საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI)

თუ სპერმის ანალიზი არასახარბიელოა, თუ ექიმმა რეტროგრადული ეაკულაციის დიაგნოზი დასვა და თუ ბუნებრივი გზით ჩასახვის შანსი ნულოვანია, ამ დროს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის მეთოდი (ICSI) დაგეხმარებათ, რომ ორსულობა დადგეს. 

განაყოფიერება ICSI მეთოდით

კვერცხუჯრედში ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც კაცის უნაყოფოების დასაძლევად შეიქმნა. პროცედურის დროს წინასწარ შერჩეული სპერმატოზოიდები პირდაპირ კვერცხუჯრედში თავსდება.

ვის სჭირდება  IVF-ICSI iმეთოდი?

 ICSI მეთოდს მიმართავენ კაცის უნაყოფობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ სპერმის ფერტილურობა იმდენადაა შემცირებული, რომ სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევა წარუმატებლობისათვისაა განწირული. აზოოსპერმიის შემთხვევაში, როცა სპერმაში სპერმატოზოიდების არსებობა არ ფიქსირდება. ასეთ დროს სპერმატოზოიდების მიღება სპერმის ასპირაციით ან ბიოფსიითა შესაძლებელი. თუ რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება გამოწვეულია რეტროგრადული ეაკულაციის გამო (რაც სპერმის შარდის ბუშტში გადასროლას გულისხმობს). ასეთ დროს სპერმატოზოიდების შარდიდან მიიღება. 

ფაქტები ICSI-ის შესახებ

  • განაყოფიერების მაჩვენებელი ICSI-ის შემდეგ 75%-ზე მეტია
  • სპერმატოზოიდის მოძრაობის სიჩქარე წუთში 2-3 მმ-ია
  • სპერმატოზოიდის მომწიფების საშუალო პერიოდი 90 დღეა
  • პირველი ორსულობა  ICSI-ის გამოყენებით 1992 წელს დადგა

როგორ ტარდება ICSI პროცედურა?

ორივე, კვერცხუჯრედიც და სპერმატოზოიდებიც პროცედურამდე სათანადოდ მზადდება. ფოლიკული პუნქციის შემდეგ აუცილებელია კვერცხუჯრედის გადარჩენაზე ზრუნვა. ამის შემდეგ ემბრიოლოგი კვერცხუჯრედს აშორებს არასაჭირო უჯრედებს და არჩევს მხოლოდ მომწიფებულ კვერცხუჯრედს. ამავდროულად სპეციალისტები რეცხავენ სპერმატოზოიდებს და მათ აქტივირებას ცდილობენ. ამის შემდეგ სპერმატოზოიდებს სპეციალურ გარემოში ათავსებენ. ICSI პროცედურისთვის მხოლოდ საუკეთესო სპერმატოზოიდებს არჩევენ (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პარამეტრები რომელიც სტრუქტურას და მობილობას უკავშირდება) 

შერჩეული სპერმატოზოიდებს კვეთენ კუდს და მიკროინიექტორში ათავსებენ და ძალიან ფრთხილად გადააქვთ კვერცხუჯრედში, რომელიც  საჭირო პოზიციაშია დაფიქსირებული.

განაყოფიერებული კვერცხუჯრედები თავსდება სპეციალურ გარემოში, სადაც ყველა ნიუანსია გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვანია ემბრიონის განვითარებისთვის. ინკუბატორში ემბრიონი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. 

ICSI ეტაპები

პირველი ნაბიჯი

IVF-ICSI პროგრამის ფარგლებში, როგორც წესი შემთხვევათა უმეტესობაში პირველ ეტაპზე ტარდება ჰორმონალური მედიკამენტებით ოვულაციის სტიმულირების პროცედურა, რაც ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფების შესაძლებლობას იძლევა. ოვულაციის სტიმულირების გეგმა მუშავდება რეპროდუქტოლოგის მიერ ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით. ამ ეტაპის ხანგრძლივობა მერყეობს 10-დან 28 დღემდე. 

ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი აფასებს საკვერცხეების რეაქციას და ქალის ზოგად მდგომარეობას. კერძოდ, რამდენჯერმე ტარდება ისეთი ულტრაბგერითი კვლევა, როგორიცაა ფოლიკულომეტრია, რაც ფოლიკულების განვითარებაზე და ენდომეტრიუმის სისქესა და სტრუქტურაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოგცემთ. 

მეორე ნაბიჯი

ICSI პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტების სქესობრივი გამეტების მიღება.

კვერცხუჯრედის პუნქცია

როდესაც საკვერცხეებში ფოლიკული ზომა 18 მილიმეტრს აღწევს, რეპროდუქტოლოგი ნიშნავს სპეციალურ მედიკამენტს (ოვულაციის ტრიგერს), რომელიც უზრუნველყოფს ლუტეინიზირებული ჰორმონის გამოყოფას, რაც კვერცხუჯრედების მომწიფებისთვის აუცილებელია. პუნქცია ტარდება ინიექციიდან 36 საათის გასვლის შემდეგ. ეს მანიპულაცია, რომელიც ულტრაბგერითი მონიტორინგის ქვეშ ტარდება, ნახევარ საათზე ნაკლებ დროს საჭიროებს. 

ეაკულანტის შეგროვება

თუ სპერმიდან კაცის სასქესო გამეტების მიღება შეუძლებელია, სპეციალისტები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. თუ რეტროგრადული ეაკულაციის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ასეთ დროს სქესობრივი გამეტების მიღება ხდება შარდიდან. 

  1. სხვა შემთხვევებში საჭირო მასალის მისაღებად ბიოფსიის პროცედურას მიმართავენ. ეს შესაძლოა იყოს პუნქციის სახით, გულისხმობს სათესლე ჯირკვლის (TESA) ან ეპიდიდიმისის (PESA) ასპირაციას;
  2. ღია ტიპის (TESE და მიკრო TESE).

არის შემთხვევები როცა ექიმები მიმართავენ მიკროქირურგიულ ჩარევას (MESA) ეპიდიდიმისიდან სქესობრივი გამეტების მისაღებად. 

მესამე და მეოთხე ნაბიჯი

შემდეგი ეტაპი გულისხმობს განაყოფიერების პროცედურას. ეს პროცედურა დეტალურად ზემოთ უკვე განვიხილეთ, ისევე როგორც მიღებული ემბრიონების კულტივაცია სპეციალურ ინკუბატორში. 

ერთი ან ორი ემბრიონის გადატანა, როგორც წესი, ხდება მათი განვითარების მეხუთე დღეს. გადატანიდან 2 კვირის განმავლობაში ქალმა უნდა მიიღოს პროგესტერონის შემცველი მედიკამენტები. პროგესტერონი ხელს უწყობს ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციას, რაც აუცილებელია ემბრიონის წარმატებული ჩანერგვისთვის და საშვილოსნოს შეკუმშვის დასაქვეითებლად.  

ორსულობის განსასაზღვრად, გონადოტროპული ჰორმონის ანალიზი (hCG) ტარდება ემბრიონის გადატანიდან მე-14 დღეს. 

რა არის ICSI პროგრამის ღირებულება? 

ICSI-ის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი უჯრედის განაყოფიერება მოხდება. პროგრამის ღირებულებას ასევე განსაზღვრავს PICSI  ტექნოლოგიის გამოყენების საჭიროება სპერმის შესაგროვებლად. ფასს ასევე განსაზღვრავს მამაკაცის სქესობრივი გამეტების მისაღებად ბიოფსიის გამოყენების საჭიროება. 

რა არის წარმატების მიღწევის შანსი პირველივე ცდაზე? 

ჩვენს ცენტრში, ICSI-ის წარმატების შანსები დაახლოებით 80%-ია. ასეთი მაღალი შანსი განპირობებულია European Fertility Clinic-ის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ემბრიოლოგებით, ასევე უახლესი აპარატურის და საჭირო მასალების ხელმისაწვდომობით. კერძოდ, ჩვენ ვიყენებთ დანიური წარმოების ინკუბატორს "Planer" ასევე დანიური წარმოების  culture media Origio და COOK-ს (ავსტრალია) იაპონური წარმოების მიკრომანიპულატორებს (Narishige) და ასევე იაპონური წარმოების ინვერსიულ მიკროსკოპებს (Olympus)

ICSI და IVF – რა განსხვავებაა?

ICSI ინ ვიტრო განაყოფიერების ნაწილია

ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებისთვის განმსაზღვრელია სპერმაში საკმარისი სპერმატოზოიდების არსებობა, რომლებსაც კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი შესწევთ. ემბრიოლოგი ქალის და კაცის რეპროდუქციულ უჯრედებს პეტრას ჭურჭელში ათავსებს, სადაც განაყოფიერების პროცედურა ტარდება. 

ICSI პროცედურას მიმართავენ თუ სპერმაში ცოტა სპერმატოზოიდია, ან სპერმატოზოიდები საერთოდ არ ფიქსირდება. ამ მეთოდის გამოყენებით ემბრიოლოგს შეუძლია საუკეთესო გამეტები შეარჩიოს და კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში მოათავსოს.

რა ანალიზებია საჭირო?

IVF-ICSI პროცედურამდე და სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებამდე, პარტნიორებმა სხვადასხვა სახის გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ. 

კონკრეტულად, წყვილს დასჭირდება ანალიზები ისეთი საშიში ინფექციების გამოსავლენად, როგორიცაა აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი, სიფილისი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ამას გარდა, აუცილებელია გენიტალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა და კარიოტიპირება.

ქალს უნიშნავენ შარდის საერთო ანალიზს, მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას, კოაგულოგრამას, ანალიზებს სასქესო ჰორმონების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, ECG-ს და ფლუოროგრაფიას. 

კაცმა უნდა ჩაიტაროს სპერმის ანალიზი და MAR გამოკვლევა. 

საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევების ძირითადი ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს ექიმის გადაწყვეტილებით. 

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI)

