც მას გაანაყოფიერებს. რაც შეეხება მამრობით გამეტებს, სპერმატოზოიდები ქალის გენიტალურ ტრაქტში მოხვედრიდან სიცოცხლისუნარიანია 5 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ორსულობის შანსი ყველაზე მაღალია, თუ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე შედგება.

მნიშვნელოვანია, რომ ფალოპის მილები არ იყოს დახშული, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხუჯრედი ვერ იმოძრავებს, ვერ შეხვდება სპერმატოზოიდს და ვერც საშვილოსნომდე მიაღწევს. პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამრობითი გამეტები. იმისთვის რომ განაყოფიერება შედგეს და ემბრიონი სწორად განვითარდეს, საჭიროა კარგი მობილობისა და მორფოლოგიის (სტრუქტურის) სპერმატოზოიდი. შესაბამისად, თუ წყვილი ორსულობის დადგომასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდება, საჭირო სამედიცინო გამოკვლევები ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს.

ფაქტები ქალის უნაყოფობის შესახებ
  • უნაყოფობის შემთხვევათა 40% ქალების უნაყოფობაზე მოდის 
  • ქალთა უნაყოფობის მთავარი მიზეზი ფალოპის მილებთან დაკავშირებული პრობლემებია  
  • კვერცხუჯრედის მომწიფების პერიოდი 180 დღეა 
  • მომწიფებული კვერცხუჯრედის წილი ციკლში 75-90%-ია

ქალის უნაყოფობის მთავარ მიზეზები

ორსულობის დადგომასთან დაკავშირებული სირთულეების მიღმა არაერთი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორიცაა მაგალითად მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციური და ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევის შედეგად დატოვებული გართულებები, ენდოკრინული ან საშვილოსნოს ყელის დაავადებები. ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მენტალურ მდგომარეობასაც შეუძლია გავლენა იქონიო მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რაც ნაყოფის ჩასახვა ხელს უშლის.

ფალოპის მილების დისფუნქცია/დახშობა 

ფალოპის მილები ქალის რეპროდუქციული სისტემის წყვილი ორგანოა, რომელიც საშვილოსნოს სხვადასხვა (მარჯვენა და მარცხენა) მხრიდან უერთდება. მილის მეორე, ამპულარული (შედარებით განიერი) ბოლო, რომელსაც ფიმბრიებს უწოდებენ მუცლის ღრუს უკავშირდება. სწორედ ეს ფიმბირები "იჭერენ" საკვერცხისგან გამოშვებულ კვერცხუჯრედს და მას საშვილოსნოსკენ მიმართავენ. ფალოპის მილის შიდა გარსი დაფარულია ეპითელიუმით, ფალოპის მილში არსებული გარემო კი კვერცხუჯრედს ეხმარება სწორი მიმართულებით სწრაფად გადაადგილდეს.

რეპროდუქციული ფუნქციის შემცირება შესაძლოა გამოიწვიოს ფალოპის მილის გამტარობის დარღვევამ ან ეპითელიუმის დაზიანებამ. ასევე ფალოპის მილსა და საკვერცხეს შორის გაჩენილმა ადჰეზიებმა შესაძლოა ჩასახვას ხელი შეუშალოს.

ფალოპის მილების დისფუნქციას ასევე იწვევს მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის შედეგად გაჩენილი გართულებები, ინფექციური და ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ენდომეტრიოზის კერები, მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება და აბორტი.

ტუბო-პერიტონეალური ფაქტორი  შემთხვევების 40%-ში უნაყოფობის მთავარი მიზეზია.

საშვილოსნოს ფაქტორი

ასეთ შემთხვევებში უშვილობა გამოწვეულია ან თანდაყოლილი ანატომიური ანომალიებით, ან შეძენილი პათოლოგიების შედეგად გაჩენილი ორგანოების დეფორმაციით. მაგალითად, ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა გაჩნდეს, თუ სახეზეა საშვილოსნოს შიდა ძგიდის, მიომური კვანძების ან სინექიის (ადჰეზიების) ფორმირების შემთხვევები.

უნაყოფობის მიზეზებს შორის საშვილოსნოს ფაქტორის წილი დაახლოებით 50%-ია.

ენდომეტრიოზი 

ენდომეტრიოზის შემთხვევაში, საშვილოსნოს შიდა გარსიასთვის დამახასიათებელი ქსოვილი საშვილოსნოს ღრუს გარეთ გვხვდება. იქმნება სხვადასხვა კერა, რომელიც იზრდება და ჯანსაღ ქსოვილსაც აზიანებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 30%-ის შემთხვევაში, ვისაც ასევე აღენიშნება ენდომეტრიოზი.

თუ ენდომეტრიუმთან ფუნქციურად და სტრუქტურულად მსგავსი უჯრედები საშვილოსნოს კუნთოვან შრეში იზრდება, ამ შემთხვევაში, ენდომეტრიოზის დიაგნოზს სვამენ. თუ პროცესის შედეგად საკვერცხეც დაზიანდა, გამოკვლევების დროს ვლინდება ენდომეტრიოიდული ცისტა, მათი გასკდომა იწვევს ანთებით პროცესს და შესაძლოა, ადჰეზიების ფორმირებასაც შეუწყოს ხელი.

იმუნოლოგიური უნაყოფობა

როგორც წესი ქალის სხეული არ წარმოქმნის ანტისხეულებს სპერმატოზოიდების ანტიგენების წინააღმდეგ. მაგრამ ქრონიკული ანთებითი ან ავტოიმუნური დაავადებების დროს ორგანიზმის იმუნური დაცვა შესაძლოა, დაზიანდეს. ბოლო სამეცნიერო კვლევების თანახმად,  ქალის ორგანიზმში  ანტისხეულების არსებობას ყოველთვის არ მივყავართ უნაყოფობასთან, უფრო ხშირად, ასეთ დროს ორსულობა სპონტანური აბორტით სრულდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აფერხებს ჩასახვას, უკავშირდება მამაკაცის ორგანიზმში აღმოჩენილ ანტისხეულებს, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს სპერმატოზოიდების მობილობას და მათ უნარს შეაღწიონ საშვილოსნოს ყელში და გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი.

აუცილებელია ორივე პარტნიორმა ყურადღებით გამოიკვლიოს შარდ-სასქესო სისტემა და ფიქსირდება თუ არა ანთებითი დაავადებები, რადგან სწორედ ანთებითი დაავადებები შეიძლება გახდეს ანტისხეულების დონის მატების მიზეზი. ასეთ დროს არ არის რეკომენდებული პოსტკოიტალური ტესტის ჩატარება. ეს ტესტი ეფუძნება საშვილოსნოს ყელის ლორწოს და სპერმის ურთიერთქმედებას სხეულს გარეთ (in vitro). არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ ამ დიაგნოზის ფარგლებში ეს მეთოდი ორსულობის დასადგომად ეფექტური გზაა.

საშვილოსნოს ყელის ფაქტორი 

უნაყოფობის ეს ფაქტორი გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის დეფორმაციით, რაც სპერმატოზოიდის საშვილოსნოსკენ მოძრაობას უშლის ხელს.   

ენდოკრინული უნაყოფობა 

როგორც უკვე აღვნიშნეთ მენსტრუალური ციკლის ჰორმონალური რეგულირება კომპლექსური პროცესია. თუ ციკლის რომელიმე რგოლში დარღვევა შეინიშნება, ამას შესაძლოა მოჰყვეს შეფერხება საკვერცხეში ფოლიკული მომწიფებასთან დაკავშირებით, ან დაირღვეს ოვულაციის პროცესი.

ციკლში ოვულაციის არარსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს თანდაყოლილი ქრომოსომური დარღვევებით, ანთებითი დაავადებებით, ქირურგიული ოპერაციებით, პოლიკისტური საკვერცხის სინდრომით, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით და სხვა ფაქტორებით.

უნაყოფობა დაუდგენელი მიზეზით 

ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია უნაყოფობის მიზეზის დადგენა. ასეთ დროს ექიმები იდიოპათიური უნაყოფობის დიაგნოზს სვამენ.

ქალთა უნაყოფობის სიმპტომები 

თუ რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრება გაქვთ და ორსულობა მაინც არ დგება, ეს უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ამ შემთხვევაში, აუცილებელია რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ ნაყოფიერების დაქვეითების მიზეზი გაპოვნინოთ. თუ 35 წელს გადაშორებული ხართ, რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია დაორსულების 6 თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ. ამ ასაკში საკვერცხეებში კვერცხუჯრედების რაოდენობა მკვეთრად იკლებს და დროის დაკარგვა არ ღირს.

ზოგჯერ სახეზეა სხვა სახის ნიშნებიც, რომლებიც ასევე მიუთითებს ქალის რეპროდუქციული ფუნქციის პრობლემაზე. ეს ნიშნებია:

  • გამონადენი სასქესო ტრაქტიდან, რომელიც ხასიათდება ატიპიური ფერით, სუნით და კონსისტენციით; 
  • მცირე რაოდენობის მენსტრუალური გამონადენი, როდესაც მენსტრუაციის ფაზაში არ ხართ;
  • მენსტრუაციის დარღვევა/არარეგულარული მენსტრუაცია;
  • ტკივილი ქვედა მუცლის არეში;
  • ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოცდილება ახლო ნათესავების შემთხვევაში;
  • ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი; 
  • სხეულზე ჭარბთმიანობა;
  • მწვავე ფორმის აკნე;
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

უნაყოფობის დიაგნოსტირების მეთოდები

უნაყოფობის ყოვლისმომცველი დიაგნოსტირება გულისხმობს  ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და ყველა არსებული მეთოდის გამოყენებას, რომელსაც უნაყოფობის მიზეზის იდენტიფიცირება შეუძლია. 

პირველადი კონსულტაციის დროს რეპროდუქტოლოგი ესაუბრება პაციენტ(ებ)ს, ეცნობა ანამნეზს და უკვე ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს. დამატებით ექიმი ნიშნავს ზოგად გინეკოლოგიურ კვლევას და მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით კვლევას, რაც ექიმს შესაძლებლობას მისცემს, შეაფასოს საშვილოსნოს, საკვერცხეების და ენდომეტრიუმის მდგომარეობა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ექიმი მომავალი კვლევების საჭიროებას განსაზღვრავს.

დიაგნოსტირების დროს მნიშვნელოვანია შეფასდეს საკვერცხეები არსებული რეზერვი. ამისთვის კი კონკრეტული, ანტიმიულერის ჰორმონის (AMH), ანალიზი ტარდება, ულტრაბგერითი კვლევის მეთოდით კი, ანტრალურ ფოლიკულებს ითვლიან. 

ფალოპის მილების გამტარობის შესაფასებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ისეთი კვლევები, როგორიცაა:

  • ჰისტეროსალპინგოგრაფია – ულტრაბგერის კონტროლით ფალოპის მილების გამტარობის დადგენა;
  • სალპინგოსკოპია – ფალოპის მილების ულტრაბგერითი გამოკვლევა
დიაგნოსტირება დამატებით გულისხმობს:
  • კვლევებს ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰორმონების, (FSH, LH, პროლაქტინი) კონცენტრაციის შესამოწმებლად. სექს ჰორმონების (ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, პროგესტერონი) და თიროიდული ჰორმონების, (T4, TSH) კონცენტრაციის შესამოწმებლად
  • კვლევებს ინფექციური დაავადებების გამოსარიცხად, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსარიცხად
  • ჩვენების აუცილებლობის შემთხვევაში, გენეტიკოსთან კონსულტაციას

ქალის უნაყოფობის დიაგნოსტირების ქირურგიული მეთოდები 

დიაგნოსტირების ქირურგიული მეთოდები მოიაზრებს ჰისტეროსკოპიას და ლაპაროსკოპიას.

ჰისტეროსკოპია 

ჰისტეროსკოპია, როგორც ქირურგიული მეთოდი გულისხმობს მინიმალურ ქირურგიულ ჩარევას და ამავდროულად, მრავალმხრივ ინფორმაციას და მონაცემებს გვაწვდის. პროცედურა გვაწვდის არამხოლოდ საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობის დეტალურ სურათს, ასევე, აღმოჩენილი პათოლოგიების მოშორების შესაძლებლობას. 

პროცედურის დროს ექიმი იყენებს სპეციალურ ხელსაწყოს, რომელიც აღჭურვილია ძლიერი ოპტიკური სისტემით და აქვს ფართო ხედვის კუთხე. ჰისტეროსკოპი საშვილოსნოში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის არხით, შესაბამისად, ქირურგიული დანის გამოყენება პროცედურის დროს საჭირო არაა. საშვილოსნოში ჰისტეროსკოპის შეყვანის შემდეგ მონიტორზე ფართო ხედის სურათი ისახება და ექიმებს შესაძლებლობა აქვს საშვილოსნოს და მისი შიგნითა გარსის მდგომარეობა დეტალურად შეაფასონ.

ჰისტეროსკოპია საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ:

  • ქრონიკული ენდომეტრიტი – საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება. (ქალთა უნაყოფობის შემთხვევათა 60% სწორედ ეს პათოლოგია გამოვლინდა); 
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, მათ შორის პოლიპების; 
  • ადენომიოზი (საშვილოსნოს ენდომეტრიოზი);
  • საშვილოსნოს ფიბრომა;
  • საშვილოსნოს ღრუს ძგიდე;
  • სინექია (ადჰეზიები)

ლაპარასკოპია 

ეს თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნიკა ექიმს შესაძლებლობას აძლევს მუცლის ღრუსა და მენჯის ღრუს ორგანოებს მისწვდეს დიდი ჭრილობების გარეშე. ოპტიკური მოწყობილობის, ლაპარასკოპის, შეყვანა 6 მმ დიამეტრის მქონე ნაჩხვლეტების საშუალებით ხდება და მონიტორზე ფართო ხედის სურათი ისახება.

ლაპაროსკოპიის დახმარებით შესაძლებელია გამოვლინდეს:

  • საშვილოსნოს მიომა;
  • გენიტალური ენდომეტრიოზი;
  • სიმსივნური და კისტური წარმონაქმნი საკვერცხეებზე; 
  • ფალოპის მილების პათოლოგია;
  • ადჰეზიები მცირე მენჯში
icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

ქალთა უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები 

ორსულობის მიღწევისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლისთვის ოპტიმალური მეთოდის არჩევა ყოველთვის ყოვლისმომცველ გამოკვლევებს ეფუძნება.

კონსერვატიული თერაპია

ზოგიერთ შემთხვევაში რეპროდუქციული ფუნქცია შესაძლოა, კონსერვატიული მეთოდების გამოყენებით აღდგეს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ჰიპერანდროგენიის ან სხვა პათოლოგიის შემთხვევაში, ჰორმონალურ თერაპიას მიმართავენ. ფიზიოთერაპია, კვებითი ჩვევების და ცხოვრების წესის შეცვლა ასევე ზრდის ორსულობის დადგომის შანსს. 

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული ჩარევა საჭიროა თუ უნაყოფობა ენდომეტრიული პათოლოგიების შედეგია: ფიბრომა, ადჰეზიები მცირე მენჯის ღრუში, ენდომეტრიოზი და კისტები საკვერცხეზე.

ლაპაროსკოპია ეფექტური მეთოდია, თუ პაციენტს აქვს:

  • ენდომეტრიოზი. პათოლოგიური კერების დროული მოშორება საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ ენდომეტრიოზის  ახლომდებარე ქსოვილებსა და ორგანოებზე გავრცელება. წყდება ტკივილის შეგრძნება და პაციენტის უნაყოფობა იკურნება დაავადების გვიან სტადიაზე მკურნალობის შემთხვევაშიც კი.
  • ქრონიკული ანთებით დაავადება, რომელიც ხელს უწყობს ადჰეზიების ფორმირებას მცირე მენჯის ღრუში: ადჰეზიები აუცილებლად უნდა მოიკვეთოს. თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდება, რომ ფალოპის მილები შეუქცევადად დაზიანებულია, ორსულობის დადგომისთვის საჭირო ხდება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის გამოყენება. თუმცა ადჰეზიები აუცილებლად უნდა მოაშორეს მცირე მენჯის ღრუს. ეს დაგაზღვევთ საშვილოსნოსგარე ორსულობისგან და გაზრდის ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსს.  
  • საშვილოსნოს ფიბრომის დიაგნოზი ასევე საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია, თუ, მაგალითად,  რამდენიმე კვანძია ერთდროულად აღმოჩენილი ან კვანძები ზომაში სწრაფად იზრდება. ოპერაციით შესაძლებელია 10 სანტიმეტრამდე დიამეტრის მქონე ფიბროიდების მოშორება.
  • კისტა საკვერცხეზე. კისტა ხასიათდება ორსულობის დროს აქტიური ზრდით. გარდა ამისა, არსებობს კისტის ავთვისებიან სიმსივნედ ტრანსფორმაციის რისკი.
ჰისტეროსკოპია ეხმარება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, სუბმუკოზური (ლორწოვანქვეშა) მიომა, ადჰეზიები საშვილოსნოში და საშვილოსნოს შიდა ძგიდე. როგორც წესი, ოპერაცია ტარდება მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში (5-დან 10 დღემდე), რადგან სწორედ ამ პერიოდშია საშვილოსნოს შიდა გარსი ოპტიმალური სისქის. 

თუმცა ექიმი, ჩვენებაზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს საუკეთესო მომენტს. სინექიას მოსაშორებლად საუკეთესო დროა ციკლის მე-20 - 24-ე დღე, ხოლო ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის დროს ოპერაცია ნებისმიერ დროს შეიძლება (მენსტრუალური სისხლდენის პერიოდის გარდა).

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (ART) 

უფრო რთულ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით პოზიტიური შედეგი ვერ დგება, იყენებენ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. 

საშვილოსნოს ყელის ფაქტორის, სექსუალური დისფუნქციის, აუხსნელი უნაყოფობის და სქესობრივი პარტნიორის არარსებობის შემთხვევაში (როდესაც განაყოფიერება დონორის სპერმის გამოყენებით ხდება) ექიმი ატარებს საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას. პროცედურის დროს  ექიმს სპეციალურად დამუშავებული სპერმა საშვილოსნოს ყელის გვერდის ავლით შეჰყავს პაციენტის საშვილოსნოს ღრუში.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედი ქალის სხეულის ნაცვლად ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ნაყოფიერდება. პროცედურის დასრულების შემდეგ მიღებული ემბრიონები გადააქვთ პაციენტი ქალის საშვილოსნოში. პირველ ეტაპზე ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მილების პრობლემის დროს მიმართავდნენ, თუმცა დღეს ამ ტექნოლოგიის გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური მეთოდია ენდომეტრიოზის, აუხსნელი უნაყოფობის, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს. დამატებით, ეს მეთოდი რეკომენდებულია გვიანი რეპროდუქციული ასაკის ფაზაში მყოფი ქალებისთვის, ან მათთვის, ვისი საკვერცხის რეზერვი შემცირებულია. 

თუ გამეტები (სასქესო უჯრედები) საერთოდ არ არის ან ძალიან დაბალი ხარისხითაა წარმოდგენილი, შესაძლებელია დონორის გამეტების გამოყენება.

იმ ქალებისთვის, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ორსულდება, რეკომენდებულია სუროგატის მომსახურებით სარგებლობა. პროცედურის დროს პაციენტის და მისი პარტნიორის (ან დონორის) კვერცხუჯრედის და სპერმის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონი გადააქვთ სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მშობიარობის შემდეგ ბავშვს ბიოლოგიურ მშობლებს გადასცემს.

ქალთა უნაყოფობასთან დაკავშირებული ფაქტები

  • პოპულარული რწმენის მიუხედავად, ქალის უნაყოფობის მკურნალობა ყოველთვის არ გულისხმობს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ზოგჯერ დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა საკმარისია ორსულობის დასადგომად.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, სხეულის მასის ინდექსის 19-30 დიაპაზონში შენარჩუნება ზრდის ჩასახვის შანსს. თუ თქვენი მასის ინდექსი 35-ზე მეტია ჩასახვისთვის აუცილებელი დრო ორმაგდება, ხოლო თუ სხეულის მასის ინდექსი 18-ზე ნაკლებია, ეს დრო 4-ჯერ იზრდება.
  • სათანადო ძილი უზრუნველყოფს ნორმალურ ოვულაციურ პროცესს. სრულ სიბნელეში 7-8 საათის განმავლობაში ძილი აღადგენს ნორმალურ ჰორმონალურ ფონს . თუ ღამით მუშაობთ, ამ პრაქტიკაზე უარი უნდა თქვათ.
  • ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა ოვულაციის დღე და ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე პერიოდი. ოვულაციის დღის განსაზღვრა შესაძლებელია შარდის ანალიზით. ოვულაციის ტესტის ჩატარების დრო დამოკიდებულია მენსტრუალურ ციკლზე. სრულ მენსტრუალურ ციკლს ვაკლებთ 17 დღეს და მიღებული დღიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ოვულაციის ტესტის კეთება.
icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

ქალის უნაყოფობის მკურნალობა

თუ შვილის ყოლაზე დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ ორსულობა არ დგება, გახსოვდეთ, უნაყოფობა არ არის გარდაუვალი მდგომარეობა. საბედნიეროდ, დღეს იმ ქალებსაც კი შეუძლიათ დედა გახდნენ, ვისაც საშვილოსნო ან საკვერცხეები არ აქვთ. იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ჩასახვის პროცესს უშლის ხელს, შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიით ან ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით. უფრო სერიოზული დარღვევების დროს პრობლემის მოგვარებაში ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია დაგეხმარებათ. სამედიცინო ცენტრი  European Fertility Clinic სწორედ ამგვარი სამედიცინო გამოწვევების დაძლევას უზრუნველყოფს.   გაგაცნობთ ორსულობის ხელისშემშლელ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ორსულობის დადგომისთვის აუცილებელი ფაქტორები  ახალი სიცოცხლის დაბადება კომპლექსური პროცესის შედეგია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი წყვილების შემთხვევაშიც კი ერთ მენსტრუალურ ციკლში ორსულობის დადგომის შანსი 25%-ს არ აღემატება. განაყოფიერებისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობა ერთდროულად იყოს დაცული. აუცილებელია, რომ მენსტრუალურ ციკლში დადგეს ოვულაცია და მომწიფებულმა კვერცხუჯრედმა დატოვოს ფოლიკული. ამის შემდეგ მომწიფებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილში ხვდება. ვინაიდან მენსტრუალური ციკლის რეგულირებაზე პასუხისმგებელია ჰიპოთალამური, ჰიპოფიზური და საკვერცხეების მთელი სისტემა, დაუშვებელია, რომ რომელიმე რგოლში დარღვევა შეინიშნებოდეს. ფოლიკულის დატოვების შემდეგ კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანია 12 საათის განმავლობაში. ამ დროში აუცილებელია, კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდს შეხვდეს, რომელიც მას გაანაყოფიერებს. რაც შეეხება მამრობით გამეტებს, სპერმატოზოიდები ქალის გენიტალურ ტრაქტში მოხვედრიდან სიცოცხლისუნარიანია 5 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ორსულობის შანსი ყველაზე მაღალია, თუ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე შედგება. მნიშვნელოვანია, რომ ფალოპის მილები არ იყოს დახშული, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხუჯრედი ვერ იმოძრავებს, ვერ შეხვდება სპერმატოზოიდს და ვერც საშვილოსნომდე მიაღწევს. პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამრობითი გამეტები. იმისთვის რომ განაყოფიერება შედგეს და ემბრიონი სწორად განვითარდეს, საჭიროა კარგი მობილობისა და მორფოლოგიის (სტრუქტურის) სპერმატოზოიდი. შესაბამისად, თუ წყვილი ორსულობის დადგომასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდება, საჭირო სამედიცინო გამოკვლევები ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს. ფაქტები ქალის უნაყოფობის შესახებ უნაყოფობის შემთხვევათა 40% ქალების უნაყოფობაზე მოდის  ქალთა უნაყოფობის მთავარი მიზეზი ფალოპის მილებთან დაკავშირებული პრობლემებია   კვერცხუჯრედის მომწიფების პერიოდი 180 დღეა  მომწიფებული კვერცხუჯრედის წილი ციკლში 75-90%-ია ქალის უნაყოფობის მთავარ მიზეზები ორსულობის დადგომასთან დაკავშირებული სირთულეების მიღმა არაერთი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორიცაა მაგალითად მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციური და ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევის შედეგად დატოვებული გართულებები, ენდოკრინული ან საშვილოსნოს ყელის დაავადებები. ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მენტალურ მდგომარეობასაც შეუძლია გავლენა იქონიო მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რაც ნაყოფის ჩასახვა ხელს უშლის. ფალოპის მილების დისფუნქცია/დახშობა  ფალოპის მილები ქალის რეპროდუქციული სისტემის წყვილი ორგანოა, რომელიც საშვილოსნოს სხვადასხვა (მარჯვენა და მარცხენა) მხრიდან უერთდება. მილის მეორე, ამპულარული (შედარებით განიერი) ბოლო, რომელსაც ფიმბრიებს უწოდებენ მუცლის ღრუს უკავშირდება. სწორედ ეს ფიმბირები "იჭერენ" საკვერცხისგან გამოშვებულ კვერცხუჯრედს და მას საშვილოსნოსკენ მიმართავენ. ფალოპის მილის შიდა გარსი დაფარულია ეპითელიუმით, ფალოპის მილში არსებული გარემო კი კვერცხუჯრედს ეხმარება სწორი მიმართულებით სწრაფად გადაადგილდეს. რეპროდუქციული ფუნქციის შემცირება შესაძლოა გამოიწვიოს ფალოპის მილის გამტარობის დარღვევამ ან ეპითელიუმის დაზიანებამ. ასევე ფალოპის მილსა და საკვერცხეს შორის გაჩენილმა ადჰეზიებმა შესაძლოა ჩასახვას ხელი შეუშალოს. ფალოპის მილების დისფუნქციას ასევე იწვევს მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის შედეგად გაჩენილი გართულებები, ინფექციური და ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ენდომეტრიოზის კერები, მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება და აბორტი. ტუბო-პერიტონეალური ფაქტორი  შემთხვევების 40%-ში უნაყოფობის მთავარი მიზეზია. საშვილოსნოს ფაქტორი ასეთ შემთხვევებში უშვილობა გამოწვეულია ან თანდაყოლილი ანატომიური ანომალიებით, ან შეძენილი პათოლოგიების შედეგად გაჩენილი ორგანოების დეფორმაციით. მაგალითად, ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა გაჩნდეს, თუ სახეზეა საშვილოსნოს შიდა ძგიდის, მიომური კვანძების ან სინექიის (ადჰეზიების) ფორმირების შემთხვევები. უნაყოფობის მიზეზებს შორის საშვილოსნოს ფაქტორის წილი დაახლოებით 50%-ია. ენდომეტრიოზი  ენდომეტრიოზის შემთხვევაში, საშვილოსნოს შიდა გარსიასთვის დამახასიათებელი ქსოვილი საშვილოსნოს ღრუს გარეთ გვხვდება. იქმნება სხვადასხვა კერა, რომელიც იზრდება და ჯანსაღ ქსოვილსაც აზიანებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 30%-ის შემთხვევაში, ვისაც ასევე აღენიშნება ენდომეტრიოზი. თუ ენდომეტრიუმთან ფუნქციურად და სტრუქტურულად მსგავსი უჯრედები საშვილოსნოს კუნთოვან შრეში იზრდება, ამ შემთხვევაში, ენდომეტრიოზის დიაგნოზს სვამენ. თუ პროცესის შედეგად საკვერცხეც დაზიანდა, გამოკვლევების დროს ვლინდება ენდომეტრიოიდული ცისტა, მათი გასკდომა იწვევს ანთებით პროცესს და შესაძლოა, ადჰეზიების ფორმირებასაც შეუწყოს ხელი. იმუნოლოგიური უნაყოფობა როგორც წესი ქალის სხეული არ წარმოქმნის ანტისხეულებს სპერმატოზოიდების ანტიგენების წინააღმდეგ. მაგრამ ქრონიკული ანთებითი ან ავტოიმუნური დაავადებების დროს ორგანიზმის იმუნური დაცვა შესაძლოა, დაზიანდეს. ბოლო სამეცნიერო კვლევების თანახმად,  ქალის ორგანიზმში  ანტისხეულების არსებობას ყოველთვის არ მივყავართ უნაყოფობასთან, უფრო ხშირად, ასეთ დროს ორსულობა სპონტანური აბორტით სრულდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აფერხებს ჩასახვას, უკავშირდება მამაკაცის ორგანიზმში აღმოჩენილ ანტისხეულებს, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს სპერმატოზოიდების მობილობას და მათ უნარს შეაღწიონ საშვილოსნოს ყელში და გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი. აუცილებელია ორივე პარტნიორმა ყურადღებით გამოიკვლიოს შარდ-სასქესო სისტემა და ფიქსირდება თუ არა ანთებითი დაავადებები, რადგან სწორედ ანთებითი დაავადებები შეიძლება გახდეს ანტისხეულების დონის მატების მიზეზი. ასეთ დროს არ არის რეკომენდებული პოსტკოიტალური ტესტის ჩატარება. ეს ტესტი ეფუძნება საშვილოსნოს ყელის ლორწოს და სპერმის ურთიერთქმედებას სხეულს გარეთ (in vitro). არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ ამ დიაგნოზის ფარგლებში ეს მეთოდი ორსულობის დასადგომად ეფექტური გზაა. საშვილოსნოს ყელის ფაქტორი  უნაყოფობის ეს ფაქტორი გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის დეფორმაციით, რაც სპერმატოზოიდის საშვილოსნოსკენ მოძრაობას უშლის ხელს.    ენდოკრინული უნაყოფობა  როგორც უკვე აღვნიშნეთ მენსტრუალური ციკლის ჰორმონალური რეგულირება კომპლექსური პროცესია. თუ ციკლის რომელიმე რგოლში დარღვევა შეინიშნება, ამას შესაძლოა მოჰყვეს შეფერხება საკვერცხეში ფოლიკული მომწიფებასთან დაკავშირებით, ან დაირღვეს ოვულაციის პროცესი. ციკლში ოვულაციის არარსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს თანდაყოლილი ქრომოსომური დარღვევებით, ანთებითი დაავადებებით, ქირურგიული ოპერაციებით, პოლიკისტური საკვერცხის სინდრომით, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით და სხვა ფაქტორებით. უნაყოფობა დაუდგენელი მიზეზით  ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია უნაყოფობის მიზეზის დადგენა. ასეთ დროს ექიმები იდიოპათიური უნაყოფობის დიაგნოზს სვამენ. ქალთა უნაყოფობის სიმპტომები  თუ რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრება გაქვთ და ორსულობა მაინც არ დგება, ეს უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ამ შემთხვევაში, აუცილებელია რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ ნაყოფიერების დაქვეითების მიზეზი გაპოვნინოთ. თუ 35 წელს გადაშორებული ხართ, რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია დაორსულების 6 თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ. ამ ასაკში საკვერცხეებში კვერცხუჯრედების რაოდენობა მკვეთრად იკლებს და დროის დაკარგვა არ ღირს. ზოგჯერ სახეზეა სხვა სახის ნიშნებიც, რომლებიც ასევე მიუთითებს ქალის რეპროდუქციული ფუნქციის პრობლემაზე. ეს ნიშნებია: გამონადენი სასქესო ტრაქტიდან, რომელიც ხასიათდება ატიპიური ფერით, სუნით და კონსისტენციით;  მცირე რაოდენობის მენსტრუალური გამონადენი, როდესაც მენსტრუაციის ფაზაში არ ხართ; მენსტრუაციის დარღვევა/არარეგულარული მენსტრუაცია; ტკივილი ქვედა მუცლის არეში; ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოცდილება ახლო ნათესავების შემთხვევაში; ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი;  სხეულზე ჭარბთმიანობა; მწვავე ფორმის აკნე; ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია უნაყოფობის დიაგნოსტირების მეთოდები უნაყოფობის ყოვლისმომცველი დიაგნოსტირება გულისხმობს  ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და ყველა არსებული მეთოდის გამოყენებას, რომელსაც უნაყოფობის მიზეზის იდენტიფიცირება შეუძლია.  პირველადი კონსულტაციის დროს რეპროდუქტოლოგი ესაუბრება პაციენტ(ებ)ს, ეცნობა ანამნეზს და უკვე ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს. დამატებით ექიმი ნიშნავს ზოგად გინეკოლოგიურ კვლევას და მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით კვლევას, რაც ექიმს შესაძლებლობას მისცემს, შეაფასოს საშვილოსნოს, საკვერცხეების და ენდომეტრიუმის მდგომარეობა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ექიმი მომავალი კვლევების საჭიროებას განსაზღვრავს. დიაგნოსტირების დროს მნიშვნელოვანია შეფასდეს საკვერცხეები არსებული რეზერვი. ამისთვის კი კონკრეტული, ანტიმიულერის ჰორმონის (AMH), ანალიზი ტარდება, ულტრაბგერითი კვლევის მეთოდით კი, ანტრალურ ფოლიკულებს ითვლიან.  ფალოპის მილების გამტარობის შესაფასებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ისეთი კვლევები, როგორიცაა: ჰისტეროსალპინგოგრაფია – ულტრაბგერის კონტროლით ფალოპის მილების გამტარობის დადგენა; სალპინგოსკოპია – ფალოპის მილების ულტრაბგერითი გამოკვლევა დიაგნოსტირება დამატებით გულისხმობს: კვლევებს ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰორმონების, (FSH, LH, პროლაქტინი) კონცენტრაციის შესამოწმებლად. სექს ჰორმონების (ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, პროგესტერონი) და თიროიდული ჰორმონების, (T4, TSH) კონცენტრაციის შესამოწმებლად კვლევებს ინფექციური დაავადებების გამოსარიცხად, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსარიცხად ჩვენების აუცილებლობის შემთხვევაში, გენეტიკოსთან კონსულტაციას ქალის უნაყოფობის დიაგნოსტირების ქირურგიული მეთოდები  დიაგნოსტირების ქირურგიული მეთოდები მოიაზრებს ჰისტეროსკოპიას და ლაპაროსკოპიას. ჰისტეროსკოპია  ჰისტეროსკოპია, როგორც ქირურგიული მეთოდი გულისხმობს მინიმალურ ქირურგიულ ჩარევას და ამავდროულად, მრავალმხრივ ინფორმაციას და მონაცემებს გვაწვდის. პროცედურა გვაწვდის არამხოლოდ საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობის დეტალურ სურათს, ასევე, აღმოჩენილი პათოლოგიების მოშორების შესაძლებლობას.  პროცედურის დროს ექიმი იყენებს სპეციალურ ხელსაწყოს, რომელიც აღჭურვილია ძლიერი ოპტიკური სისტემით და აქვს ფართო ხედვის კუთხე. ჰისტეროსკოპი საშვილოსნოში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის არხით, შესაბამისად, ქირურგიული დანის გამოყენება პროცედურის დროს საჭირო არაა. საშვილოსნოში ჰისტეროსკოპის შეყვანის შემდეგ მონიტორზე ფართო ხედის სურათი ისახება და ექიმებს შესაძლებლობა აქვს საშვილოსნოს და მისი შიგნითა გარსის მდგომარეობა დეტალურად შეაფასონ. ჰისტეროსკოპია საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ: ქრონიკული ენდომეტრიტი – საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება. (ქალთა უნაყოფობის შემთხვევათა 60% სწორედ ეს პათოლოგია გამოვლინდა);  ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, მათ შორის პოლიპების;  ადენომიოზი (საშვილოსნოს ენდომეტრიოზი); საშვილოსნოს ფიბრომა; საშვილოსნოს ღრუს ძგიდე; სინექია (ადჰეზიები) ლაპარასკოპია  ეს თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნიკა ექიმს შესაძლებლობას აძლევს მუცლის ღრუსა და მენჯის ღრუს ორგანოებს მისწვდეს დიდი ჭრილობების გარეშე. ოპტიკური მოწყობილობის, ლაპარასკოპის, შეყვანა 6 მმ დიამეტრის მქონე ნაჩხვლეტების საშუალებით ხდება და მონიტორზე ფართო ხედის სურათი ისახება. ლაპაროსკოპიის დახმარებით შესაძლებელია გამოვლინდეს: საშვილოსნოს მიომა; გენიტალური ენდომეტრიოზი; სიმსივნური და კისტური წარმონაქმნი საკვერცხეებზე;  ფალოპის მილების პათოლოგია; ადჰეზიები მცირე მენჯში ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`## ქალთა უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები  ორსულობის მიღწევისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლისთვის ოპტიმალური მეთოდის არჩევა ყოველთვის ყოვლისმომცველ გამოკვლევებს ეფუძნება. კონსერვატიული თერაპია ზოგიერთ შემთხვევაში რეპროდუქციული ფუნქცია შესაძლოა, კონსერვატიული მეთოდების გამოყენებით აღდგეს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ჰიპერანდროგენიის ან სხვა პათოლოგიის შემთხვევაში, ჰორმონალურ თერაპიას მიმართავენ. ფიზიოთერაპია, კვებითი ჩვევების და ცხოვრების წესის შეცვლა ასევე ზრდის ორსულობის დადგომის შანსს.  ქირურგიული მკურნალობა ქირურგიული ჩარევა საჭიროა თუ უნაყოფობა ენდომეტრიული პათოლოგიების შედეგია: ფიბრომა, ადჰეზიები მცირე მენჯის ღრუში, ენდომეტრიოზი და კისტები საკვერცხეზე. ლაპაროსკოპია ეფექტური მეთოდია, თუ პაციენტს აქვს: ენდომეტრიოზი. პათოლოგიური კერების დროული მოშორება საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ ენდომეტრიოზის  ახლომდებარე ქსოვილებსა და ორგანოებზე გავრცელება. წყდება ტკივილის შეგრძნება და პაციენტის უნაყოფობა იკურნება დაავადების გვიან სტადიაზე მკურნალობის შემთხვევაშიც კი. ქრონიკული ანთებით დაავადება, რომელიც ხელს უწყობს ადჰეზიების ფორმირებას მცირე მენჯის ღრუში: ადჰეზიები აუცილებლად უნდა მოიკვეთოს. თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდება, რომ ფალოპის მილები შეუქცევადად დაზიანებულია, ორსულობის დადგომისთვის საჭირო ხდება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის გამოყენება. თუმცა ადჰეზიები აუცილებლად უნდა მოაშორეს მცირე მენჯის ღრუს. ეს დაგაზღვევთ საშვილოსნოსგარე ორსულობისგან და გაზრდის ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსს.   საშვილოსნოს ფიბრომის დიაგნოზი ასევე საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია, თუ, მაგალითად,  რამდენიმე კვანძია ერთდროულად აღმოჩენილი ან კვანძები ზომაში სწრაფად იზრდება. ოპერაციით შესაძლებელია 10 სანტიმეტრამდე დიამეტრის მქონე ფიბროიდების მოშორება. კისტა საკვერცხეზე. კისტა ხასიათდება ორსულობის დროს აქტიური ზრდით. გარდა ამისა, არსებობს კისტის ავთვისებიან სიმსივნედ ტრანსფორმაციის რისკი. ჰისტეროსკოპია ეხმარება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, სუბმუკოზური (ლორწოვანქვეშა) მიომა, ადჰეზიები საშვილოსნოში და საშვილოსნოს შიდა ძგიდე. როგორც წესი, ოპერაცია ტარდება მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში (5-დან 10 დღემდე), რადგან სწორედ ამ პერიოდშია საშვილოსნოს შიდა გარსი ოპტიმალური სისქის.  თუმცა ექიმი, ჩვენებაზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს საუკეთესო მომენტს. სინექიას მოსაშორებლად საუკეთესო დროა ციკლის მე-20 - 24-ე დღე, ხოლო ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის დროს ოპერაცია ნებისმიერ დროს შეიძლება (მენსტრუალური სისხლდენის პერიოდის გარდა). დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (ART)  უფრო რთულ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით პოზიტიური შედეგი ვერ დგება, იყენებენ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს.  საშვილოსნოს ყელის ფაქტორის, სექსუალური დისფუნქციის, აუხსნელი უნაყოფობის და სქესობრივი პარტნიორის არარსებობის შემთხვევაში (როდესაც განაყოფიერება დონორის სპერმის გამოყენებით ხდება) ექიმი ატარებს საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას. პროცედურის დროს  ექიმს სპეციალურად დამუშავებული სპერმა საშვილოსნოს ყელის გვერდის ავლით შეჰყავს პაციენტის საშვილოსნოს ღრუში. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედი ქალის სხეულის ნაცვლად ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ნაყოფიერდება. პროცედურის დასრულების შემდეგ მიღებული ემბრიონები გადააქვთ პაციენტი ქალის საშვილოსნოში. პირველ ეტაპზე ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მილების პრობლემის დროს მიმართავდნენ, თუმცა დღეს ამ ტექნოლოგიის გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური მეთოდია ენდომეტრიოზის, აუხსნელი უნაყოფობის, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს. დამატებით, ეს მეთოდი რეკომენდებულია გვიანი რეპროდუქციული ასაკის ფაზაში მყოფი ქალებისთვის, ან მათთვის, ვისი საკვერცხის რეზერვი შემცირებულია.  თუ გამეტები (სასქესო უჯრედები) საერთოდ არ არის ან ძალიან დაბალი ხარისხითაა წარმოდგენილი, შესაძლებელია დონორის გამეტების გამოყენება. იმ ქალებისთვის, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ორსულდება, რეკომენდებულია სუროგატის მომსახურებით სარგებლობა. პროცედურის დროს პაციენტის და მისი პარტნიორის (ან დონორის) კვერცხუჯრედის და სპერმის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონი გადააქვთ სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მშობიარობის შემდეგ ბავშვს ბიოლოგიურ მშობლებს გადასცემს. ქალთა უნაყოფობასთან დაკავშირებული ფაქტები პოპულარული რწმენის მიუხედავად, ქალის უნაყოფობის მკურნალობა ყოველთვის არ გულისხმობს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ზოგჯერ დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა საკმარისია ორსულობის დასადგომად. ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, სხეულის მასის ინდექსის 19-30 დიაპაზონში შენარჩუნება ზრდის ჩასახვის შანსს. თუ თქვენი მასის ინდექსი 35-ზე მეტია ჩასახვისთვის აუცილებელი დრო ორმაგდება, ხოლო თუ სხეულის მასის ინდექსი 18-ზე ნაკლებია, ეს დრო 4-ჯერ იზრდება. სათანადო ძილი უზრუნველყოფს ნორმალურ ოვულაციურ პროცესს. სრულ სიბნელეში 7-8 საათის განმავლობაში ძილი აღადგენს ნორმალურ ჰორმონალურ ფონს . თუ ღამით მუშაობთ, ამ პრაქტიკაზე უარი უნდა თქვათ. ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა ოვულაციის დღე და ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე პერიოდი. ოვულაციის დღის განსაზღვრა შესაძლებელია შარდის ანალიზით. ოვულაციის ტესტის ჩატარების დრო დამოკიდებულია მენსტრუალურ ციკლზე. სრულ მენსტრუალურ ციკლს ვაკლებთ 17 დღეს და მიღებული დღიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ოვულაციის ტესტის კეთება. ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2023-12-06T16:08:56+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge