საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

უნაყოფობის სახეები

Types of infertility

ქალის და მამაკაცის უნაყოფობა 

  • ქალის უნაყოფობა: როდესაც წყვილი ვერ აღწევს ორსულობას ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უნაყოფო წყვილების შემთხვევათა 50% ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება
  • მამაკაცის უნაყოფობა: როდესაც წყვილი ვერ აღწევს ორსულობას კაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უნაყოფო წყვილების შემთხვევათა ასევე 50% მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება
  • არსებობს ისეთი სახის უნაყოფობა, როდესაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელს უშლის ჩასახვას. ასეთი რამ წყვილების დაახლოებით 50%-ში გვხვდება

პირველადი და მეორადი უნაყოფობა

  • პირველადი უნაყოფობა გვხვდება წყვილებში, რომელსაც არასდროს ჰქონია ორსულობის/ჩასახვის გამოცდილება
  • მეორადი უნაყოფობის შემთხვევაა, როდესაც წყვილის აქვს წარმატებული ორსულობის გამოცდილება ან ორსულობა შეწყდა ვადაზე ადრე და ამის შემდეგ ორსულობა ვეღარ დგება

უნაყოფობასთან დაკავშირებული ფაქტორები 

  • მილოვანი (ექტოპიური)/პერიტონეალური ფაქტორი მხოლოდ ქალებში გვხვდება. დისტალური და პროქსიმალური მილის ოკლუზიას ასევე მხოლოდ ქალებში ვაწყდებით. მენჯის ადჰეზიები და მილების ეპითელური ქსოვილის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მენჯის ანთებითი დაავადებებით, როგორიცაა სალპინგოოფორიტი ან ადნექსიტი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, განსაკუთრებით გონოკოკური და ქლამიდიური ინფექციები, აბორტი და მასთან დაკავშირებული გართულებები ან მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციის გავლენა, სწორედ ამ ფაქტორებს ვაწყდებით ქალთა უნაყოფოების შემთხვევათა 40%-ში. 
  • ობტურაციული უნაყოფობა ძალიან ჰგავს მილოვან- პერიტონეალურ უნაყოფობას, მაგრამ იგი მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება. იგი ხასიათდება თესლგამომტანი სადინარის ნაწილობრივი ან სრული დახშობით, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. სპერმის გამომტანი სადინარის დახშობის მიზეზი შეიძლება გახდეს შარდსადენი მილის და სასქესო ჯირკვლების ანომალიური განვითარება, სპერმის სადინარის თანდაყოლილი ან შეძენილი დახშობა. იგი ასევე შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა და სასქესო ორგანოების დაზიანებამ. 
  • ენდოკრინული ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ქალების უნაყოფობის შემთხვევაში ეს გამოხატულია კვერცხუჯრედის მომწიფების უკმარისობით და ოვულაციის დარღვევებით, რაც ჰორმონალურ ფონთან და მის ცვლილებებთანაა კავშირში. მამაკაცების შემთხვევაში ენდოკრინული ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა ვლინდება სპერმის ხარისხის და რაოდენობის შემცირებით, რადგან ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების რაოდენობა მცირდება . სპერმის ცვლილება შესაძლოა სხვადასხვა სახის პათოლოგიებმაც გამოიწვიოს, როგორცაა ვარიკოცელე, ჰიდროცელე, კრიპტორქიზმი, ასევე, სქესობრივი მომწიფების ასაკში გადატანილმა ეპიდემიურმა პაროტიტმა, ეკოლოგიურმა სიტუაციამ, რადიაციამ, მაღალმა ტემპერატურამ, ინფექციებმა სტრესმა, არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა, მოწევამ, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ და სხვა ფაქტორებმაც შესაძლოა იქონიოს გავლენა სპერმის ხარისხზე. 
  • საშვილოსნოს ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა გამოიხატება საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიური განვითარებით ან საშვილოსნოს ადჰეზიების, ოპერაციის და დაზიანებების შედეგად საშვილოსნოს შეძენილი სტრუქტურული ცვლილებებით. 
  • გენიტალურ ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ფაქტორი უნაყოფობის შემთხვევების 30%-ში გვხვდება. 
  • იმუნური ფაქტორები არის ორგანიზმში მიმდინარე ავტოიმუნური პროცესი, რომლის დროსაც მამაკაცის ორგანიზმი იმუნურია საკუთარი სპერმატოზოიდების მიმართ (შესაძლოა გამოწვეული იყოს სათესლე ჯირკვლების დაზიანებით) ან ქალის ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს მისი მეუღლის სპერმატოზოიდების მიმართ. იმუნური ფაქტორის კიდევ ერთი მაგალითია  I და II კლასის HLA-ანტიგენების თავსებადობა, რაც ასევე გვხვდება წყვილების გარკვეულ ნაწილში. 
  • იდიოპათიური უნაყოფობა, რომლის დროსაც უნაყოფობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, აღმოჩენილია უნაყოფობის შემთხვევათა 10%-ში.

უნაყოფობის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, კონკრეტულად კი უნაყოფობის დიაგნოსტირების და მკურნალობის პროფილის მქონე გინეკოლოგთან და ანდროლოგთან კონსულტაცია. 

European Fertility Clinic აღჭურვილია საჭირო ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსით, რათა დროულად გამოვავლინოთ უნაყოფობის მიზეზი და შემოგთავაზოთ მკურნალობის ეფექტური გეგმა.

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?

უნაყოფობის სახეები

ქალის და მამაკაცის უნაყოფობა  ქალის უნაყოფობა: როდესაც წყვილი ვერ აღწევს ორსულობას ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უნაყოფო წყვილების შემთხვევათა 50% ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება მამაკაცის უნაყოფობა: როდესაც წყვილი ვერ აღწევს ორსულობას კაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უნაყოფო წყვილების შემთხვევათა ასევე 50% მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება არსებობს ისეთი სახის უნაყოფობა, როდესაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელს უშლის ჩასახვას. ასეთი რამ წყვილების დაახლოებით 50%-ში გვხვდება პირველადი და მეორადი უნაყოფობა პირველადი უნაყოფობა გვხვდება წყვილებში, რომელსაც არასდროს ჰქონია ორსულობის/ჩასახვის გამოცდილება მეორადი უნაყოფობის შემთხვევაა, როდესაც წყვილის აქვს წარმატებული ორსულობის გამოცდილება ან ორსულობა შეწყდა ვადაზე ადრე და ამის შემდეგ ორსულობა ვეღარ დგება უნაყოფობასთან დაკავშირებული ფაქტორები  მილოვანი (ექტოპიური)/პერიტონეალური ფაქტორი მხოლოდ ქალებში გვხვდება. დისტალური და პროქსიმალური მილის ოკლუზიას ასევე მხოლოდ ქალებში ვაწყდებით. მენჯის ადჰეზიები და მილების ეპითელური ქსოვილის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მენჯის ანთებითი დაავადებებით, როგორიცაა სალპინგოოფორიტი ან ადნექსიტი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, განსაკუთრებით გონოკოკური და ქლამიდიური ინფექციები, აბორტი და მასთან დაკავშირებული გართულებები ან მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციის გავლენა, სწორედ ამ ფაქტორებს ვაწყდებით ქალთა უნაყოფოების შემთხვევათა 40%-ში.  ობტურაციული უნაყოფობა ძალიან ჰგავს მილოვან- პერიტონეალურ უნაყოფობას, მაგრამ იგი მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება. იგი ხასიათდება თესლგამომტანი სადინარის ნაწილობრივი ან სრული დახშობით, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. სპერმის გამომტანი სადინარის დახშობის მიზეზი შეიძლება გახდეს შარდსადენი მილის და სასქესო ჯირკვლების ანომალიური განვითარება, სპერმის სადინარის თანდაყოლილი ან შეძენილი დახშობა. იგი ასევე შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა და სასქესო ორგანოების დაზიანებამ.  ენდოკრინული ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ქალების უნაყოფობის შემთხვევაში ეს გამოხატულია კვერცხუჯრედის მომწიფების უკმარისობით და ოვულაციის დარღვევებით, რაც ჰორმონალურ ფონთან და მის ცვლილებებთანაა კავშირში. მამაკაცების შემთხვევაში ენდოკრინული ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა ვლინდება სპერმის ხარისხის და რაოდენობის შემცირებით, რადგან ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების რაოდენობა მცირდება . სპერმის ცვლილება შესაძლოა სხვადასხვა სახის პათოლოგიებმაც გამოიწვიოს, როგორცაა ვარიკოცელე, ჰიდროცელე, კრიპტორქიზმი, ასევე, სქესობრივი მომწიფების ასაკში გადატანილმა ეპიდემიურმა პაროტიტმა, ეკოლოგიურმა სიტუაციამ, რადიაციამ, მაღალმა ტემპერატურამ, ინფექციებმა სტრესმა, არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა, მოწევამ, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ და სხვა ფაქტორებმაც შესაძლოა იქონიოს გავლენა სპერმის ხარისხზე.  საშვილოსნოს ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა გამოიხატება საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიური განვითარებით ან საშვილოსნოს ადჰეზიების, ოპერაციის და დაზიანებების შედეგად საშვილოსნოს შეძენილი სტრუქტურული ცვლილებებით.  გენიტალურ ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ფაქტორი უნაყოფობის შემთხვევების 30%-ში გვხვდება.  იმუნური ფაქტორები არის ორგანიზმში მიმდინარე ავტოიმუნური პროცესი, რომლის დროსაც მამაკაცის ორგანიზმი იმუნურია საკუთარი სპერმატოზოიდების მიმართ (შესაძლოა გამოწვეული იყოს სათესლე ჯირკვლების დაზიანებით) ან ქალის ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს მისი მეუღლის სპერმატოზოიდების მიმართ. იმუნური ფაქტორის კიდევ ერთი მაგალითია  I და II კლასის HLA-ანტიგენების თავსებადობა, რაც ასევე გვხვდება წყვილების გარკვეულ ნაწილში.  იდიოპათიური უნაყოფობა, რომლის დროსაც უნაყოფობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, აღმოჩენილია უნაყოფობის შემთხვევათა 10%-ში. უნაყოფობის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, კონკრეტულად კი უნაყოფობის დიაგნოსტირების და მკურნალობის პროფილის მქონე გინეკოლოგთან და ანდროლოგთან კონსულტაცია.  European Fertility Clinic აღჭურვილია საჭირო ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსით, რათა დროულად გამოვავლინოთ უნაყოფობის მიზეზი და შემოგთავაზოთ მკურნალობის ეფექტური გეგმა. ##$universal_information_block? &IMAGE =`/local/templates/nova_2020/images/icons/univ_calendar.svg` &TEXT=`გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?` &BTN_TEXT=`მოითხოვეთ ზარი` &BTN_LINK=`record_appointment` &BTN_FANCYBOX=`data-fancybox`##

2023-11-21T11:26:48+03:00

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge