საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

GE

თეონა შვანგირაძე

განათლება

  • მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სეჩენოვის სახელობის;

  • რეზიდენტურა თერაპიის განხრით მოსკოვის პირველ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სეჩენოვის სახელობის;

  • რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიური კვლევის ცენტრში ენდოკრინოლოგიის განხრით;

  • ასპირანტურა ენდოკრინოლოგიური კვლევის ცენტრის.

  • სტაჟირება "ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა" - ბურნაზიანის სახელობის ფედერალური სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში.

პროფესიული უნარები

  • შაქრიანი დიაბეტის 1 და 2 ტიპი და მათი გართულებების მქონე პაციენტების მკურნალება;

  • შაქარდამწევი თერაპიის კორექცია (ორალური და ინსულინოთერაპია);

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მკურნალობა;

  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ინცედენტილომა, ფეოქრომოციტომა, ჰიპერალდოსტერონიზმი, ჰიპერკორტიციზმი);

  • ნეიროენდოკრინული დაავადებების მკურნალობა (პროლაქტინომა, აკრომეგალია, ჰიპოპიტუიტარიზი, იშენკო-კუშინგის დაავადება);

  • ძვლისა დაავადებების და მინერალური ცვლილებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (პირველადი/მეორადი/მესამედი ჰიპერპარათირეოზი, სხვადასხვა წარმოშობის ოსტეოპოროზი);

  • რეპროდუქციული დარღვევების მკურნალობა;

  • მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე);

  • გართულებული ორსულობის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით, შაქრიანი დიაბეტით მართვა.

პროფესიული მიღწევები

5 პუბლიკაცია რუსულ სამედიცინო ჟურნალებში.

პრეზენტაციები საერთაშორისო კონფერენციებზე, მათ შორის ევროპის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (EYES), ევროპული ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ECE), ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი საზოგადოება (EASO), რუსეთის ენდოკრინოლოგიის კონგრესებზე.

ასოციაციების წევრიანობა

რუსეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის (RAE) წევრი, რუსეთის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი (ROME).

Reviews
icon
Reviews about თეონა შვანგირაძე (7)
Patient: ილონა
22.04.2024
Doctor: თეონა შვანგირაძე, ენდოკრინოლოგი
თეონა ექიმთან ვიზიტამდე, ვმკურნალობდი სხვა ექიმის დანიშნულებით და ჩემი დაკვირვებით, მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა. თეონა ექიმმა დაწვრილებით შეისწავლა ჩემი სამედიცინო ისტორია და დეტალურად ამიხნსა თუ რა ფაქტორები ახდენდნენ მავნე ზეგავლენას ჩემს ჯანმრთელობაზე. ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ წონის კლების პროცესში ვარ, თუმცა, სულ რაღაც 3 კვირაში საოცარი შედეგი მაქვს. მედიკამენტების დოზების შემცირებამ უკვე გამოიღო შედეგი, დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება სრულიად გამიქრა. მადლობა!
Patient: სოფია
16.03.2024
Doctor: თეონა შვანგირაძე, ენდოკრინოლოგი
თეონა ექიმის ვიზიტიდან, ყოველ ჯერზე დადებითი ემოციებით დამუხტული გამოვდივარ. ის არასოდეს დანიშნავს არასაჭირო ანალიზებს, გარკვევით განგიმარტავთ რა და რატომ უნდა გაიკეთოთ და თქვენს კითხვებს უპასუხოდ არასდროს დატოვებს. პირველ ვიზიტზე, მისგან მივიღე იმდენი ინფორმაცია, რაც აქამდე არცერთ ექიმს არ უთქვამს. მადლობა! ჯანმრთელობას გისურვებთ.
Patient: ირინა
27.02.2024
Doctor: თეონა შვანგირაძე, ენდოკრინოლოგი
მჯერა, რომ თეონა ექიმს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერი დაავადების სირთულეს. ის ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი მარტივად პოულობს გამოსავალს და მაქსიმალურად ცდილობს პაციენტის დახმარებას. თეონა გასაოცარი ექიმია. მადლობა!
European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge