საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კლინიკა EFC

გაიკეთეთ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება თბილისში


img
გსურთ ექიმთან ჩაწერა

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კლინიკა European Fertility Clinic

img

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩვენებები

ინ ვიტრო განაყოფიერების ჩვენებები არის: მილისმიერი ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ენდომეტრიოზი, ასაკობრივი ცვლილებები, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, უცნობი წარმოშობის უნაყოფობა, უნაყოფობის იმუნოლოგიური ფაქტორი, მამაკაცის უნაყოფობის ფაქტორი.

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ეტაპები

1. ოვულაციის სტიმულირება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამების დროს ოვულაციის სტიმულირება გრძელდება 10-დან 28 დღემდე. ამ ეტაპზე ექიმი რეპროდუქტოლოგი აკვირდება საკვერცხეების რეაქციას სტიმულაციაზე, ტარდება ფოლიკულომეტრია და იზომება ენდომეტრიუმის სისქე და სტრუქტურა.

2. ფოლიკულების პუნქცია როდესაც ფოლიკულების დიამეტრი 1,8-2 სანტიმეტრია , კვერცხუჯრედების საბოლოო მომწიფების მიზნით გამოყენება ოვულაციის ტრიგერი. პუნქცია ტარდება 35-36 საათში ინექციის შემდეგ. მანიპულაცია ხორციელდება ანესთეზიის ქვეშ, გრძელდება 20 წუთი.

3. ემბრიოლოგიური ეტაპი ფოლიკულური სითხის მიღების შემდეგ ბიომასალა იგზავნება ლაბორატორიაში. ამ დროს მეუღლე სპერმას აბარებს. კვერცხუჯრედს და სპერმას ურევენ ერთმანეთში,ხოლო შემდეგ ემბრიონებს გამოზრდიან 3-5 დღის განმავლობაში.

4. ემბრიონის გადატანა ემბრიონის გადატანა ხდება განვითარების მე-3-5 დღეზე. გადატანას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება და ის უმტკივნეულოა . როგორც წესი ხდება ერთი ემბრიონის გადატანა ხოლო დანარჩენი იყინება. მოგვიანებით მათი გამოყენება შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების სხვა ციკლში.

5. ლუტეალური ფაზის მხარდაჭერა გადატანიდან 2 კვირის განმავლობაში, ლუტეალური ფაზის მხარდაჭერა ტარდებa ჰორმონალური პრეპარატებით, რომლებიც მიზნად ისახავს ემბრიონის იმპლანტაციისთვის ოპტიმალური პირობების შექმნას.

გადატანიდან მე-14 დღეს სისხლში იზომება β-ქორიონული გონადოტროპული ჰორმონი, რათა გაირკვეს დადგა თუ არა ორსულობა.

გაიკეთეთ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება თბილისში

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს სპეციალისტების კვალიფიკაცია და რეპროდუქციული ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობა.

EFC-ში გამოცდილი სპეციალისტები შეარჩევენ ოპტიმალური სტიმულაციის სქემას, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევების გამოყენებით.

ჩვენი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კლინიკა იყენებს მხოლოდ ყველაზე თანამედროვე აპარატურას ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამების ყველა ეტაპზე, რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას უშვილობის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებშიც კი.

წაიკითხე მეტი

ჩვენი კლინიკა
img
European Fertility Clinic
33 კრწანისის II შესახვევი
ჩვენი ექიმები
პაციენტების გამოხმაურება

ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი კეთილი სიტყვებისთვის! დედობა ყველაზე დიდი სიხარულია ცხოვრებაში და ჩვენ გაგიზიარებთ.

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge