ემბრიოლოგიის ლაბორატორია რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის მთავარი სივრცეა. ეს არის ადგილი, სადაც უაღრესად რთული სამედიცინო მანიპულაციები ტარდება და ოცნებები ხდება. ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით მიღწეული ორსულობა ხშირად ვარაუდებთანაა დაკავშირებული. ემბრიოლოგებსაც კი, შედეგების პროგნოზირების თავისებური გზა აქვთ. თუმცა, ერთი რამ უტყუარია: ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატება მეტწილად დამოკიდებულია ლაბორატორიის სწორ მოწყობასა და ფუნქციონირებაზე, მანიპულაციის დროს სწორად შერჩეულ ტექნიკასა და მასალაზე.
ჩვენი რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ემბრიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორია, რა ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული და რა იძლევა წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალი მაჩვენებლის გარანტიას.
თანამედროვე ლაბორატორიები ბევრად განვითარებულია იმ ლაბორატორიებთან შედარებით, სადაც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პირველი მცდელობები ტარდებოდა. ლაბორატორიული აღჭურვილობა მუდმივად ახლდება, რაც ემბრიოლოგებს შესაძლებლობას აძლევს, რომ შედეგები გააუმჯობესონ. ამჟამად ბევრი კომპანია აწარმოებს ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის და ემბრიონის კულტივირებისთვის საჭირო აღჭურვილობას. თანამედროვე ინ ვიტრო ლაბორატორია არის სპეციალურად აღჭურვილი სივრცეების ერთობა და წარმატება ხშირად ყველა მოთხოვნის დაცვაზეა დამოკიდებული.
European Fertility Clinic-ის ლაბორატორია სპეციალურად შეიქმნა ქართველი და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავეს ყველა საჭიროებით აღჭურვილი და მოწინავე სტანდარტის მქონე ლაბორატორია.
პროექტირების და მშენებლობის ეტაპი
პროექტირების და მშენებლობის პროცესში უმცირეს დეტალსაც კი შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ლაბორატორიის ფუნქციონირებაზე. მაგალითად, მშენებლობის დროს ემბრიონისთვის შეუთავსებელ ბევრ მასალას იყენებენ. ეს მასალებია: საღებავი, მამჭიდროებელი მასალა და სხვა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ჩვეულებრივი ავეჯი, კარადები, სკამები ასევე შესაძლოა, საზიანო იყოს. როდესაც ემბრიოლოგიის ლაბორატორიის დაპროექტება ხდება მნიშვნელოვანია ნაკლებ ტოქსიკური მასალების შერჩევა, რომლებსაც არ აქვთ სუნი და არ შეიცავენ მავნე ნივთიერებებს. შესაბამისად, ემბრიონის განვითარებაზე მავნე ზეგავლენა არ ექნებათ.
ყველა სამშენებლო მასალა უნდა იყოს წინასწარ შემოწმებული და სერტიფიცირებული. მიზანშეწონილი არ არის ლაბორატორიაში ისეთი საგნების განთავსება, თუნდაც დროებით, რომელმაც შესაძლოა ემბრიონის განვითარებაზე გავლენა იქონიოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიის ჰერმეტულობას და იზოლირებას. ეს განსაკუთრებით ეხება ჭერსა და ლაბორატორიის მომიჯნავე ტერიტორიას. ყველა ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და მტვერი იოლად იწმინდებოდეს, მათ შორის სველი წესით.
ზოგი ამგვარ თავისებურებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მცირე დეტალების გათვალისწინებაც კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
იდეალური შენობა ლაბორატორიისთვის
საკუთხესო შედეგისთვის მნიშვნელოვანია, ლაბორატორიის მოწყობის სათანადო დაგეგმვა. მაგალითად, ემბრიოლოგიის ოთახი მანიპულაციის ოთახის მიმდებარედ უნდა განთავსდეს, რათა შემცირდეს დრო რომელსაც შეგროვებული კვერცხუჯრედები სპეციალური მოწყობილობის მიღმა გაატარებენ. თუმცა შენობის ამგვარი მოწყობა შესაძლოა, საზიანო იყოს ემბრიონის განვითარებისთვის. საქმე იმაშია, რომ სანიტარული ნორმების მიხედვით, კვერცხუჯრედის მოპოვების ადგილი სპეციალური ნივთიერებებით უნდა გაიწმინდოს, რასაც შესაძლოა, ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს ინკუბატორში მოთავსებული უჯრედების განვითარებაზე. მანიპულაციის ოთახისთვის და, განსაკუთრებით, ემბრიოლოგიის ოთახისთვის სპეციალური პირობების უზრუნველყოფა ძალიან რთული ამოცანაა, რომელიც მოითხოვს ყოვლისმომცველ დაპროექტებას. ოთახების დასუფთავებისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება შესაძლოა საზიანო იყოს ემბრიონის განვითარებისთვის. უფრო მეტიც, ასეთი ნივთიერებების უარყოფითი ეფექტი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ European Fertility Clinic კრძალავს ქლორის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას.
აუცილებელია ინ ვიტრო პროცედურების ოთახის იზოლირება კლინიკის სხვა განყოფილებებისგან. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა განყოფილებებისა და ადმინისტრაციული ოფისების სიახლოვეს შეუძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის აუცილებელი მიკროკლიმატის შექმნა. შესაბამისად, სასურველია, რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა განთავსდეს ცალკე შენობაში.
სავენტილაციო სისტემა
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების მკაცრი შეზღუდვის და სპეციალური მოთხოვნების გარდა, წარმატების მაჩვენებელზე გავლენა აქვს სავენტილაციო სისტემის მუშაობას, რომელიც მანიპულაციის ოთახის ნაწილში ჰაერის დამატებით წნევას ქმნის, რაც ემბრიონის კულტივაციის ზონაში მავნე ნაწილაკების შეღწევის პრევენციას ემსახურება. სავენტილაციო სისტემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველსაყოფად: სპეციალური გამწმენდი დანადგარები ასუფთავებენ ჰაერს მცირე ნაწილაკებისა და მიკროორგანიზმებისგან და დაბინძურებულ ჰაერს ცირკულირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ჰაერის გამწმენდი სისტემის დაყენებას ართულებს ულტრაიისფერი სხივი, რამაც შესაძლოა ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებაზე გავლენა იქონიოს.
ლაბორატორიის სისუფთავე
ლაბორატორიის სისუფთავის სტანდარტი ძალიან მაღალია და მკაცრ შეზღუდვებს ექვემდებარება. ლაბორატორიაში შესვლის უფლება სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებსაც კი არ აქვთ ემბრიოლოგის ნებართვის გარეშე. ლაბორატორიაში შესვლამდე ემბრიოლოგი იცვლის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს და დგება ასეპტურ ხალიჩაზე, რომელიც მცირე ნაწილაკებსაც კი შთანთქავს.
სამწუხაროდ, ასეთი სტანდარტი ყველა ცენტრში არ არის დაცული. European Fertility Clinic ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სისუფთავეზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს, რასაც, როგორც წესი დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ასევე უაღრესად ზრდის ლაბორატორიის ეფექტურობას. რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში კეთილმოწყობილი ემბრიოლოგიის ლაბორატორია აჩვენებს ემბრიოლოგების ურყევ დამოკიდებულებას, გამოიყენონ თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობისა და დაიცვან მუშაობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ნორმა.
ემბრიოლოგიის ლაბორატორია