კრიოკონსერვაცია გულისხმობს უჯრედებისა და ქსოვილების გაყინვას და შემდეგ შენახვას თხევად აზოტში. ულტრა დაბალი ტემპერატურა (-196 გრადუსი ცელსიუსი) ხელს უწყობს ყველა ბიოქიმიური პროცესის შეჩერებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , ბიომასალა რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც რომ გალღვესეს, ისეთივე იქნება, როგორიც გაყინვის მომენტში იყო .
კრიოკონსერვაცია EFC-ში
რეპროდუქციული მედიცინა ამ მეთოდს მრავალი წელია იყენებს და ამ ხნის განმავლობაში ტექნოლოგიები იხვეწება, რაც მისი შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას იძლევა. ადრე წარმატებით მხოლოდ სპერმის კრიოკონსერვაცია შეიძლებოდა, რადგან ნელი გაყინვის პროცესში წარმოიქმნებოდა ყინულის კრისტალები, რაც აზიანებდა კვერცხუჯრედის უჯრედულ სტრუქტურებს. ვიტრიფიკაცია აძლევს საშუალებას ნივთიერებას პირდაპირ გადავიდეს მინის მდგომარეობაში და, შესაბამისად, ყინულის კრისტალები არ წარმოიქმნება. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენება EFC-ში რეპროდუქციისა და გენეტიკურ ცენტრების ქსელში სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონების გაყინვის მიზნით. ვიტრიფიკაციისთვის ექსპერტები იყენებენ ნივთიერებებს, რომლებსაც კრიოპროტექტორები ეწოდება. გაყინვისას, ისინი ჩაანაცვლებენ უჯრედის შიგნით სითხეს. გალღობისას ყველაფერი ხდება ზუსტად პირიქით: სითხე ჩაანაცვლებს კრიოპროტექტორს.
ემბრიონის კრიოკონსერვაცია
ემბრიონების კრიოკონსერვაცია საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ის, რაც იყო მიღებული, მაგრამ არ იყო გამოყენებული ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლში.
გაყინული ემბრიონები შეიძლება:
წარუმატებლობის შემთხვევაში გამოიყენება მომდევნო ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამაში;
წარმატებას შემთხვევაში, ლღვება და გადაიტანება საშვილოსნოს ღრუში რამდენიმე წლის შემდეგ, მაშინ როდესაც მეუღლეები გადაწყვეტენ მეორე შვილის გაჩენას
გარდა ამისა, ვაციენტის ემბრიონის ვიტრიფიკაცია ტარდება სუროგაციის პროგრამების დროს ან როდესაც რაიმე მიზეზის გამო (მაგალითად, მწვავე ინფექციის გამო) გადატანა ვერ ხორციელდება ამ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლში.
თეორიულად, ემბრიონების შენახვა ულტრა დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია შეუზღუდავი დროის განმავლობაში. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი დაიბადა ემბრიონის გადატანის შდეგად კრინოკონსრვაციის 10 წლიანი და მეტი ხანდაზმულობით.
კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაცია
როგორც ზემოთ ავღნუშნეთ , კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაციას ფართოდ გამოყენება რეპროდიქციის სფეროში დაიწყეს ცოტა ხნის წინ.
ეს მეთოდი წყვეტს ბევრ პრობლემას და ნაჩვენებია მთელ რიგ შემთხვევებში , მაგალითად:
თუ ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის სპეციალისტები რაიმე მიზეზის გამო ვერ იღებენ სპერმას კვერცხუჯრედის პუნქციის დღეს;
თუ პაციენტი გადაწყვეტს გამოიყენოს მიღებული კვერცხუჯრედებისგან რომელიმე სხვა ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლში;
თუ ქალს უნდა ჩაუტარდეს რადიაციული ან ქიმიოთერაპიით მკურნალობა, ასევე სხვადასხვა ჩარევები, რომელსაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საკვერცხის ოვარიალურ რეზერვზე (მაგალითად, საკვერცხის რეზექცია);
თუ ქალი ჯერ არ არის მზად დედობისთვის, მაგრამ გეგმავს მომავალში შვილის გაჩენას. ამ შემთხვევაში საუბარია დაგვიანებულ დედობის პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს კვერცხუჯრედების გაყინვას ახალგაზრდა ასაკში, როცა უჯრედების რაოდენობა ჯერ კიდევ მაღალია და მათი ხარისხი მაღალი რჩება. წლების განმავლობაში ორსულობის შანსები მცირდება საკვერცხეების ოვარიალური რეზერვის შემცირების გამო და იზრდება ქრომოსომული დარღვევების მქონე ბავშვის გაჩენის რისკი (სტატისტიკის მიხედვით, თუ ქალი 35 წელზე ნაკლები ასაკისაა, მიღებული ემბრიონებისგან 55% არის ეუპლოიდური, თუ ის 42 წელზე უფროსია - მხოლოდ 12%), შესაძლებელია სასქესო უჯრედების იგივე გამეტების დროული კრიოკონსერვაცია. როდესაც ქალი მზად იქნება გახდეს დედა, გამეტებს გაალღვობენ და გამოიყენებენ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლში;
დონორის კვერცხუჯრედების შესანახად.
მანამდე ქალს დასჭირდება გამოკვლევა, ტესტების ჩამონათვალი ემთხვევა ინ ვიტრო განაყოფიერების ტესტების ჩამონათვალს.
ოვულაციის სტიმულირება, რაც საშუალებას გვაძლევს მიიღოთ რამდენიმე კვერცხუჯრედი ერთდროულად ერთ ციკლში;
ფოლიკულების პუნქცია, რომლის დროსაც ექიმები ასპირირებენ კვერცხუჯრედების შემცველ ფოლიკულურ სითხეს ;
მიღებული კვერცხუჯრედების ვიტრიფიკაცია (ულტრასწრაფი გაყინვა);
კვერცხების მოთავსება სპეციალურ სინჯარებში (კრიოვიალებში), რომელთაგან თითოეული საგულდაგულოდ არის მონიშნული;
კრიოვიალების მოთავსება დიუარის კოლბაში, სადაც ისინი ინახება -196 გრადუს ცელსიუსზე.
სპერმის კრიოკონსერვაცია
მამაკაცის გენეტიკური მასალის გაყინვას აქვს აზრი შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი გეგმავს მკურნალობის კურსს რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე მეთოდების გამოყენებით (რადიაციული ან ქიმიოთერაპიული, სათესლე ჯირკვლის ქირურგია);
თუ მამაკაცის პროფესია დაკავშირებულია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხესთან. ეს მოიცავს არა მხოლოდ სახიფათო საქმიანობას, არამედ მუშაობას მაღალი ან, პირიქით, დაბალი ტემპერატურის პირობებში, მავნე ქიმიურ ნაერთებთან კონტაქტს ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედებას;
თუ დაგეგმილია ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამა, მაგრამ შეუძლებელი ან რთული იქნება მამრობითი სასქესო გამეტების მიღება კვერცხუჯრედის პუნქციის დღეს;
დონორის სპერმის შესანახად.
პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
გენეტიკური მასალის შეგროვება და მისი თვისებების გამოკვლევა სპერმოგრამის ჩატარებით;
სპერმის დაუყოვნებლივი კრიოკონსერვაცია (სპერმოგრამის კარგი შედეგების შემთხვევაში) ან კრიოკონსერვაცია ბიომასალის წინასწარი კონცენტრაციით (უჯრედების მცირე რაოდენობის შემთხვევაში ან თუ ისინი მიღებულია TESE-ს გამოყენებით);
სპერმის მოთავსება სპეციალურ სინჯარებში (კრიოვიალებში), რომელთაგან თითოეული საგულდაგულოდ არის მონიშნული;
კრიოვიალების მოთავსება დიუავარის კოლბაში, სადაც ისინი ინახება -196 გრადუს ცელსიუსზე.
სისხლის ანალიზი : ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) + p24 ანტიგენი, მკრთალი ტრეპონემას IgM და IgG, B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) | ანტისხეულები (M და G) ან B ჰეპატიტის ანტიგენი (HbsAg). C ჰეპატიტის ვირუსის M და G კლასების საერთო ანტისხეულები სისხლში.
კრიობანკში ბიომასალის შენახვის წესები
კრიოსთავსაჟი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო მოთხოვნას, მათ შორის ცალკე ოთახის სათანადო ფართობის არსებობა, სპეციალურ იატაკს, იძულებით ვენტილაციას და ა.შ..
ყველა კრიოვიალი საგულდაგულოდ არის მონიშნული. ბიომასალის შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში ემბრიოლოგები ინარჩუნებენ აუცილებელ პირობებს რეესტრებში მუდმივად ჩანაწერების გაკეთებით.
კრიოკონსერვაცია რეპროდუქციის სფეროში გამოიყენება 35 წელზე მეტი, მაგრამ ვიტრიფიკაციის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება კვერცხუჯრედების გაყინვისთვის, სულ ახლახანს დაინერგა ფართო პრაქტიკაში.
ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები
კრიოკონსერვაციის მთავარი უპირატესობა არის პაციენტების გენეტიკური მასალის შენარჩუნების შესაძლებლობა, რათა მომავალში გამოიყენონ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ბიომასალის დაკარგვის გარკვეული სტატისტიკური პროცენტი. სპერმის ან ემბრიონის კრიოკონსერვაციის შემთხვევაში ეს ალბათობა ძალიან მცირეა, კვერცხუჯრედის გაყინვისას კი ოდნავ მეტია.

ვიტრიფიკაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, პაციენტის გამოკვლევა;

სპერმის კრიოკონსერვაციის საჭირო გამოკვლევები:
სპერმოგრამა + MAR-ტესტი;
PCR ნაცხი: Neisseria gonorrhoeae, Trichomonas vaginalis, Chlamydia trachomatis, Mycoplasma hominis, Mycoplasma genitalium, Ureaplasma spp.;
სისხლის ანალიზი : ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) + p24 ანტიგენი, მკრთალი ტრეპონემას IgM და IgG, B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) | ანტისხეულები (M და G) ან B ჰეპატიტის ანტიგენი (HbsAg). C ჰეპატიტის ვირუსის M და G კლასების საერთო ანტისხეულები სისხლში.
კრიობანკში ბიომასალის შენახვის წესები
კრიოსთავსაჟი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო მოთხოვნას, მათ შორის ცალკე ოთახის სათანადო ფართობის არსებობა, სპეციალურ იატაკს, იძულებით ვენტილაციას და ა.შ..
ყველა კრიოვიალი საგულდაგულოდ არის მონიშნული. ბიომასალის შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში ემბრიოლოგები ინარჩუნებენ აუცილებელ პირობებს რეესტრებში მუდმივად ჩანაწერების გაკეთებით.
კრიოკონსერვაცია რეპროდუქციის სფეროში გამოიყენება 35 წელზე მეტი, მაგრამ ვიტრიფიკაციის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება კვერცხუჯრედების გაყინვისთვის, სულ ახლახანს დაინერგა ფართო პრაქტიკაში.
ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები
კრიოკონსერვაციის მთავარი უპირატესობა არის პაციენტების გენეტიკური მასალის შენარჩუნების შესაძლებლობა, რათა მომავალში გამოიყენონ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ბიომასალის დაკარგვის გარკვეული სტატისტიკური პროცენტი. სპერმის ან ემბრიონის კრიოკონსერვაციის შემთხვევაში ეს ალბათობა ძალიან მცირეა, კვერცხუჯრედის გაყინვისას კი ოდნავ მეტია.
##$universal_information_block?
&IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg`
&TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?`
&BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი`
&BTN_LINK=`record_appointment`
&BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##