თუ სპერმის ანალიზი არასახარბიელოა, თუ ექიმმა რეტროგრადული ეაკულაციის დიაგნოზი დასვა და თუ ბუნებრივი გზით ჩასახვის შანსი ნულოვანია, ამ დროს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის მეთოდი (ICSI) დაგეხმარებათ, რომ ორსულობა დადგეს.  განაყოფიერება ICSI მეთოდით კვერცხუჯრედში ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც კაცის უნაყოფოების დასაძლევად შეიქმნა. პროცედურის დროს წინასწარ შერჩეული სპერმატოზოიდები პირდაპირ კვერცხუჯრედში თავსდება. ვის სჭირდება  IVF-ICSI iმეთოდი?  ICSI მეთოდს მიმართავენ კაცის უნაყოფობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ სპერმის ფერტილურობა იმდენადაა შემცირებული, რომ სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევა წარუმატებლობისათვისაა განწირული. აზოოსპერმიის შემთხვევაში, როცა სპერმაში სპერმატოზოიდების არსებობა არ ფიქსირდება. ასეთ დროს სპერმატოზოიდების მიღება სპერმის ასპირაციით ან ბიოფსიითა შესაძლებელი. თუ რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება გამოწვეულია რეტროგრადული ეაკულაციის გამო (რაც სპერმის შარდის ბუშტში გადასროლას გულისხმობს). ასეთ დროს სპერმატოზოიდების შარდიდან მიიღება.  ფაქტები ICSI-ის შესახებ განაყოფიერების მაჩვენებელი ICSI-ის შემდეგ 75%-ზე მეტია სპერმატოზოიდის მოძრაობის სიჩქარე წუთში 2-3 მმ-ია სპერმატოზოიდის მომწიფების საშუალო პერიოდი 90 დღეა პირველი ორსულობა  ICSI-ის გამოყენებით 1992 წელს დადგა როგორ ტარდება ICSI პროცედურა? ორივე, კვერცხუჯრედიც და სპერმატოზოიდებიც პროცედურამდე სათანადოდ მზადდება. ფოლიკული პუნქციის შემდეგ აუცილებელია კვერცხუჯრედის გადარჩენაზე ზრუნვა. ამის შემდეგ ემბრიოლოგი კვერცხუჯრედს აშორებს არასაჭირო უჯრედებს და არჩევს მხოლოდ მომწიფებულ კვერცხუჯრედს. ამავდროულად სპეციალისტები რეცხავენ სპერმატოზოიდებს და მათ აქტივირებას ცდილობენ. ამის შემდეგ სპერმატოზოიდებს სპეციალურ გარემოში ათავსებენ. ICSI პროცედურისთვის მხოლოდ საუკეთესო სპერმატოზოიდებს არჩევენ (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პარამეტრები რომელიც სტრუქტურას და მობილობას უკავშირდება)  შერჩეული სპერმატოზოიდებს კვეთენ კუდს და მიკროინიექტორში ათავსებენ და ძალიან ფრთხილად გადააქვთ კვერცხუჯრედში, რომელიც  საჭირო პოზიციაშია დაფიქსირებული. განაყოფიერებული კვერცხუჯრედები თავსდება სპეციალურ გარემოში, სადაც ყველა ნიუანსია გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვანია ემბრიონის განვითარებისთვის. ინკუბატორში ემბრიონი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება.  ICSI ეტაპები პირველი ნაბიჯი IVF-ICSI პროგრამის ფარგლებში, როგორც წესი შემთხვევათა უმეტესობაში პირველ ეტაპზე ტარდება ჰორმონალური მედიკამენტებით ოვულაციის სტიმულირების პროცედურა, რაც ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფების შესაძლებლობას იძლევა. ოვულაციის სტიმულირების გეგმა მუშავდება რეპროდუქტოლოგის მიერ ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით. ამ ეტაპის ხანგრძლივობა მერყეობს 10-დან 28 დღემდე.  ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი აფასებს საკვერცხეების რეაქციას და ქალის ზოგად მდგომარეობას. კერძოდ, რამდენჯერმე ტარდება ისეთი ულტრაბგერითი კვლევა, როგორიცაა ფოლიკულომეტრია, რაც ფოლიკულების განვითარებაზე და ენდომეტრიუმის სისქესა და სტრუქტურაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოგცემთ.  მეორე ნაბიჯი ICSI პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტების სქესობრივი გამეტების მიღება. კვერცხუჯრედის პუნქცია როდესაც საკვერცხეებში ფოლიკული ზომა 18 მილიმეტრს აღწევს, რეპროდუქტოლოგი ნიშნავს სპეციალურ მედიკამენტს (ოვულაციის ტრიგერს), რომელიც უზრუნველყოფს ლუტეინიზირებული ჰორმონის გამოყოფას, რაც კვერცხუჯრედების მომწიფებისთვის აუცილებელია. პუნქცია ტარდება ინიექციიდან 36 საათის გასვლის შემდეგ. ეს მანიპულაცია, რომელიც ულტრაბგერითი მონიტორინგის ქვეშ ტარდება, ნახევარ საათზე ნაკლებ დროს საჭიროებს.  ეაკულანტის შეგროვება თუ სპერმიდან კაცის სასქესო გამეტების მიღება შეუძლებელია, სპეციალისტები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. თუ რეტროგრადული ეაკულაციის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ასეთ დროს სქესობრივი გამეტების მიღება ხდება შარდიდან.  სხვა შემთხვევებში საჭირო მასალის მისაღებად ბიოფსიის პროცედურას მიმართავენ. ეს შესაძლოა იყოს პუნქციის სახით, გულისხმობს სათესლე ჯირკვლის (TESA) ან ეპიდიდიმისის (PESA) ასპირაციას; ღია ტიპის (TESE და მიკრო TESE). არის შემთხვევები როცა ექიმები მიმართავენ მიკროქირურგიულ ჩარევას (MESA) ეპიდიდიმისიდან სქესობრივი გამეტების მისაღებად.  მესამე და მეოთხე ნაბიჯი შემდეგი ეტაპი გულისხმობს განაყოფიერების პროცედურას. ეს პროცედურა დეტალურად ზემოთ უკვე განვიხილეთ, ისევე როგორც მიღებული ემბრიონების კულტივაცია სპეციალურ ინკუბატორში.  ერთი ან ორი ემბრიონის გადატანა, როგორც წესი, ხდება მათი განვითარების მეხუთე დღეს. გადატანიდან 2 კვირის განმავლობაში ქალმა უნდა მიიღოს პროგესტერონის შემცველი მედიკამენტები. პროგესტერონი ხელს უწყობს ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციას, რაც აუცილებელია ემბრიონის წარმატებული ჩანერგვისთვის და საშვილოსნოს შეკუმშვის დასაქვეითებლად.   ორსულობის განსასაზღვრად, გონადოტროპული ჰორმონის ანალიზი (hCG) ტარდება ემბრიონის გადატანიდან მე-14 დღეს.  რა არის ICSI პროგრამის ღირებულება?  ICSI-ის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი უჯრედის განაყოფიერება მოხდება. პროგრამის ღირებულებას ასევე განსაზღვრავს PICSI  ტექნოლოგიის გამოყენების საჭიროება სპერმის შესაგროვებლად. ფასს ასევე განსაზღვრავს მამაკაცის სქესობრივი გამეტების მისაღებად ბიოფსიის გამოყენების საჭიროება.  რა არის წარმატების მიღწევის შანსი პირველივე ცდაზე?  ჩვენს ცენტრში, ICSI-ის წარმატების შანსები დაახლოებით 80%-ია. ასეთი მაღალი შანსი განპირობებულია European Fertility Clinic-ის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ემბრიოლოგებით, ასევე უახლესი აპარატურის და საჭირო მასალების ხელმისაწვდომობით. კერძოდ, ჩვენ ვიყენებთ დანიური წარმოების ინკუბატორს "Planer" ასევე დანიური წარმოების  culture media Origio და COOK-ს (ავსტრალია) იაპონური წარმოების მიკრომანიპულატორებს (Narishige) და ასევე იაპონური წარმოების ინვერსიულ მიკროსკოპებს (Olympus) ICSI და IVF – რა განსხვავებაა? ICSI ინ ვიტრო განაყოფიერების ნაწილია ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებისთვის განმსაზღვრელია სპერმაში საკმარისი სპერმატოზოიდების არსებობა, რომლებსაც კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი შესწევთ. ემბრიოლოგი ქალის და კაცის რეპროდუქციულ უჯრედებს პეტრას ჭურჭელში ათავსებს, სადაც განაყოფიერების პროცედურა ტარდება.  ICSI პროცედურას მიმართავენ თუ სპერმაში ცოტა სპერმატოზოიდია, ან სპერმატოზოიდები საერთოდ არ ფიქსირდება. ამ მეთოდის გამოყენებით ემბრიოლოგს შეუძლია საუკეთესო გამეტები შეარჩიოს და კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში მოათავსოს. რა ანალიზებია საჭირო? IVF-ICSI პროცედურამდე და სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებამდე, პარტნიორებმა სხვადასხვა სახის გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ.  კონკრეტულად, წყვილს დასჭირდება ანალიზები ისეთი საშიში ინფექციების გამოსავლენად, როგორიცაა აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი, სიფილისი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ამას გარდა, აუცილებელია გენიტალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა და კარიოტიპირება. ქალს უნიშნავენ შარდის საერთო ანალიზს, მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას, კოაგულოგრამას, ანალიზებს სასქესო ჰორმონების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, ECG-ს და ფლუოროგრაფიას.  კაცმა უნდა ჩაიტაროს სპერმის ანალიზი და MAR გამოკვლევა.  საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევების ძირითადი ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს ექიმის გადაწყვეტილებით.  ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2024-01-23T17:06:20+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge