საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა

consultations

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება უნაყოფობის მიზეზია შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში. თუ ერთი წლის განმავლობაში წყვილს აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვს და ორსულობა მაინც არ დგება, ორივე მეუღლეს/პარტნიორს სჭირდება ყოვლისმომცველი გამოკვლევის ჩატარება.

მამაკაცთა უნაყოფობის მთავარი მიზეზები

მამაკაცების შემთხვევაში რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს: 
  • სპერმატოზოიდების ფორმირებისა და მომწიფების პროცესის დარღვევამ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თანდაყოლილი, (მაგალითად, კრიპტოქრიზმი) ისე შეძენილი პათოლოგიებისგან, მაგალითად, როგორიცაა ორქიტი.
  • თესლგამომტანი სადინარის ან რეპროდუქციული არხის სხვა ნაწილის დახშობამ. ასეთ დროს ექიმი ობსტრუქციული უნაყოფობის დიაგნოზს სვამს, რაც ხშირად სათესლე პარკზე პოსტოპერაციული ადჰეზიების ფორმირებით ან გადამდები ინფექციური დაავადებებითაა გამოწვეული. ამას გარდა, სადინარების დახშობაზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნეოპლაზმასაც. ზოგ შემთხვევაში თანდაყოლილ ანომალიებთან გვაქვს საქმე, როგორიცაა, მაგალითად, ეპიდიდიმისის არარსებობა. 
  • თუ სპერმის ეაკულაცია არ ხდება და, შესაბამისად, სპერმა ვერ არწევს ქალის გენიტალურ ტრაქტამდე. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ეაკულაციის დარღვევის დროს, მაგალითად, რეტროგრადული ეაკულაციის შემთხვევაში, როდესაც სპერმა ასოს ნაცვლად შარდის ბუშტში გადადის. 
  • მამაკაცის სხეულში წარმოქმნილმა ანტისხეულებმა. ჩვეულებრივ, იმუნური უჯრედები ე.წ. ბარიერითაა გამოყოფილი რეპროდუქციული გამეტებისგან. მეტიც იმუნურ უჯრედებს წარმოდგენა არ აქვთ რეპროდუქციული გამეტების არსებობის შესახებ. თუმცა, უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბარიერი შეიძლება დაზიანდეს, ასეთ დროს იმუნური სისტემა სპერმას უცხო სხეულად აღიქვამს, რომელიც უნდა განადგურდეს, შესაბამისად, მამაკაცის სხეულში სპეციალური ანტისხეულები (ASAB) ფორმირდება, რომლებიც გამეტების კუდს ემაგრებიან და ხელს უშლიან მათ მოძრაობას და კვერცხუჯრედში შეღწევას. 
მამაკაცის ნაყოფიერება შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა მედიკამენტის, რადიაციის ზემოქმედების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, არაჯანსაღი კვების და მჯდომარე ცხოვრების წესის გამო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა იმატებს, აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ სიმსუქნე, როგორც უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი. უნაყოფობა ასეთ დროს გამოწვეულია სისხლში ტესტოსტერონის დონის შემცირებით, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას სპერმოგენეზისის პროცესზე. სიმსუქნის მქონე ადამიანებში ჩანასახოვანი უჯრედების როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი კლებულობს.

მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა 

პირველ რიგში, ექიმი ნიშნავს სპერმოგრამას, რაც საბაზისო კვლევაა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად. თუ ანალიზში დარღვევები გამოვლინდა, აუცილებელია მისი განმეორებით ჩატარება 2 კვირის და 72 დღის ვადაში. 

MAR ანალიზის ჩატარებაც აუცილებელია უნაყოფობის იმუნოლოგიური ფაქტორის გამოსარიცხად. ანალიზის დროს ფასდება, რამდენი სპერმატოზოიდია დაფარული ანტისპერმული ანტისხეულებით. ანალიზი ასევე განსაზღვრავს localization of the ASAB.

თუ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ექიმმა შესაძლოა დამატებითი გამოკვლევები დანიშნოს, როგორიცაა:

  • HBA ანალიზი, რა დროსაც მამაკაცის გამეტების მომწიფების ხარისხი მოწმდება; 
  • TUNEL ანალიზი, რომელსაც სპერმის დნმ ფრაგმენტაციის გამოსავლენად მიმართავენ; 
  • სათესლე პარკის, პენისის და პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა; 
  • ანალიზები, რომლებიც სისხლში სასქესო ჰორმონების რაოდენობას ადგენს; 
  • გენეტიკური კვლევები, რომლებიც ცისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორის (CFTR) მუტაციების და აზოსპერმიის გამოსავლენად ინიშნება;
  • ანალიზები სექსუალური გზით გადამდები დაავადებების გამოსავლენად

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები 

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობისას სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, რეკომენდებულია როგორც თერაპიული მიდგომა, ასევე ქირურგიული ჩარევა ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება.  

მედიკამენტებით მკურნალობა, როგორც წესი, ეფექტურია ენდოკრინული დარღვევების ან ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. დამატებით ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ფიზიოთერაპია, ვიტამინებითა და მინერალებით კომპლექსური მკურნალობა. თუ პაციენტს ვარიკოცელეს ან კრიპტორქიზმის დიაგნოზს დაუსვამენ, ამ შემთხვევაში, რეპროდუქციული ფუნქციის აღსადგენად ქირურგიული ჩარევა ეფექტური გზაა. 

უფრო რთულ შემთხვევებში გამოიყენება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები 

  • ხელოვნური განაყოფიერების (IVF) და ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის (ICSI) დროს ექიმები ირჩევენ საუკეთესო ხარისხის სპერმატოზოიდს და მას კვერცხუჯრედში ათავსებენ. რეპროდუქციული გამეტების ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება PICSI ტექნოლოგია.  
  • ეაკულანტში ჩანასახოვანი უჯრედების არარსებობის შემთხვევაში, ექიმები მათ მიღებას ბიოფსიის გამოყენებით პირდაპირ სათესლე ჯირკვლებიდან ან ეპიდიდიმისისგან ცდილობენ.

ICSI პროგრამის ეფექტურობა European Fertility Clinic-ში 80%-ია. 

ზოგ შემთხვევაში, თუ ორსულობა პაციენტის სპერმის გამოყენებით არ დგება, ექიმმა შესაძლოა გასცეს რეკომენდაცია ხელოვნური განაყოფიერების დონორის გენეტიკური მასალით ჩატარებაზე. 

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება უნაყოფობის მიზეზია შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში. თუ ერთი წლის განმავლობაში წყვილს აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვს და ორსულობა მაინც არ დგება, ორივე მეუღლეს/პარტნიორს სჭირდება ყოვლისმომცველი გამოკვლევის ჩატარება. მამაკაცთა უნაყოფობის მთავარი მიზეზები მამაკაცების შემთხვევაში რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს:  სპერმატოზოიდების ფორმირებისა და მომწიფების პროცესის დარღვევამ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თანდაყოლილი, (მაგალითად, კრიპტოქრიზმი) ისე შეძენილი პათოლოგიებისგან, მაგალითად, როგორიცაა ორქიტი. თესლგამომტანი სადინარის ან რეპროდუქციული არხის სხვა ნაწილის დახშობამ. ასეთ დროს ექიმი ობსტრუქციული უნაყოფობის დიაგნოზს სვამს, რაც ხშირად სათესლე პარკზე პოსტოპერაციული ადჰეზიების ფორმირებით ან გადამდები ინფექციური დაავადებებითაა გამოწვეული. ამას გარდა, სადინარების დახშობაზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნეოპლაზმასაც. ზოგ შემთხვევაში თანდაყოლილ ანომალიებთან გვაქვს საქმე, როგორიცაა, მაგალითად, ეპიდიდიმისის არარსებობა.  თუ სპერმის ეაკულაცია არ ხდება და, შესაბამისად, სპერმა ვერ არწევს ქალის გენიტალურ ტრაქტამდე. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ეაკულაციის დარღვევის დროს, მაგალითად, რეტროგრადული ეაკულაციის შემთხვევაში, როდესაც სპერმა ასოს ნაცვლად შარდის ბუშტში გადადის.  მამაკაცის სხეულში წარმოქმნილმა ანტისხეულებმა. ჩვეულებრივ, იმუნური უჯრედები ე.წ. ბარიერითაა გამოყოფილი რეპროდუქციული გამეტებისგან. მეტიც იმუნურ უჯრედებს წარმოდგენა არ აქვთ რეპროდუქციული გამეტების არსებობის შესახებ. თუმცა, უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბარიერი შეიძლება დაზიანდეს, ასეთ დროს იმუნური სისტემა სპერმას უცხო სხეულად აღიქვამს, რომელიც უნდა განადგურდეს, შესაბამისად, მამაკაცის სხეულში სპეციალური ანტისხეულები (ASAB) ფორმირდება, რომლებიც გამეტების კუდს ემაგრებიან და ხელს უშლიან მათ მოძრაობას და კვერცხუჯრედში შეღწევას.  მამაკაცის ნაყოფიერება შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა მედიკამენტის, რადიაციის ზემოქმედების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, არაჯანსაღი კვების და მჯდომარე ცხოვრების წესის გამო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა იმატებს, აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ სიმსუქნე, როგორც უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი. უნაყოფობა ასეთ დროს გამოწვეულია სისხლში ტესტოსტერონის დონის შემცირებით, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას სპერმოგენეზისის პროცესზე. სიმსუქნის მქონე ადამიანებში ჩანასახოვანი უჯრედების როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი კლებულობს. მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა  პირველ რიგში, ექიმი ნიშნავს სპერმოგრამას, რაც საბაზისო კვლევაა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად. თუ ანალიზში დარღვევები გამოვლინდა, აუცილებელია მისი განმეორებით ჩატარება 2 კვირის და 72 დღის ვადაში.  MAR ანალიზის ჩატარებაც აუცილებელია უნაყოფობის იმუნოლოგიური ფაქტორის გამოსარიცხად. ანალიზის დროს ფასდება, რამდენი სპერმატოზოიდია დაფარული ანტისპერმული ანტისხეულებით. ანალიზი ასევე განსაზღვრავს localization of the ASAB. თუ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ექიმმა შესაძლოა დამატებითი გამოკვლევები დანიშნოს, როგორიცაა: HBA ანალიზი, რა დროსაც მამაკაცის გამეტების მომწიფების ხარისხი მოწმდება;  TUNEL ანალიზი, რომელსაც სპერმის დნმ ფრაგმენტაციის გამოსავლენად მიმართავენ;  სათესლე პარკის, პენისის და პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა;  ანალიზები, რომლებიც სისხლში სასქესო ჰორმონების რაოდენობას ადგენს;  გენეტიკური კვლევები, რომლებიც ცისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორის (CFTR) მუტაციების და აზოსპერმიის გამოსავლენად ინიშნება; ანალიზები სექსუალური გზით გადამდები დაავადებების გამოსავლენად მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები  მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობისას სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, რეკომენდებულია როგორც თერაპიული მიდგომა, ასევე ქირურგიული ჩარევა ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება.   მედიკამენტებით მკურნალობა, როგორც წესი, ეფექტურია ენდოკრინული დარღვევების ან ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. დამატებით ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ფიზიოთერაპია, ვიტამინებითა და მინერალებით კომპლექსური მკურნალობა. თუ პაციენტს ვარიკოცელეს ან კრიპტორქიზმის დიაგნოზს დაუსვამენ, ამ შემთხვევაში, რეპროდუქციული ფუნქციის აღსადგენად ქირურგიული ჩარევა ეფექტური გზაა.  უფრო რთულ შემთხვევებში გამოიყენება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები  ხელოვნური განაყოფიერების (IVF) და ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის (ICSI) დროს ექიმები ირჩევენ საუკეთესო ხარისხის სპერმატოზოიდს და მას კვერცხუჯრედში ათავსებენ. რეპროდუქციული გამეტების ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება PICSI ტექნოლოგია.   ეაკულანტში ჩანასახოვანი უჯრედების არარსებობის შემთხვევაში, ექიმები მათ მიღებას ბიოფსიის გამოყენებით პირდაპირ სათესლე ჯირკვლებიდან ან ეპიდიდიმისისგან ცდილობენ. ICSI პროგრამის ეფექტურობა European Fertility Clinic-ში 80%-ია.  ზოგ შემთხვევაში, თუ ორსულობა პაციენტის სპერმის გამოყენებით არ დგება, ექიმმა შესაძლოა გასცეს რეკომენდაცია ხელოვნური განაყოფიერების დონორის გენეტიკური მასალით ჩატარებაზე.  ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2023-12-06T16:09:19+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge