საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

უნაყოფობის მკურნალობა

უნაყოფობის მკურნალობა

რა იწვევს უნაყოფობას? რატომ შენ? რა უნდა გააკეთოთ, რომ მშობელი გახდეთ? 

დღეს უნაყოფობა განაჩენი არ არის! ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ოცნება, გახდეთ ჯანმრთელი ბავშვის მშობელი, რეალობად იქცეს!

ჩვენი უპირატესობები

  • ჩვენს კლინიკაში ინ ვიტრო პროგრამების ეფექტურობა 53%-ს აღწევს;
  • თქვენს სამედიცინო ისტორიას ერთდროულად რამდენიმე ექიმი სწავლობს;
  • ჩვენი ემბრიოლოგიური ლაბორატორია სერტიფიცირებულია NEQAS სისტემის მიხედვით;
  • ჩვენი პროფილი რეპროდუქციულ ჯანმრთელობა და გენეტიკაა, შესაბამისად საუკეთესო შედეგებით გამოვირჩევით; 
  • ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე, დადასტურებული ეფექტურობის მქონე მკურნალობის მეთოდებს
აუცილებელია რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, თუ ერთწლიანი  აქტიური დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად, ორსულობა არ დგება. თუ პარტნიორების ასაკი 35 წელზე მეტია, ექიმთან ვიზიტის ვადა 6 თვემდე მცირდება.

ნუ შეგაშინებთ სიტყვა უნაყოფობა. ეს თქვენი სხეულის მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. რაც უფრო დროულად მიმართავთ ექიმს, ჩაიტარებთ გამოკვლევებს და დროულ მკურნალობას დაიწყებთ, მომავალი მშობლებისთვის მით უფრო მოკლე იქნება დიდი ხნის ნანატრი შვილის ყოლის გზა.

უნაყოფობის სახეები და მიზეზები

ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, გამოწვეული იყოს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებით. არის შემთხვევები, როდესაც შემცირებული ნაყოფიერება ორივე პარტნიორში იჩენს თავს და უნაყოფობის კომბინირებულს სახეს ვაწყდებით.

ექიმი სვამს შემდეგი სახის დიაგნოზს:

  • პირველადი უნაყოფობა: თუ წყვილს არასდროს არ ჰქონია ჩასახვის გამოცდილება; 
  • მეორადი უნაყოფობა: თუ წყვილის შემთხვევაში ორსულობა ერთხელ მაინც დადგა, იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდა და დასრულდა ეს ორსულობა
რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი არაერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

ქალის უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია:
  • ფალოპის მილების ობსტრუქცია და დისფუნქცია; 
  • ენდომეტრიოზი, როცა საშვილოსნოს შიდა გარსის უჯრედები საშვილოსნოს ღრუს გარეთ ვრცელდება და კერების ფორმირება ხდება; 
  • საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა , როდესაც საშვილოსნოს ყელის შიდა გარსის თავისებურებების გამო, სპერმატოზოიდების მოძრაობა ქალის სასქესო ტრაქტში თითქმის შეუძლებელი ხდება;
  • თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიური ცვლილებები საშვილოსნოში;
  • ენდოკრინული პრობლემები
მამაკაცის უნაყოფობა ვითარდება სპერმატოგენეზის პროცესის დარღვევის გამო ან სპერმატოზოიდებს იმგვარი დაბრკოლება ხვდებათ, რომ ქალის გენიტალურ ტრაქტში ვერ აღწევენ. დამატებით, რეპროდუქციული ფუნქცია მცირდება თუ სხეულში ანტისპერმული ანტისხეულები წარმოიქმნება. ანტისხეულებს ნეგატიური გავლენა აქვთ გამეტების მოძრაობაზე და ართულებენ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას.

ზოგჯერ უნაყოფობა დაკავშირებულია პაციენტების ემოციურ მდგომარეობასთან. ემოციური პრობლემების შემთხვევაში, რეკომენდებულია, პერინატალური ფსიქოლოგის დახმარება.

ფაქტები უნაყოფობის შესახებ 
  • უნაყოფობის გამოწვევის წინაშე მდგარი წყვილების ხვედრითი წილი 20-25%-ია;
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის თანაფარდობა წყვილში 40% -40%-ია;
  • კომბინირებული უნაყოფობის ფაქტორით წყვილების ხვედრითი წილი 20%-ია;
  • უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭიროა 6 თვემდე პერიოდი

უნაყოფობის მკურნალობის მეთოდი 

კონსერვატიული თერაპია ეფექტური მეთოდია, თუ ქალს ოვულაცია არ აქვს ან მამაკაცის სპერმოგრამა მცირე ცვლილებებს აჩვენებს. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია ვარიკოცელეს, საშვილოსნოს ფიბროიდების, ენდომეტრიოზის და სხვა პათოლოგიების შემთხვევაში. თუ უფრო რთული ფორმის უნაყოფობა გამოვლინდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩართვა ხდება. 

ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის დროს ხელოვნური ინსემინაცია დაგეხმარებათ. ეს მეთოდი ყველაზე ახლოსაა ჩასახვის ბუნებრივ გზასთან. ამ პროცედურის დროს ექიმს მხოლოდ სპეციალურად დამუშავებული სპერმა გადააქვს პაციენტის საშვილოსნოში. შემდეგ კი სპერმატოზოიდებმა კვერცხუჯრედი თავისით უნდა გაანაყოფიერონ.

IVF

ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას პაციენტის სხეულს გარეთ. ექიმები კვერცხუჯრედს ფოლიკულის პუნქციის შედეგად იღებენ. ამის შემდეგ კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდს სპეციალურ ჭურჭელში ანაყოფიერებენ. მიღებული ემბრიონები სპეციალურ ინკუბატორში ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ პაციენტის საშვილოსნოში გადააქვთ. 

ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური გზაა ფალოპის მილების გამტარობასთან დაკავშირებული პრობლემების, ენდომეტრიოზის, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიების, იმუნოლოგიური ფაქტორების დროს. დამატებით, პროცედურის ჩვენებაა იდიოპათიური უნაყოფობა, როდესაც შეუძლებელია ნაყოფიერების დაქვეითების მიზეზების დადგენა. ინ ვიტრო განაყოფიერება  რეკომენდებულია გვიანი რეპროდუქციული ასაკის ფაზაში მყოფი ქალებისთვის, ან მათთვის, ვისი საკვერცხის რეზერვი და ხარისხი შემცირებულია.

ICSI

სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინიექცია მამაკაცის უნაყოფობის მწვავე ფორმების დროს გამოიყენება. ამ დროს ემბრიოლოგი ირჩევს საუკეთესო ხარისხის გამეტებს და მათ პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ათავსებს.

დონორის პროგრამა

თუ სხვადასხვა მიზეზით პაციენტის გამეტების გამოყენება შეუძლებელია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ციკლში, უნაყოფობის მკურნალობისთვის იყენებენ დონორთა პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სპერმის, ისე კვერცხუჯრედის დონაციას.

სუროგაცია

სუროგაციის მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია, თუ ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ნაყოფის ტარება და ბავშვის გაჩენა.

უნაყოფობის მკურნალობის ღირებულება

მკურნალობის ღირებულება დამოკიდებულია უნაყოფობის დაძლევის მეთოდზე, ხოლო უნაყოფობის მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია იმ პათოლოგიებზე, რის გამოც რეპროდუქციული ფუნქცია დაქვეითებულია. როგორც წესი, რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმს, მით მეტია პრობლემის გამოვლენისა და მისი აღმოფხვრის შანსი.

უნაყოფობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფაქტები

პოპულარული მოსაზრების მიუხედავად, უნაყოფობის მკურნალობა სულაც არ გულისხმობს აუცილებლად მაღალტექნოლოგიური მეთოდების (ART) გამოყენებას. ხშირად ნაყოფიერების აღსადგენად წონის დაკლება, ჰორმონალური თერაპია და ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია. 

უნაყოფობას მკურნალობს რეპროდუქტოლოგი და არა გინეკოლოგი.  

უნაყოფობის მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია  და  დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და სამედიცინო ისტორიაზე.

ჩასახვის ალბათობა მცირდება როგორც ჭარბი წონის, ისე წონის დეფიციტის დროს. 

მავნე ჩვევებზე უარის თქმა ზრდის ორსულობის შანსს, რადგან ნიკოტინის და კოფეინის ჭარბი მოხმარება უნაყოფობის რისკს 1.5 -ჯერ ზრდის, ხოლო ალკოჰოლის მოხმარება, რაც დღეში 20 გრამზე მეტი ეთანოლის მიღებას გულისხმობს, უნაყოფობის რისკს. 60%-ით ზრდის. 

ერიდეთ სტრესს: პერიოდული და ქრონიკული სტრესი სისხლში წევს კორტიზოლის დონეს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ჩასახვის ალბათობას. 

ჩასახვისთვის ხელისშემწყობი გარემოებებია: მედიტაცია, მშვიდი მუსიკა, ხანგრძლივი ძილი, სარელაქსაციო მასაჟი, სიცილი (ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონეს)

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

უნაყოფობის მკურნალობა

რა იწვევს უნაყოფობას? რატომ შენ? რა უნდა გააკეთოთ, რომ მშობელი გახდეთ?  დღეს უნაყოფობა განაჩენი არ არის! ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ოცნება, გახდეთ ჯანმრთელი ბავშვის მშობელი, რეალობად იქცეს! ჩვენი უპირატესობები ჩვენს კლინიკაში ინ ვიტრო პროგრამების ეფექტურობა 53%-ს აღწევს; თქვენს სამედიცინო ისტორიას ერთდროულად რამდენიმე ექიმი სწავლობს; ჩვენი ემბრიოლოგიური ლაბორატორია სერტიფიცირებულია NEQAS სისტემის მიხედვით; ჩვენი პროფილი რეპროდუქციულ ჯანმრთელობა და გენეტიკაა, შესაბამისად საუკეთესო შედეგებით გამოვირჩევით;  ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე, დადასტურებული ეფექტურობის მქონე მკურნალობის მეთოდებს აუცილებელია რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, თუ ერთწლიანი  აქტიური დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად, ორსულობა არ დგება. თუ პარტნიორების ასაკი 35 წელზე მეტია, ექიმთან ვიზიტის ვადა 6 თვემდე მცირდება. ნუ შეგაშინებთ სიტყვა უნაყოფობა. ეს თქვენი სხეულის მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. რაც უფრო დროულად მიმართავთ ექიმს, ჩაიტარებთ გამოკვლევებს და დროულ მკურნალობას დაიწყებთ, მომავალი მშობლებისთვის მით უფრო მოკლე იქნება დიდი ხნის ნანატრი შვილის ყოლის გზა. უნაყოფობის სახეები და მიზეზები ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, გამოწვეული იყოს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებით. არის შემთხვევები, როდესაც შემცირებული ნაყოფიერება ორივე პარტნიორში იჩენს თავს და უნაყოფობის კომბინირებულს სახეს ვაწყდებით. ექიმი სვამს შემდეგი სახის დიაგნოზს: პირველადი უნაყოფობა: თუ წყვილს არასდროს არ ჰქონია ჩასახვის გამოცდილება;  მეორადი უნაყოფობა: თუ წყვილის შემთხვევაში ორსულობა ერთხელ მაინც დადგა, იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდა და დასრულდა ეს ორსულობა რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი არაერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ქალის უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია: ფალოპის მილების ობსტრუქცია და დისფუნქცია;  ენდომეტრიოზი, როცა საშვილოსნოს შიდა გარსის უჯრედები საშვილოსნოს ღრუს გარეთ ვრცელდება და კერების ფორმირება ხდება;  საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა , როდესაც საშვილოსნოს ყელის შიდა გარსის თავისებურებების გამო, სპერმატოზოიდების მოძრაობა ქალის სასქესო ტრაქტში თითქმის შეუძლებელი ხდება; თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიური ცვლილებები საშვილოსნოში; ენდოკრინული პრობლემები მამაკაცის უნაყოფობა ვითარდება სპერმატოგენეზის პროცესის დარღვევის გამო ან სპერმატოზოიდებს იმგვარი დაბრკოლება ხვდებათ, რომ ქალის გენიტალურ ტრაქტში ვერ აღწევენ. დამატებით, რეპროდუქციული ფუნქცია მცირდება თუ სხეულში ანტისპერმული ანტისხეულები წარმოიქმნება. ანტისხეულებს ნეგატიური გავლენა აქვთ გამეტების მოძრაობაზე და ართულებენ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. ზოგჯერ უნაყოფობა დაკავშირებულია პაციენტების ემოციურ მდგომარეობასთან. ემოციური პრობლემების შემთხვევაში, რეკომენდებულია, პერინატალური ფსიქოლოგის დახმარება. ფაქტები უნაყოფობის შესახებ  უნაყოფობის გამოწვევის წინაშე მდგარი წყვილების ხვედრითი წილი 20-25%-ია; ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის თანაფარდობა წყვილში 40% -40%-ია; კომბინირებული უნაყოფობის ფაქტორით წყვილების ხვედრითი წილი 20%-ია; უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭიროა 6 თვემდე პერიოდი უნაყოფობის მკურნალობის მეთოდი  კონსერვატიული თერაპია ეფექტური მეთოდია, თუ ქალს ოვულაცია არ აქვს ან მამაკაცის სპერმოგრამა მცირე ცვლილებებს აჩვენებს. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია ვარიკოცელეს, საშვილოსნოს ფიბროიდების, ენდომეტრიოზის და სხვა პათოლოგიების შემთხვევაში. თუ უფრო რთული ფორმის უნაყოფობა გამოვლინდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩართვა ხდება.  ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია საშვილოსნოს ყელის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის დროს ხელოვნური ინსემინაცია დაგეხმარებათ. ეს მეთოდი ყველაზე ახლოსაა ჩასახვის ბუნებრივ გზასთან. ამ პროცედურის დროს ექიმს მხოლოდ სპეციალურად დამუშავებული სპერმა გადააქვს პაციენტის საშვილოსნოში. შემდეგ კი სპერმატოზოიდებმა კვერცხუჯრედი თავისით უნდა გაანაყოფიერონ. IVF ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას პაციენტის სხეულს გარეთ. ექიმები კვერცხუჯრედს ფოლიკულის პუნქციის შედეგად იღებენ. ამის შემდეგ კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდს სპეციალურ ჭურჭელში ანაყოფიერებენ. მიღებული ემბრიონები სპეციალურ ინკუბატორში ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ პაციენტის საშვილოსნოში გადააქვთ.  ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური გზაა ფალოპის მილების გამტარობასთან დაკავშირებული პრობლემების, ენდომეტრიოზის, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიების, იმუნოლოგიური ფაქტორების დროს. დამატებით, პროცედურის ჩვენებაა იდიოპათიური უნაყოფობა, როდესაც შეუძლებელია ნაყოფიერების დაქვეითების მიზეზების დადგენა. ინ ვიტრო განაყოფიერება  რეკომენდებულია გვიანი რეპროდუქციული ასაკის ფაზაში მყოფი ქალებისთვის, ან მათთვის, ვისი საკვერცხის რეზერვი და ხარისხი შემცირებულია. ICSI სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინიექცია მამაკაცის უნაყოფობის მწვავე ფორმების დროს გამოიყენება. ამ დროს ემბრიოლოგი ირჩევს საუკეთესო ხარისხის გამეტებს და მათ პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ათავსებს. დონორის პროგრამა თუ სხვადასხვა მიზეზით პაციენტის გამეტების გამოყენება შეუძლებელია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ციკლში, უნაყოფობის მკურნალობისთვის იყენებენ დონორთა პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სპერმის, ისე კვერცხუჯრედის დონაციას. სუროგაცია სუროგაციის მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია, თუ ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ნაყოფის ტარება და ბავშვის გაჩენა. უნაყოფობის მკურნალობის ღირებულება მკურნალობის ღირებულება დამოკიდებულია უნაყოფობის დაძლევის მეთოდზე, ხოლო უნაყოფობის მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია იმ პათოლოგიებზე, რის გამოც რეპროდუქციული ფუნქცია დაქვეითებულია. როგორც წესი, რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმს, მით მეტია პრობლემის გამოვლენისა და მისი აღმოფხვრის შანსი. უნაყოფობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფაქტები პოპულარული მოსაზრების მიუხედავად, უნაყოფობის მკურნალობა სულაც არ გულისხმობს აუცილებლად მაღალტექნოლოგიური მეთოდების (ART) გამოყენებას. ხშირად ნაყოფიერების აღსადგენად წონის დაკლება, ჰორმონალური თერაპია და ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია.  უნაყოფობას მკურნალობს რეპროდუქტოლოგი და არა გინეკოლოგი.   უნაყოფობის მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია  და  დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და სამედიცინო ისტორიაზე. ჩასახვის ალბათობა მცირდება როგორც ჭარბი წონის, ისე წონის დეფიციტის დროს.  მავნე ჩვევებზე უარის თქმა ზრდის ორსულობის შანსს, რადგან ნიკოტინის და კოფეინის ჭარბი მოხმარება უნაყოფობის რისკს 1.5 -ჯერ ზრდის, ხოლო ალკოჰოლის მოხმარება, რაც დღეში 20 გრამზე მეტი ეთანოლის მიღებას გულისხმობს, უნაყოფობის რისკს. 60%-ით ზრდის.  ერიდეთ სტრესს: პერიოდული და ქრონიკული სტრესი სისხლში წევს კორტიზოლის დონეს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ჩასახვის ალბათობას.  ჩასახვისთვის ხელისშემწყობი გარემოებებია: მედიტაცია, მშვიდი მუსიკა, ხანგრძლივი ძილი, სარელაქსაციო მასაჟი, სიცილი (ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონეს) ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2023-12-06T16:08:32+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge